29 ნოემბერი 2021, 16:33 / სანდო წყარო

მიხეილ სააკაშვილი: ბევრი ისეთი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, პირველ რიგში ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მქონდა თუ არა შეცდომები?! საკმარისზე მეტი - ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომაა ის, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„მე ვარ გასამართლებული უკვე ორ საქმეზე, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ეგრეთწოდებულ გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ასე დაარქვეს „პიარისთვის“. ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა სამხედროების ამნისტია, იქიდან გავიდა 6 თვე და მოსამართლემ გამოუშვა ესენი და აქედან ერთი ახლა მე პიჯაკების საქმეზე მასამართლებს. გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური ინგლისური ტერმინი - Hearsay, რაც ნიშნავს, რომ მე გავიგე, რომ იმან გაიგო, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არცერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება მიღებული იყოს, როგორც მტკიცებულება. რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ მათი განხილვა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმეზეც გააკეთა კომენტარი.

„მუდმივად რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?! შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ძალიან მტკივნეული რეფორმები ჩავატარეთ. მაგალითად, რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე, ამიტომ ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, რომ ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებულები. შემდეგ გაგრძელდა პატარა აქციები და 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ იქ რაღაც პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციას, რაც გადაიზარდა უფრო დიდ შეტაკებაში და დაახლოებით იგივე მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა მოქალაქეს გაზი შეასხეს და ვიღაცები დააკავეს. ამის შემდეგ, ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. ამ თემას კურირებდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ ყველაფერს მე ტელევიზიით ვუყურებდი და არავისთვის არანაირი ინსტრუქციები არ მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო მაშინ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ვისთანაც მე შემდეგ სახლში მივედი. ასეთი რაღაც ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საკმარისზე მეტი შეცდომა დაუშვა.

„მქონდა თუ არა შეცდომები?! საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომაა ის, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, რაც შეეხო ძალიან ბევრ ჩვენს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომაზე, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყველა სიახლე

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.

28 აგვისტო 2026, 20:05

მსოფლიო

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.

ნატალია კვაჭანტირაძე

28 აგვისტო 2026, 19:16

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 19:15

მსოფლიო

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.