მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს, პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება
ფოტო: Imedi.ge
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო დღეს სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს.
ამავე საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშიაც. ის უკანონოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად კეთილდღეობას ბიუჯეტის თანხა ხმარდებოდა.
9 მილიონი ლარიდან კოსმეტიკური ხარჯები მსხვილ ნაწილს იკავებს და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.
საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს. სხდომის დაწყება 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.
სასამართლო პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს. დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნება, საპროტესტო აქციები მუდმივად გაიმართება.
„მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ,რომ საზოგადოებას მიმართოს. საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელიც ამ საქმეში არსებობს და რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება. სულ რომ არ დავაანონსოთ აქ აქციები, ისედაც შეიკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რადგან დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ის არის დღეს პუტინის პირადი ტყვე ქართულ ციხეში და ბუნებრივია, სასამართლოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. აქციები, რა თქმა უნდა, იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.
15 აპრილი 2026, 20:41
მსოფლიო
El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს
ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
15 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის
მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
15 აპრილი 2026, 20:33
პოლიტიკა
ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? - „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადება მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ტაქტიკას უწუნებენ. თინა ბოკუჩავას განცხადება - „ერთობლივი მესიჯის პრობლემაა, რომ არ ვცდილობთ ამ მოედანზე შევიდეთ” - მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა.
15 აპრილი 2026, 20:29
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია - მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრები შედგა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან.
15 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.
15 აპრილი 2026, 20:24
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი
იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე
15 აპრილი 2026, 20:21
მსოფლიო
CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 20:18
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.
15 აპრილი 2026, 20:14
პოლიტიკა
კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.
15 აპრილი 2026, 20:11
პოლიტიკა
პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო
ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.
15 აპრილი 2026, 19:55
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.
15 აპრილი 2026, 19:16
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა.
15 აპრილი 2026, 19:09
რეგიონი
გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
15 აპრილი 2026, 18:57
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა
ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
15 აპრილი 2026, 18:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა.
15 აპრილი 2026, 18:51
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
15 აპრილი 2026, 18:45
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
15 აპრილი 2026, 18:43
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
გრან პალეში (Grand Palais) ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით.
15 აპრილი 2026, 18:41
პოლიტიკა
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.


