30 დეკემბერი 2021, 15:55 / სანდო წყარო

პანდემიიდან გამომდინარე, პატიმრობაში მყოფ პირებს სახელმწიფო პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ჩაეთვლებათ. მიხეილ სარჯველაძის განმარტება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ ძირითად და ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტებზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, რიგი უფლებების შეზღუდვა თითოეულ მოქალაქეს შეეხო. შეზღუდვები შეეხოთ პატიმრობაში მყოფ პირებსაც, რომლებსაც, თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე, ისედაც შეზღუდული აქვთ მთელი რიგი უფლებები.

პანდემიით შექმნილი მდგომარეობა მათთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა, რის გამოც სახელმწიფო, მათთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაუთვლით, განსხვავებული წესით“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით და რომლებსაც, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, შეეზღუდათ პატიმრობის კოდექსით გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე.

ამნისტიის აქტი ასევე ვრცელდება 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში, არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე, წამებაზე, წამების მუქარაზე, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე, ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებმაც განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინეს, გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისგან. აღსანიშნავია, რომ სასჯელისაგან გათავისუფლება ეხება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს.

რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს, მომხსენებლის განცხადებით, მათ დაკმაყოფილებულად ჩაეთვლებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ მათი პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი.

კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება როგორც დამთავრებულ დანაშაულებზე, ისე - მათ მომზადებასა და მცდელობაზე.

კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამნისტია, ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ. მსჯავრდებულისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული იქნება, პირს უკან არ დაუბრუნდება.

კანონპროექტის მიხედვით, 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოხდილი ექნებათ სასჯელი, აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ასეთ პირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.

კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ ასევე განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ კომიტეტმა მხარი დაუჭირა ძირითადი კანონის პროექტის საფუძვლად მიღების საკითხს და ალტერნატიული კანონის პროექტის უარყოფის საკითხს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე კომიტეტი ინტენსიურ მუშაობას იანვარში გააგრძელებს.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:30

სამართალი

საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა

საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.

31 აგვისტო 2026, 14:29

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 აგვისტო 2026, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

31 აგვისტო 2026, 14:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.

ალექსანდრ სტუბი

31 აგვისტო 2026, 13:59

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.

31 აგვისტო 2026, 13:48

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

31 აგვისტო 2026, 13:34

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.

31 აგვისტო 2026, 13:26

პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 13:24

მსოფლიო

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 13:05

რეგიონი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

31 აგვისტო 2026, 13:03

საზოგადოება

„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.