პოლიციამ თაღლითობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა
ფოტო: Shutterstock.com
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი: 1976 წელს დაბადებული შ.ბ., 1996 წელს დაბადებული მ.ჭ., 1966 წელს დაბადებული ნ.ხ., 1988 წელს დაბადებული მ.ხ., წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული თ. წ. და 1971 წელს დაბადებული თ. გ. დააკავეს.
უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დანაშაულები 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს.
განზრახვის აღსრულებისთვის, შ.ბ.-მ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ფინანსურ ინსტიტუტს მიმართა და პოს-ტერმინალის დადგმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც შ.ბ.-მ პოს-ტერმინალი მიიღო, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უკანონო მანიპულაციების შედეგად, მასზე გაააქტიურეს ე.წ. პრეავტორიზაციის ფუნქცია.
ბრალდებულებმა, 2022 წლის 27 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უცხოეთში რეგისტრირებული ბანკის 2 საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით, რომლებზეც არ იყო შესაბამისი თანხები, პოს-ტერმინალზე განახორციელეს 16 სხვადასხვა გადახდა, საერთო ოდენობით 2 314 890 ლარი.
უკანონო ტრანზაქციების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, დროის უმოკლეს პერიოდში უზრუნველყვეს თანხის ნაწილის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა და მათი განაღდება. მათმა დანაშაულებრივმა ქმედებამ 975 530 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.
პოლიციამ შ.ბ.-ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა, რომელთა ტარების უფლება ბრალდებულს არ ჰქონდა. შ.ბ.-ს მმართველობაში არსებული კომპანიის ოფისის ჩხრეკისას კი ამოღებულია პოს-ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით თანხები, საბანკო პლასტიკური ბარათები, მობილური და კომპიუტერული მოწყობილობები, ასევე, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.


