სუსი: საანგარიშო პერიოდში ანტიკორუფციული სააგენტო ეფექტიანად განაგრძობდა კორუფციის საწინააღმდეგო ღონისძიებებს - გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე
ფოტო: არქივი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზეცაა საუბარი. დოკუმენტში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ეფექტიანად განაგრძობდა კორუფციის საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებს. უწყების ცნობითვე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.
„2021 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 53 საქმეზე, კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობისა და სხვა ფაქტებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 162 პირი. საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ყადაღა დაედო 153 უძრავ და 7 მოძრავ ქონებას. შეფასებული ქონების სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 200 000 ლარს. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2021 წელს ამოღებულ იქნა დაახლოებით 1 850 000 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ფულადი თანხა“, - წერია ანგარიშში.
სუს-ის ცნობით, 2021 წლის განმავლობაში გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა კვლავ გარკვეული გავლენა იქონია ანტიკორუფციულ საქმიანობაზე.
ამასთან, უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წელს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იყო უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა, რომელიც გადაეცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობდა კორუფციული ფაქტების თავიდან აცილების, მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და აღკვეთისკენ მიმართულ ძალისხმევას. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, განხორციელდა მთელი რიგი ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებები.
„პრიორიტეტულ მიმართულებად რჩებოდა კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებში საჯარო მოხელეების შესაძლო ჩართულობის პრევენცია და აღნიშნულით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა თუ სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფების/ცალკეული პირების მიმართ მათი მოწყვლადობის რისკების შემცირება.
2021 წელს კიდევ უფრო გაძლიერდა სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი კორუფციის პრევენციის სამსახურის პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობები. ხსენებული დანაყოფის მიერ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, მომზადდა არაერთი წინადადება და ინიციატივა. აღნიშნული მოიცავდა როგორც კორუფციულ დანაშაულებზე საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლების მიმართულებას, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის ხელშეწყობას“, - წერია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრევენციის მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციული ფაქტების გამოვლენის კუთხით მოქალაქეთა ჩართულობა.
„აღნიშნულს, მათ შორის, მოწმობს სააგენტოში 2021 წელს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევებზე მოქალაქეეთა მხრიდან შემოსული განცხადებები. კერძოდ, წლის განმავლობაში შემოვიდა 83 განცხადება, აქედან: 23 მათგანზე, მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, დაიწყო გამოძიება; 29 განცხადება, კომპეტენციის გათვალისწინებით, გადაიგზავნა სხვა უწყებაში; 7 განცხადებაზე მიმდინარეობს შესწავლა; ხოლო 23 განცხადება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს; ერთი განცხადება დაერთო არსებულ სისხლის სამართლის საქმეს.
2021 წელს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე განხორციელდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გამიზნული ე.წ. საინფორმაციო შეხვედრების პროექტი. აღნიშნული პროექტი მომზადდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში. ამასთანავე, პროექტის თემატიკისა და სამიზნე ჯგუფების განსაზღვრაში აქტიურად იყო ჩართული სამსახურში შექმნილი სპეციალური, შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები (იურისტები, ანალიტიკოსები, გამომძიებლები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები).
ამასთან, აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შეირჩა ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, გაიარა სპეციალური მომზადება - „ტრენერთა ტრენინგი“. შედეგად, 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადდა საჯარო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ათეულობით წარმომადგენელი. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მუდმივი ხასიათი აქვს და მათი ორგანიზება სამსახურის მიერ სამომავლოდაც იგეგმება“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო ევროპის საბჭოსთან პარტნიორობის ფარგლებში ე.წ. „ტექნიკური დოკუმენტის“ შემუშავება. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას, ასევე შესწავლილი და გაანალიზებულია საქართველოს გამოცდილება საჯარო დაწესებულებებში კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე. დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებსა და კონკრეტულ წინადადებებს ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
„საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. 2021 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს როგორც ოპერატიული, ასევე საგამოძიებო და ანალიტიკური მიმართულების ქვედანაყოფებმა მონაწილეობა მიიღეს ათეულობით შეხვედრასა და ღონისძიებაში, მათ შორის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს, გაეროსა და აშშ-ის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში მაღალი დონის ორმხრივი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა, როგორც საქართველოში, ისე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც განხილულ იქნა ანტიკორუფციული მიმართულებით ორი ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე, გარდა საგამოძიებო სტატისტიკური მონაცემებისა, ასევე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგები და შეფასებები. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, 2021 წელს საქართველო 180 ქვეყნიდან 45-ე ადგილს იკავებს და მცირედით ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი და იტალია. ამასთანავე, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ჩეხეთს, მალტას, სლოვაკეთს, საბერძნეთს და აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანას.
2021 წელს სამსახური ანტიკორუფციული მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 14:53
პოლიტიკა
ჭეიშვილი: გვახსოვს ისტერიკა, რომელიც ჩვენი მხრიდან ე.წ. პოლიტიკური ძალების მიმართ კონსტიტუციური სარჩელის მომზადებას მოჰყვა - გერმანიაში ძალიან საეჭვო წინაპირობების გათვალისწინებით, სახელისუფლებო გუნდი ცდილობს, რომ ოპონენტი ჩამოიშოროს რეგიონულ არჩევნებში. ამაზე უფრო კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტისა, რა შეიძლება იყოს?
გვახსოვს, მათ შორის ბრიუსელის მხრიდან ის ერთგვარი ისტერიკა, რომელიც მოჰყვა ჩვენი მხრიდან რადიკალური, ე.წ. პოლიტიკური ძალების მიმართ შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელის მომზადებას, რომელიც დაეყრდნო ძალიან მკაფიო და მყარ მტკიცებულებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
04 სექტემბერი 2026, 14:45
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე
ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ეს ადამიანი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბიძინა ივანიშვილზე.
04 სექტემბერი 2026, 14:40
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე ელიზბარაშვილზე: უბრალოდ იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის - ჯერ მაგ ნაძირალამ ციხის კადრები დადგმული იყოო, საკუთარი ბოღმის გამო რომ იძახა, მაგისთვისაც ჰქონდა პასუხი მოსათხოვი თუნდაც იმ ბიჭებისგან, ვინც ის ჯოჯოხეთი გაიარა
თამაზ ელიზბარაშვილის პიროვნების შესახებ წერს ფეისბუკზე გიორგი ზერეკიძე, რომელიც შვილთან ელიზბარაშვილის კონფლიქტს იხსენებს. რაც შეეხება ინციდენტს, ზერეკიძის თქმით, რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, შესაძლოა მძიმე პროცესები განვითარებულიყო.
04 სექტემბერი 2026, 14:38
სამართალი
შსს: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დენის კულანინს მისთვის სასურველი მიმართულებით საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მიეცა. მას ქვეყანაში შემოსვლა 5 წლით აეკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დენის კულანინის მიმართ.
04 სექტემბერი 2026, 14:38
მსოფლიო
AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწია
აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა. მისი საშუალო ღირებულება გალონზე პირველად ისტორიაში 5,85 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ირანთან ექვსი თვეა მიმდინარე ომი მსოფლიოში საწვავის მიწოდების ჯაჭვებს კვლავ არღვევს, იუწყება Associated Press-ი.
04 სექტემბერი 2026, 14:38
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის ბოლო განცხადების ხაზთან ნარატივს დააჯდა რადიკალური ოპოზიცია და ერთად ატეხეს აჟიოტაჟი
ძალიან სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის ბოლო განცხადების ხაზთან ნარატივს დააჯდა რადიკალური ოპოზიცია და ერთად ატეხეს აჟიოტაჟი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
04 სექტემბერი 2026, 14:32
კულტურა
ფოლკლორის ცენტრის 48 სალოტბარო სკოლა მიღებას აცხადებს
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში, რომლებიც 48 მუნიციპალიტეტსა და სოფლებში მოქმედებს, მოსწავლეთა მიღება გამოცხადდა. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 14:32
საზოგადოება
გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა.
04 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს დღეები ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და სპეკულირებენ, თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი დადასტურდა
ეს დღეები ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და როგორ ახდენენ სპეკულაციებს, რომ თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი არ დადასტურდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
04 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება იმ სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად
ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით ყველამ ხელი ირაკლი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რომ მან თქვა და ამას აჰყვა ყველა, მაგრამ ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტულ გეგმაში მოგროვდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
04 სექტემბერი 2026, 14:26
პოლიტიკა
პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით: ცალკე დაიკითხა ხატია დეკანოსიძე და თამაზ დათუნაშვილი. ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია
ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია, - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ ჟურნალისტებთან ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.
04 სექტემბერი 2026, 14:20
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვები განახლდა - საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჯორბენაძესთან კავშირი არასდროს ჰქონიათ, თუმცა, თვითმკვლელობის შესახებ კომენტარები მაინც დაწერეს
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორები ამტკიცებენ, რომ დაღუპულთან კავშირი არასდროს ჰქონიათ, თუმცა ამის მიუხედავად არგუმენტები გარეშე, თვითმკვლელობის შესახებ კომენტარები მაინც დაწერეს. უკვე დაკითხულია მათი წყარო ირაკლი ღარიბაშვილი. პროკურატურის განმარტებით, „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი - მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი"
04 სექტემბერი 2026, 14:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა.
04 სექტემბერი 2026, 14:09
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა
აღსანიშნავია, რომ „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ ორგანიზებით, ბათუმში 2-5 სექტემბერს საერთაშორისო ბიზნესს მისია Grand CEO Tour იმართება, რომლის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა. კლუბი საქართველოში აქტიურად საქმიანობს და აერთიანებს ენერგეტიკის, მშენებლობისა და დეველოპმენტის, საბანკო-საფინანსო, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს.
04 სექტემბერი 2026, 14:06
მსოფლიო
რუსული მედია: უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვს ეწვევიან, ხოლო შემდეგ კიევში ჩავლენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს ჯერ მოსკოვს ეწვევიან, ხოლო ამის შემდეგ კიევში ჩავლენ. ინფორმაციას რუსული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 13:58
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს
თამაზ ელიზბარაშვილის გაჩუმების მიზნით საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და ადგილი აქვს „შერჩევით სამართალს“ არის გზავნილი რომლის მიზანია შექმნას განწყობა, თითქოს სამართლის აღსრულების ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეებზე და მასში მონაწილე პირებზე, რაც სწორი არ არის - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
04 სექტემბერი 2026, 13:45
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე არსებულ მაღალ ინტერესზე: ეს არის ნათელი და მტკიცე დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა და, ზოგადად, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, რაც ნდობას იწვევს, პირველ რიგში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებში
საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე არსებულ მაღალ მოთხოვნასა და ინვესტორების მაღალ ინტერესზე პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.
04 სექტემბერი 2026, 13:38
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცი კვირას რეგიონულ არჩევნებს, შედეგის მიუხედავად, წააგებს
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში კვირას დაგეგმილი არჩევნები კარგ არაფერს უქადის. ის მხოლოდ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ დამცირებას მიიღებს, იუწყება POLITICO.
04 სექტემბერი 2026, 13:37
პოლიტიკა
კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
მხარეებმა საქართველოს და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.
04 სექტემბერი 2026, 13:34
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას
უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეე თორნიკე ჭეიშვილი, რადიკალების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი კირცხალიას წერილს.


