სუსი: ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, 2021 წელს სამსახური ეფექტურად განაგრძობდა საერთაშორისო პარტნიორებთნ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში ჩართულობას
ფოტო: არქივი
რეგიონში განსაკუთრებულად გაზრდილი საფრთხეების და ზოგადად, 2021 წელს, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ახალი გამოწვევების პირობებში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს მჭიდრო, მუდმივი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან, ასევე, წამყვან რეგიონულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, - ამის შესახებ წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან გადაიდგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით.
„სტრატეგიულ მოკავშირეებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურის ხელმძღვანელი პირები სისტემატურ რეჟიმში ახდენდნენ პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლას უსაფრთხოების გარემოს თაობაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების, მოსალოდნელი რისკების, რეგიონში განვითარებული სხვადასხვა მოვლენისა და მათთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ. სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობდა სტრატეგიულ მოკავშირეებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა და კონკრეტულ მიმართულებებზე მჭიდრო კოორდინაცია, მათ შორის, კონტრდაზვერვის, ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. 2021 წელს გაიმართა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა დიპლომატიური მისიების, პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან“, -წერია ანგარიშში.
სუსის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის დროულად და უსაფრთხოდ გაცვლის მიზნით, სამსახურის მიერ აქტიურად და ეფექტიანად იყო გამოყენებული შესაბამისი კომუნიკაციის საერთაშორისო ინსტრუმენტები და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმები, მათ შორის, ინტერპოლისა და ევროპოლის არხები, საქართველოში აკრედიტებული მეკავშირე ოფიცრები, პოლიციის ატაშეების ქსელი და სხვა. უწყების ცნობითვე, ამ მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 2021 წელს განაგრძობდა სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს ეტაპობრივ განვითარებას. აღნიშნული მოიცავს ნატოსა და ევროკავშირის წევრ და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების, აგრეთვე, სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმების ინიცირებას.
„დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები საქართველოს გაფორმებული აქვს 29 პარტნიორ სახელმწიფოსთან (უმეტესობა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა), ხოლო ევროპოლთან დადებულია ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ინიცირებულ იქნა პარტნიორ სახელმწიფოებთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებები, რის თაობაზეც აღნიშნული ქვეყნების შესაბამის უწყებებთან მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, საქართველოს ანალოგიური შეთანხმებები სულ გაფორმებული აქვს 24 სახელმწიფოსა (უმეტესობა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა) და ევროკავშირთან.
2021 წელს, სამსახურმა, კომპეტენციის შესაბამისად, აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო დოკუმენტების შემუშავების პროცესში. სამართლებრივი და უსაფრთხოების კუთხით, დამუშავდა და ანალიზი ჩაუტარდა სხვადასხვა თემატიკის საერთაშორისო შეთანხმების 50-ზე მეტ პროექტს, მათ შორის, მიგრაციისა და უვიზო მიმოსვლის, საჰაერო მიმოსვლის, თავდაცვის, სასაზღვრო, საზღვაო, საბაჟო, ეკონომიკის, დანაშაულთან ბრძოლის და სხვა სფეროებში. აღნიშნულ დოკუმენტებთან მიმართებით სამსახურის მხრიდან განხორციელდა სახელმწიფო მნიშვნელობის უსაფრთხოების საკითხების სათანადო ასახვა/გათვალისწინება.
საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორული ურთიერთობები. აღსანიშნავია საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებსა და საელჩოსთან ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობები. აღნიშნული მოიცავდა თანამშრომლობის ფართო სპექტრს, როგორც ოპერატიული, ასევე ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით.
ამასთან, 2021 წელს სამსახური აქტიურად იყო ჩართული ერთობლივ ძალისხმევაში საერთაშორისო ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხეებთან ბრძოლის, სასაზღვრო უსაფრთხოების, კიბეროპერაციებსა და სხვა საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა როგორც პროფესიული განვითარების, ასევე ცალკეული დანაყოფების ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. საანგარიშო პერიოდში სამსახურის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ათეულობით სხვადასხვა სასწავლო კურსში, გადამზადების პროგრამაში, საველე და სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში. აშშ-ის მხარდაჭერით, სამსახურის თანამშრომლები აგრძელებდნენ მონაწილეობას აშშ-ის საზღვაო ძალების სამაგისტრო სკოლის (NPS) გრძელვადიან სამაგისტრო პროგრამებში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის (GCMC), სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიისა (ILEA) და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემიის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსებსა და სემინარებში.
2021 წელს სამსახური აქტიურად განაგრძობდა ნატოსთან თანამშრომლობას და ჩართული იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში. საანგარიშო პერიოდში სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის მენიუს (PCM), ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამისა (PDP) და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე ორგანიზებულ ღონისძიებებში.
სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული ნატოს მობილური აპლიკაციებისა და ტერორიზმისგან თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კურსებში, ჰიბრიდული საფრთხეებისა და საქართველოს მდგრადობის საკითხებზე გამართულ შეხვედრებში, ასევე, ღია წყაროების მონიტორინგის შესახებ ტრენინგში. გაიმართა რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამასთან დაკავშირებით. ამასთან, სამსახურმა წარადგინა ინფორმაცია წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით განხორციელებული აქტივობების შესახებ.
უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, სამსახურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ევროკავშირსა და მის სააგენტოებთან პარტნიორობის გაღრმავება. 2021 წელს სამსახური ჩართული იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებულ არაერთ ღონისძიებაში. აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წელს სამსახურის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინიციატივა - უსაფრთხოების ზამთრის სკოლა.
სამსახური ასევე აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირი-ევროპის საბჭოს ერთობლივ პროექტებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG II) პროექტის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
სამსახურის შესაბამისი დანაყოფები, კომპეტენციის შესაბამისად, აქტიურად მონაწილეობდნენ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გამართული მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის შეხვედრაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო სამსახურის ჩართულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.
ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, სამსახური ეფექტურად განაგრძობდა საერთაშორისო პარტნიორებთნ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში ჩართულობას. საქართველო არის „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის აქტიური წევრი მისი შექმნის საწყისი ეტაპიდან და აქტიურად მონაწილეობს კოალიციის სხვადასხვა აქტივობაში. 2021 წელს სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გლობალური კოალიციის სამუშაო ჯგუფებისა და ქვეჯგუფების შეხვედრებში“, - ნათქვამია ანგარიშში.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 15:46
სამართალი
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
04 სექტემბერი 2026, 15:45
პოლიტიკა
გელა სამხარაულმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აგროსასურსათო სისტემების საკითხებს შეეხებოდა.
04 სექტემბერი 2026, 15:27
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტაილანდურ რესტორანს შპს „ერდოღან ქალაიჯი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ტაილანდური რესტორანი შპს „ერდოღან ქალაიჯი“ (მისამართი: ბათუმი, გორგასლის ქუჩა N13) არაგეგმურად შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 15:24
პოლიტიკა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს
პარლამენტის დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
04 სექტემბერი 2026, 15:22
მსოფლიო
POLITICO: უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივების საკითხის გააქტიურებას ცდილობს
უკრაინა ევროპის ქვეყნებს რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივების საკითხზე დისკუსიის განახლებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 15:21
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 15:18
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უფლებადამცველი, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
04 სექტემბერი 2026, 15:16
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იმ რეაქციებიდან, რასაც ვხედავთ შეწყალების პროცესიდან გამომდინარე, აბსოლუტურად არ უღირთ აქციაზე დაკავებული პირების თავისუფლება იმისთვის რომ ახალი რეზოლუციები გამოაცხონ საქართველოს წინააღმდეგ, ახალი სანქციების დაწესება მოითხოვონ. ჩვენ კარგად დავინახეთ რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელთათვისაც ჩალის ფასი აქვს თითოეულ ადამიანს და მათ თავისუფლებას
იმ რეაქციებიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ შეწყალების პროცესიდან გამომდინარე, აბსოლუტურად არ უღირთ აქციაზე დაკავებული პირების თავისუფლება იმისთვის რომ ახალი რეზოლუციები გამოაცხონ საქართველოს წინააღმდეგ, ახალი სანქციების დაწესება მოითხოვონ. ჩვენ კარგად დავინახეთ რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელთათვისაც ჩალის ფასი აქვს თითოეულ ადამიანს და მათ თავისუფლებას, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რითიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილს გამოეხმაურა.
04 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ
გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD-ს ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა. შექმნილ ვითარებას თბილისში აფასებენ.
04 სექტემბერი 2026, 14:53
პოლიტიკა
ჭეიშვილი: გვახსოვს ისტერიკა, რომელიც ჩვენი მხრიდან ე.წ. პოლიტიკური ძალების მიმართ კონსტიტუციური სარჩელის მომზადებას მოჰყვა - გერმანიაში ძალიან საეჭვო წინაპირობების გათვალისწინებით, სახელისუფლებო გუნდი ცდილობს, რომ ოპონენტი ჩამოიშოროს რეგიონულ არჩევნებში. ამაზე უფრო კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტისა, რა შეიძლება იყოს?
გვახსოვს, მათ შორის ბრიუსელის მხრიდან ის ერთგვარი ისტერიკა, რომელიც მოჰყვა ჩვენი მხრიდან რადიკალური, ე.წ. პოლიტიკური ძალების მიმართ შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელის მომზადებას, რომელიც დაეყრდნო ძალიან მკაფიო და მყარ მტკიცებულებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
04 სექტემბერი 2026, 14:45
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე
ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ეს ადამიანი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბიძინა ივანიშვილზე.
04 სექტემბერი 2026, 14:40
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე ელიზბარაშვილზე: უბრალოდ იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის - ჯერ მაგ ნაძირალამ ციხის კადრები დადგმული იყოო, საკუთარი ბოღმის გამო რომ იძახა, მაგისთვისაც ჰქონდა პასუხი მოსათხოვი თუნდაც იმ ბიჭებისგან, ვინც ის ჯოჯოხეთი გაიარა
თამაზ ელიზბარაშვილის პიროვნების შესახებ წერს ფეისბუკზე გიორგი ზერეკიძე, რომელიც შვილთან ელიზბარაშვილის კონფლიქტს იხსენებს. რაც შეეხება ინციდენტს, ზერეკიძის თქმით, რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, შესაძლოა მძიმე პროცესები განვითარებულიყო.
04 სექტემბერი 2026, 14:38
მსოფლიო
AP: აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 5,85 დოლარს მიაღწია
აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა. მისი საშუალო ღირებულება გალონზე პირველად ისტორიაში 5,85 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ირანთან ექვსი თვეა მიმდინარე ომი მსოფლიოში საწვავის მიწოდების ჯაჭვებს კვლავ არღვევს, იუწყება Associated Press-ი.
04 სექტემბერი 2026, 14:38
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის ბოლო განცხადების ხაზთან ნარატივს დააჯდა რადიკალური ოპოზიცია და ერთად ატეხეს აჟიოტაჟი
ძალიან სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის ბოლო განცხადების ხაზთან ნარატივს დააჯდა რადიკალური ოპოზიცია და ერთად ატეხეს აჟიოტაჟი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
04 სექტემბერი 2026, 14:38
სამართალი
შსს: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დენის კულანინს მისთვის სასურველი მიმართულებით საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მიეცა. მას ქვეყანაში შემოსვლა 5 წლით აეკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დენის კულანინის მიმართ.
04 სექტემბერი 2026, 14:32
კულტურა
ფოლკლორის ცენტრის 48 სალოტბარო სკოლა მიღებას აცხადებს
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებში, რომლებიც 48 მუნიციპალიტეტსა და სოფლებში მოქმედებს, მოსწავლეთა მიღება გამოცხადდა. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 14:32
საზოგადოება
გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა.
04 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს დღეები ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და სპეკულირებენ, თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი დადასტურდა
ეს დღეები ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და როგორ ახდენენ სპეკულაციებს, რომ თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი არ დადასტურდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
04 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება იმ სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად
ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით ყველამ ხელი ირაკლი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რომ მან თქვა და ამას აჰყვა ყველა, მაგრამ ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტულ გეგმაში მოგროვდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
04 სექტემბერი 2026, 14:26
პოლიტიკა
პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით: ცალკე დაიკითხა ხატია დეკანოსიძე და თამაზ დათუნაშვილი. ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია
ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია, - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ ჟურნალისტებთან ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.


