საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები განცხადებას ავრცელებენ
ფოტო: Shutterstock.com
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები - ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი განცხადებას ავრცელებენ. რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, სადაც ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას ა.შ.შ.-ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი კევინ ბურკი შეხვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში და ამერიკის ელჩის სახელით, ანგარიში მოსთხოვა განაჩენის გამოტანის შემდეგ ერთ-ერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე (თუ რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა საპატიმრო სასჯელი ნიკა გვარამიას მიმართ). ამის შემდეგ კი, ამ თანამშრომელმა მას აცნობა, რომ, ამ ვითარების გათვალისწინებით, იგი ამორიცხული იყო იმ 6 მოსამართლის სიიდან, რომლებიც სულ რამდენიმე დღეში სასწავლო პროგრამით მიემგზავრებოდნენ ა.შ.შ.-ში. ერთი მხრივ, აღნიშნული ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო მეორე მხრივ, კი ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან, ანალოგიურად, უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ. ნამდვილად დასაფასებელია აგრეთვე იმ 5 მოსამართლის პოზიცია, რომლებმაც, პროფესიული ღირსებისა და სოლიდარობის ნიშნად, ასევე უარი თქვეს აღნიშნულ ვიზიტით გამგზავრებაზე.
თუმცა ჩვენთვის საკმაოდ სამწუხაროა, რომ სასამართლო კორპუსი და მით უმეტეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქამდე რატომღაც საერთოდ თავს იკავებს, აქტიურად არ ეხმიანება და შესაბამის შეფასებას არ აძლევს მომხდარს და მხარდაჭერას არ უცხადებს მოსამართლე ლ. ჩხიკვაძეს. ამ ფონზე, კიდევ უფრო დასაფასებელია ამ მოსამართლის პირადი გამბედაობა, რომ მან ასეთი თამამი განცხადება გააკეთა და. პირველ რიგში, არა უკვე თავისი, არამედ სხვა კოლეგებისა და მთელი სასამართლო სისტემის - მომავალში მსგავსი ჩარევებისგან დასაცავად, გაბედული ნაბიჯები გადადგა. პრაქტიკულად, სიმართლისთვის ბრძოლა მას ჯერჯერობით ინდივიდუალურად უწევს.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეცდება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ამისდა მიხედვით, გარკვეული გრადაცია და რაღაც ხათრისა თუ თავშეკავების გამოჩენა, სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას ჩანასახშივე ანადგურებს.
სწორედ ამ პასიურობამაც გადაგვაწყვეტინა ჩვენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრებს (რომლებსაც დიდი დრო არ არის გასული, რაც უფლებამოსილების ვადა გაგვივიდა) განცხადების გაკეთება.
ცხადია, მომხდარი ფაქტი არის საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. სამწუხაროდ, ამ ბრალდებაზე პასუხს ადრესატმა ელჩმა პრაქტიკულად გვერდი აუარა, რაც უკვე უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს. დღემდე ვერ მიიღო მოსამართლემ პასუხი, ამ განაჩენის გამო „დაისაჯა“ თუ არა იგი, ვიზიტიდან ამოღების სახით.
თუმცა აქ, გარდა მოსამართლის მომხდარი ისტორიისა, ჩვენ კიდევ უფრო დიდ ყურადღებას გავამახვილებთ ზოგადად კიდევ უფრო სამწუხარო გლობალურ და სისტემურ პრობლემებზე, რაც სწორედ მოსამართლეთა ვიზიტებს უკავშირდება. ეს არამართებული პრაქტიკა ჩვენი საბჭოში მუშაობის დროსაც აქტიურად გამოიყენებოდა. კერძოდ, საუბარია აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაზე, სადაც ზოგადად სასამართლო სისტემის ადმინისტრირების ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი პრაქტიკულად უგულებელყოფილია. რეალურად, ამ მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დე ფაქტო იგნორირების პირობებში ფუნქციონირებს და არანაირი ვიზიტის ფორმატის, მასში მონაწილე მოსამართლეთა შემადგენლობის, თუ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრების ან ლექცია-სემინარების თემების, როგორც ექსპერტ, ისე მონაწილე მოსამართლეთა სიის განსაზღვრასა და შერჩევაში ჩართული არ არის. მოსამართლეებს პირდაპირ ინდივიდუალურად უკავშირდებიან საელჩოს თანამშრომლები (ხშირ შემთხვევაში ეს იყო საელჩოს ის თანამშრომელი, რომელიც მოსამართლე ლ. ჩხიკვაძეს ესაუბრა - კევინ ბურკი (რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში სპეციალური ოთახი აქვს გამოყოფილი და იქ ზის ხოლმე) და/ან მისი მრჩეველი ეკა ფოფხაძე) და მათ რთავენ დელეგაციებში, უგეგმავენ ვიზიტებს და იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ლექცია-სემინარზე და ა.შ. იუსტიციის საბჭო გამოიყენება მხოლოდ ტექნიკურად, როცა უკვე არჩეულ მოსამართლეთა გადმოგზავნილ სიაზე, ვიზების მისაღებად შუამდგომლობას ითხოვს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე.
ამ კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად თუ სხვა „რაიმე მიზეზის“ გამო, სასამართლო სისტემაში არსებობენ ერთი და იმავე რანგის მოსამართლეები, რომლებიც თავიანთი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით (რომელთაგან ზოგი ერთხელ, ზოგი კი არაერთხელაცაა ნამყოფი ვიზიტით ამერიკაში), არცერთი პროგრამით და სასწავლო ვიზიტით არცერთხელ არ არიან აშშ-ში ნამყოფი, რაც ასევე არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ასევე საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ ლექცია-სემინარებზე საელჩოსგან ექსპერტ და ე.წ. „ტრენერთა“ შერჩევაშიც ანალოგიური ცალმხრივი დამოკიდებულებაა, რაც გარკვეული ფავორიტიზმის ნიშნებს ატარებს. ბოლო წლებია თითქმის სულ ერთი და იგივე 5-7 მოსამართლეა მათი ღონისძიებების ექსპერტებად თუ ე.წ. „ტრენერებად“ სისტემატურად, ისევ ანალოგიური წესით, საელჩოს თანამშრომლების მიერ ცალმხრივად შერჩეული და კატეგორიულად მოთხოვნილი თითქმის ყველა ფორმატში. მათ პროფესიონალიზმს ცხადია არავინ აკნინებს, თუმცა სისტემაში 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეა, რომელთაგან ასევე შეიძლება მაღალი დონის ექსპერტთა შერჩევა და ზოგჯერ ჩანაცვლება და ამ მხრივაც თანასწორი მიდგომების გამოჩენა. თუ რაიმე გადამზადებაა საჭირო, არც ეს იქნება პრობლემა. ამ შემთხვევებშიც, ცხადია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსაზრებასაც კი არ ეკითხებიან.
უფრო მეტიც აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლისა და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება. და ეს მაშინ, როდესაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ელჩი ერთხელაც არ შეხვედრია თვითონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას, არ დაინტერესებულა იმ პრობლემატიკით, ან თუნდაც მოსაზრებებით, რაც მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებობს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უცნაური და სამწუხაროა.
არ გვგონია, საქართველოში რომელიმე სამინისტროს ან სხვა დაწესებულების თანამშრომლებთან რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე პირდაპირი კომუნიკაცია ისე ხდებოდეს ან მათთან შეხვედრებზე ელჩი მარტო ისე მიდიოდეს, რომ ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელობას საერთოდ არც კი აფრთხილებდნენ.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს ამგვარი „დე ფაქტო“ იგნორირება კიდევ უფრო მეტ შეკითხვებს იწვევს და პრაქტიკულად ამ ორგანოს როლის ხელოვნურად დაკნინების აშკარა ნიშნებს შეიცავს.
საბოლოოდ, ცხადია სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები, თუ საერთაშორისო პარტნიორები თუ დონორები.
ასევე არ გვავიწყდება და ვაფასებთ იმ დონორულ დახმარებას, რომელსაც, წლების განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო, თავისი საელჩოს მეშვეობით უწევს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, თუმცა, ეს არ ქმნის გამონაკლისს და რაიმე ექსკლუზიურ უფლებას, რომ სასამართლო სისტემის შიდა საქმეებსა და/ან ადმინისტრირებაში მოხდეს რაიმე სახის ჩარევა ან დონორის მანდატს გაცდენა.
ყოველივე ამისთვის კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მივიღოთ პასუხები კითხვებზე. აგრეთვე კანონით მკაცრად უნდა მოწესრიფდეს ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლესთან, რომელიც ზეგავლენის მოპოვების თუ ანგარიშის მოთხოვნის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. უნდა გაიწეროს და კანონის დონეზე დარეგულირდეს ის პროტოკოლური თუ ნებისმიერი ურთიერთობა მოსამართლეებთან იმ სტანდარტებით და ფორმებით, როგორც ეს აპრობირებულია, თანამდეროვე დასავლურ ქვეყნებში“, - აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებაში.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი
გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
12 ივლისი 2026, 23:24
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის
ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.
12 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი
ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.
12 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
12 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.
12 ივლისი 2026, 22:28
მსოფლიო
ტომაშ ფროელიხი: ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ - ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში
მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 22:25
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.
12 ივლისი 2026, 22:20
პოლიტიკა
დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.
12 ივლისი 2026, 22:08
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
12 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში
პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 21:52
სამართალი
4 ოქტომბრის საქმე - ბაჩო ახალაიას ძალადობის უმძიმესი ფაქტები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე, როგორც ჩანს კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა. სუს-მა ქვეყნის საზღვართან, ბუფერულ ზონაში გადაადგილებისას დააკავა ძებნილი ბექა ჭულუხაძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის სისრულეში მოსაყვანად დიდი ოდენობით იარაღი შეიძინა და თბილისთან ახლოს ტყეში დამარხა.
12 ივლისი 2026, 21:51
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
12 ივლისი 2026, 21:44
ეკონომიკა
შუა დერეფნის მთავარი კარიბჭე - ანაკლია „ლენდლორდის“ მოდელით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ანაკლიის პორტის მშენებლობა მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც წლებია, ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად განიხილება.
12 ივლისი 2026, 21:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.
12 ივლისი 2026, 21:32
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“.
12 ივლისი 2026, 21:20
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან - დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული
ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.


