15 აგვისტო 2022, 15:48 / სანდო წყარო

ზურაბ ქადაგიძის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხილულ საქმეებზე ერთთვიანი ვადა 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზეა დარღვეული

მოსამართლე ნინო ბაქაქური წლებია დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს არ წერს და აბუჩად იგდებს მხარეს და მის წარმომადგენელს, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზე - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

განცხადებაში, რომელიც ქადაგიძეს ახლობლებმა მიაწოდეს, საუბარია ნინო ბაქაქურის მხრიდან „უპრეცედენტო გულგრილობასა თუ აგდებულ დამოკიდებულებაზე“.

განცხადებაში მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, მოსამართლე ნინო ბაქაქურს 2022 წლის 28 ივნისს მდგომარეობით (2017 წლის იანვრიდან), კანონით განსაზღვრული 6 თვის ვადის პირობებში, - 2 წლამდე ვადის დარღვევით განხილული აქვს - 200 საქმე, 3 წლამდე ვადის დარღვევით 20 საქმე, ერთ წელზე მეტი ვადის დარღვევით კი - 308 საქმე, ჯამში მან (2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე) ვადის დარღვევით განიხილა - 560 საქმე, სადაც 45 პროცენტზე მეტ საქმეზე საქმის განხილვის ვადის დარღვევამ შეადგენდა - 2 წელი ან მეტი. ამდენად, 252 საქმეზე მხარეები საქმის განხილვის მოლოდინში იყვნენ 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, ხოლო 308 საქმეზე - 1 წელზე მეტი ვადის განმავლობაში.

„ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე ნინო ბაქაქურის მიერ უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზე.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასრულებული 626 საქმიდან (2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისამდე) დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მომზადებული 271 საქმეზე, რომლიდანაც - 86 საქმე დასრულებულია - 2020 წელს, 127 საქმე - 2021 წელს, ხოლო 58 საქმე - 2022 წელს.

ამდენად, 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან უკვე 2 წელია, მაშინ როდესაც მხარისათვის მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება ვერ უზრუნველყოფს მისი უფლების რეალიზებას და მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება/ჩაბარება დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების გარეშე ვერ ჩაითვლება მართლმსაჯულების განხორციელებად, შესაბამისად, ამ დრომდე 213 საქმეზე მხარეები სამართლიანი სასამართლოს უფლების მოსამართლის მხრიდან სათანადოდ რეალიზების მოლოდინში არიან.

ამასთან, უკვე მომზადებულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე - ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადა დარღვეულია - 371 საქმეზე; 2 წლამდე ვადა - 209 საქმეზე, ხოლო 2-დან 3 წლამდე ვადა - 3 საქმეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ სტატისტიკური მონაცემების პარალელურად ძალიან საინტერესოა სამოქალაქო პალატაში იმავე დატვირთვის მქონე სხვა მოსამართლის, მაგალითად მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის სტატისტიკა. მაგალითად, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისამდე, მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა ვადის დარღვევით განიხილა - სულ 1 საქმე (ვადის დარღვევა - 9 თვე). ამასთან, უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადა დაირღვა მხოლოდ 14 საქმეზე (ერთი თვიდან ერთ წლამდე).

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 16:04

საზოგადოება

გოგა გულორდავამ პარლამენტს სახელმწიფო ინტერნეტიზაციისა და ციფრული მხარდაჭერის პროგრამის 2025 წლის შედეგები წარუდგინა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილი

22 სექტემბერი 2026, 15:35

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო გადავიდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე

ახალი საწარმოს ამოქმედება ხელს შეუწყობს სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის მოდერნიზებას, ოპერაციული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას. პროექტი ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.

ანდრეი სიბიგა

22 სექტემბერი 2026, 15:29

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: ის, რაც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან გვესმის, გაოგნებულებს გვტოვებს. თითქოს ვიქტორ ორბანი წავიდა, მაგრამ მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა ყვავის

„მიუხედავად ამ განცხადებებისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობასა და გახსნილობას, განავითაროს უნგრეთთან ორმხრივად სასარგებლო, პრაგმატული და პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა“, - აღნიშნა სიბიგამ.

გოგა გულორდავა

22 სექტემბერი 2026, 15:16

პოლიტიკა

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ტელეკომ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 15:12

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელ X-ში ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ უნგრეთს „კარპატების რვიანში“ (C8) გაწევრიანებაზე თანხმობა არასდროს განუცხადებია.

გიორგი ვოლსკი

22 სექტემბერი 2026, 14:59

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა, რომელმაც ფორუმზე განსახილველ თემებზე და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

22 სექტემბერი 2026, 14:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა

თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა.

22 სექტემბერი 2026, 14:55

სამართალი

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ, საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ლევან მუხუზლა

22 სექტემბერი 2026, 14:54

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება

„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტობრივად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი. რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

22 სექტემბერი 2026, 14:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.

ინგა ფხალაძე

22 სექტემბერი 2026, 14:51

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი

„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

22 სექტემბერი 2026, 14:50

საზოგადოება

SARAS-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „აუდიტის ევოლუცია: მოთხოვნებთან შესაბამისობიდან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნდობამდე“ მიიღეს მონაწილეობა.

გოგა გულორდავა

22 სექტემბერი 2026, 14:49

პოლიტიკა

ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ პარლამენტში 2025 წელს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული ტენდენციები წარადგინა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

22 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა?

„თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა? ეს არ არის აკრძალვა, ეს არის სპეციალური წვდომის შეზღუდვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოვლენების არაკეთილსინდისიერად გაშუქებით არიან დაკავებულნი“, - განაცხადა ვენსმა.

22 სექტემბერი 2026, 14:48

სპორტი

სპორტის მინისტრის მოადგილე ჰოკეის განვითარების ევროპის კომიტეტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბალახის ჰოკეის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს; საუბარი ასევე შეეხო ბალახის ჰოკეის მოედანს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ჰოკეის ფედერაციას საჩუქრად გადასცა.

ლევან მახაშვილი

22 სექტემბერი 2026, 14:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით

საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით, - ასე ეხმიანება ირაკლი კირცხალიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

22 სექტემბერი 2026, 14:45

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძემ ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„ჩვენი ვალია, რომ დავაფასოთ ჩვენი გმირები, ჩვენი მებრძოლები, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ჩვენს ქვეყანას. დღეს პატივს მივაგებთ მათ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ილია ღლინტი

22 სექტემბერი 2026, 14:43

პოლიტიკა

ილია ღლონტმა ოქტომბრის ძალადობრივი აქციები დაგმო: ეს იყო კატასტროფა და ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა

მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა „ტიკ-ტოკის“ ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო.

ზურაბ ქადაგიძე

22 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

ზურა ქადაგიძე მუსიკოს კორძიზე: ვხედავთ პირდაპირ, ხელაღებით, შეურაცხმყოფელ მოქმედებას კონკრეტული პერსონის მხრიდან და ამას ფუთავენ ხოლმე კულტურით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ქრონიკასთან“ სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს.

22 სექტემბერი 2026, 14:38

ეკონომიკა

ნინო ჯელაძე People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.