მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც სასამართლო მათი დაშვების საკითხს განიხილავს.
პროცესზე დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ აბესაძის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. აბესაძის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა პროცესზე ახალ გარემოებას წარადგენს და იმედს იტოვებს, რომ სასამართლო მას გაითვალისწინებს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 12 საათზეა ჩანიშნული.
14 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი - 3 000 აშშ დოლარი - მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 18:17
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.
08 სექტემბერი 2026, 18:15
სამართალი
აჭარის პოლიციამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალებით, ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს.
08 სექტემბერი 2026, 18:13
საზოგადოება
გივი მიქანაძე: 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი. ამასთანავე, საქართველო, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ინარჩუნებს ტენდენციას, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ისევე მათემატიკისა და კითხვის სფეროში გვაქვს პროგრესი
91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.
08 სექტემბერი 2026, 18:04
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ იმ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს. ბოლომდე უნდა ამოვიდეს ზედაპირზე ის სიბინძურე, რომელიც მათ აერთიანებთ
მისი თქმით, დეტალები, რომლებიც ურთიერთბრალდებების დროს გასაჯაროვდა, ნათლად წარმოაჩენს, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
08 სექტემბერი 2026, 18:03
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის, რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე
ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მის მიმართ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას.
08 სექტემბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ ბრიუსელისგან იმ ადამიანების გამოქომაგებას, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს
ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ ბრიუსელისგან იმ ადამიანების გამოქომაგებას, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
08 სექტემბერი 2026, 17:55
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს დღის წესრიგის შექმნის საშუალება მიეცათ
შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს მიეცათ დღის წესრიგის შექმნის საშუალება, - ასე აფასებს ნინო წილოსანი „დღის ქრონიკაში“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილმა წერილებით რადიკალებს სალაპარაკო მასალა მისცა.
08 სექტემბერი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს
განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:45
მსოფლიო
Euractiv: ბრიუსელი ჩინეთს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირისგან მეტი საქონელი უნდა შეიძინოს
ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:39
სამართალი
მოქალაქე ლევან სვიანიშვილი 1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს
1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქე ლევან სვიანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ ახსოვს დაწერილი კომენტარი. ამასთან, შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს.
08 სექტემბერი 2026, 17:33
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს
იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი სკოლები, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება
08 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მსჯავრდებულებს პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.
08 სექტემბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი - კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:25
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს
დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.
08 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს
ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:36
ეკონომიკა
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.


