თელავში საგანგებო შტაბის წევრებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს
თელავში, საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლის ცალკეული კერები უკვე ლოკალიზებულია სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში. ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
3 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ცოცხალ ძალასთან ერთად, მობილიზებულია თელავში, სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
შსს-ს მეხანძრე-მაშველები ყვარელში, შილდის ტყეში, ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ხანძრის არც ერთი ახალი კერა
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ
წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს თავის დამსახურებული, მათ შორის მათივე წესებით დაწესებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ. ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
15 ივნისი 2026, 18:13
საზოგადოება
ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
15 ივნისი 2026, 18:11
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ყველა ანგარიშში, რომელსაც მათ შორის ევროკომისიის დაკვეთით ასრულებენ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით საქართველო იმსახურებს, როგორც მოლაპარაკებების გახსნას, ასევე შემდგომში ევროკავშირის წევრად გახდომას
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ როგორ მიმზიდველად გამოაცხადებენ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების იმ კლასტერის გახნას, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა დაახლოებით ორი წელი ელოდა, რადგან 2024 წელს დააანონსეს, რომ მოლაპარაკებებს უხსნიან ამ ორ ქვეყანას, განსხვავებით საქართველოსგან, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საუბრისას.
15 ივნისი 2026, 18:09
პოლიტიკა
ნინო წილოსანი შოთა თუთბერიძის დაჯარიმებაზე: ეს კონკრეტული პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ეს კონკრეტული [შოთა თუთბერიძე] პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რაიმე სტანდარტი, მორალი, ნორმა ამოძრავებდეს, ამიტომ მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას.
15 ივნისი 2026, 18:06
სამართალი
პაატა სალია: მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი
იუსტიციის სამინსიტროს ინფორმაციით, მინისტრი საუბრობს მაღალი დონის ღონისძიებისა და იმ პლატფორმის შესახებ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.
15 ივნისი 2026, 18:00
პოლიტიკა
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.
15 ივნისი 2026, 17:55
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.
15 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივად საინტერესო სექტორული პროგრამების განხორციელების და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.
15 ივნისი 2026, 17:42
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
15 ივნისი 2026, 17:30
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები“ გააცნო.
15 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს. სინამდვილეში, ის იდეა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება, არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულება
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
15 ივნისი 2026, 17:26
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრა შესთავაზა
„ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება G7-ის სამიტის დროს პუტინთან შეხვედრის მზადყოფნის შესახებ, ვინაიდან სამიტს ტრამპი და [ემანუელ] მაკრონი დაესწრებიან, ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. ვფიქრობ, ეს კარგი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის შესახვედრად“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანებულ კიევ-პეჩერის ლავრაში.
15 ივნისი 2026, 17:24
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: საქართველოს მიზანი უცვლელია - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
15 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: პრაქტიკულად გამოდის, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ეუბნებიან, რომ ბრიუსელს უნდა ჩააბარო შენი სუვერენიტეტის გასაღები და ისე შემოხვალ ევროკავშირის შემადგენლობაშიო
„ყოველთვის ვამბობდით, მათ შორის 2022 წლიდან განსაკუთრებით, რომ სამწუხაროდ, ევროიუროკრატიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ სურდა ევროკავშირში არსებული წევრებიც რომ ყოფილიყვნენ სუვერენულები. როდესაც შენ ეუბნები ქვეყნებს, რომ კი შემოხვალ ევროკავშირში, მაგრამ ისედაც სუვერენიტეტშეზღუდულ წევრებს, რომლებიც დღესაც არიან, კიდევ უფრო შეგეზღუდებათ სუვერენიტეტიო, პრაქტიკულად გამოდის, რომ ეუბნებიან [ევროკავშირის ახალ წევრებს], რომ ბრიუსელს უნდა ჩააბარო შენი სუვერენიტეტის გასაღები და ისე შემოხვალ ევროკავშირის შემადგენლობაშიო“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
15 ივნისი 2026, 17:20
მსოფლიო
პოლონეთის პარტია „კონფედერაციის“ წევრი პაველ უშიადეკი: დღეს უკრაინა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს იწყებს. პოლონეთმა ეს უნდა დაბლოკოს! უკრაინის ევროკავშირში შესვლა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს
„დღეს უკრაინა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს იწყებს. პოლონეთმა ეს უნდა დაბლოკოს! უკრაინის ევროკავშირში შესვლა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. ეს პოზიცია არ არის უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის პოლონეთის მხარდამჭერი პოზიცია.
15 ივნისი 2026, 17:20
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იკრიბებიან
ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერები საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის ჩავიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. სამიტზე ლიდერები განიხილავენ, ომის დასრულების მიზნით, ამერიკა-ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, ასევე იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე, გლობალურ ეკონომიკასა და კრიტიკულ მინერალებზე.
15 ივნისი 2026, 17:16
მსოფლიო
ევროპარლამენტარი: უკრაინა კორუფციაშია გახვეული
უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები. „უკრაინა კორუფციაშია გახვეული. რუსეთსაც კი არ აქვს პრობლემა, რომ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს. უნდა ვიკითხოთ რატომ? - იმიტომ, რომ იციან, ამით თავს დავიმარხავთ!“, - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ფაბიო დე მასი.
15 ივნისი 2026, 17:15
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრება აშკარა საფრთხეს უქმნის ჩვენს სოფლის მეურნეობას, სატრანსპორტო სექტორსა და უსაფრთხოებას, რადგან მიგრანტების კიდევ უფრო მეტად უკონტროლო შემოდინება დაიწყება. ამიტომაც მკაცრად ვამბობ უარს უკრაინის ევროკავშირში შესვლაზე
უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები.
15 ივნისი 2026, 17:15
მსოფლიო
კაია კალასი: აშშ-მა და ირანმა გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომელიც მიზნად ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ისახავს. ეს პოტენციური გარღვევაა
„ამოქმედების შემდეგ, ეს შეთანხმება ასევე შეამსუბუქებს გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს. ბოლო დღეებში მე ვესაუბრე ჩემს ირანელ და ყურის ქვეყნების კოლეგებს, დღეს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირი მჭიდროდ ჩაერთოს მომდევნო ფაზაში“, - წერს კალასი.
15 ივნისი 2026, 17:14
სამართალი
ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.


