26 სექტემბერი 2022, 10:10 / სანდო წყარო

დღეს საქართველოში პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნება

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია დღეს გაიხსნება. კონფერენციას „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ჩოელ კიუ უანგი გახსნიან.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციასა და გენერალურ შეხვედრას, საქართველოს პროკურატურა ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობს.

თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერდანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით, კონფერენციას ევროჯასტის (EUROJUST) პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, ევროპის (EPPO) მთავარი პროკურორი ლაურა კოვესი, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილე ნაჟატ შამემ ხანი დაესწრებიან. დაგეგმილია საქართველოს გენერალური პროკურორის ორმხრივი შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან. ასევე, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გლობალურ შეხვედრას ბოლოს, 2019 წელს არგენტინის გენერალურმა პროკურატურამ ბუენოს-აირესში უმასპინძლა, ხოლო 2023 წელს კონფერენციის მასპინძელი იქნება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პროკურატურა ლონდონში.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოის პროკურატურებსა და ინდივიდუალურ პროკურორებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.

საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია 2011 წლიდან, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი IAP მმართველობით ორგანოს - აღმასრულებელ კომიტეტის წევრად აირჩიეს და შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

საქართველოს პროკურატურის და IAP-ის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლის 27-28 ივნისს საქართველოს პროკურატურამ პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციას თემაზე - „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაული“, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 25 ქვეყნის გენერალური პროკურორი, მოადგილეები და სხვა მაღალი რანგის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მიზნებია - მსოფლიო პროკურორებისთვის ერთიანი პროფესიული ქცევისა და ეთიკის სტანდარტების დადგენა და ამაღლება, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სხვადასხვა სახელმწიფოს პროკურატურებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გაუმჯობესება.

„საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 04:17

მსოფლიო

AXIOS: ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან

ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 მარტი 2026, 01:50

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა Ynet: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას

ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას, - წერს ისრაელური გამოცემა Ynet-ი.

11 მარტი 2026, 01:19

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს - ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, - ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

11 მარტი 2026, 00:56

სპორტი

ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში პარაძალოსნობის 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

11 მარტი 2026, 00:55

მსოფლიო

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი
გიორგი გოგრიჭიანი
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი

11 მარტი 2026, 00:46

სპორტი

თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა - კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბრინჯაო კონსტანტინე პეტრიაშვილმა 97 კგ, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი 57 კგ, გიორგი გოგრიჭიანმა კი 79 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

11 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას.

10 მარტი 2026, 23:57

მსოფლიო

CNN: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:42

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.

10 მარტი 2026, 23:29

მსოფლიო

CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:21

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას, - განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

10 მარტი 2026, 23:16

მსოფლიო

Apple-მა რუსეთში „ჭკვიანი საათების" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა

სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია "Apple Inc."

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი

ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მაია ბითაძე

10 მარტი 2026, 22:50

პოლიტიკა

მაია ბითაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რაოდენ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამოგზაუროდ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელება შეაფასა.

დავით ქართველიშვილი

10 მარტი 2026, 22:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის გაერთიანებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ალიანსის პარტნიორები მალე აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს, დილეტანტებს და კარიერისტებს უწოდებდნენ.

თორნიკე ჭეიშვილი

10 მარტი 2026, 22:37

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ირანული გავლენების თემაზე განცხადებების ავტორებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ამ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში როგორღაც საქართველოც აღმოჩნდეს გარეული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების თემაზე და ტერორიზმის კონტექსტში გაკეთებულ საჯარო განცხადებებს აფასებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გია ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა.

ფაიგ ნაბიევი

10 მარტი 2026, 22:26

საზოგადოება

ფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს

ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

ეტიბარ ემინოვი

10 მარტი 2026, 22:24

საზოგადოება

ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე.

10 მარტი 2026, 22:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.