28 ოქტომბერი 2022, 16:38 / სანდო წყარო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ექთნის ბრალდებებს პასუხობს

„სასამართლო დავა არ სრულდება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყეტილებით, რომელიც გამოიწვევს პაციენტის განსაცდელში მიტოვებასა და პაციენტის საუკეთესო ინტერესების დარღვევას“, - ასე ეხმაურება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ყოფილი თანამშრომლის, ნინო კვაჭაძის სარჩელის დაკმაყოფილებას საქალაქო სასამართლოს მიერ.

კლინიკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ექთანს პაციენტებისადმი „უხეში, უტაქტო და გულრგილი დამოკიდებულება“ ჰქონდა.

„სამწუხაროდ, ექთანი ნინო კვაჭაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გათავისუფლებულია უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატა მისი მხრიდან პაციენტების უყურადღებოდ მიტოვებაში. ეს არ იყო პირველი დისციპლინარული უხეში გადაცდომა, რომელიც გახდა საფუძველი მისი კლინიკიდან გათავისუფლებისა, კერძოდ: მას 2015 წლიდან ჰქონდა არაერთხელ მიღებული სიტყვიერი გაფრთხილება. მის მიმართ განთავისუფლებამდე გამოყენებულია ხუთი დისციპლინალური ღონისძიება - გაფრთხილება და საყვედურები. ასეევე, დაფიქსირებულია თერაპია-კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის მოთხოვნა, რაც გულისხმობდა ინტენსიური თერაპიის ექთან ნინო კვაჭეძის სამუშაო პროცესზე ვიდეო მეთვალყურეობას, რადგან აღნიშნული ექთანი არაერთგზის შემჩნეული იყო პაციენტებთან და თანამშრომლებთან კონფლიქტში, ექიმის მიერ მიცემული მითითებების შეუსრულებლობაში, რაც პირდაპირ გამოიხატებოდა პაციენტის მოვლის ხარისხზე. იგი მუდმივად აგვიანებდა სამსახურში და ასევე აღინიშნებოდა სხვა ფაქტები, რომელიც დასტურდება მოხსენებითი ბარათებებითა და პაციენტების საჩივრებით.

ექთანი ნინო კვაჭაძე პაციენტებისადმი გამოირჩეოდა უხეში, უტაქტო და გულრგილი დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი დროულად არ ასრულებდა ექიმის მითითებებს პაციენტის კვების, ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ, რაც მთავარია არ ასრულებდა ექიმის მითითებას და სასიცოცხლო მედიკამენტების მიცემას პაციენტისთვის, რაც ცალსახად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე და არ შესრულებამ შესაძლოა დაუყენებია პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და შესაძლო სიკვდილიც კი.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ექთანი ნინო კვაჭაძის მომსახურებით უკმაყოფილო იყო არაერთი პაციენტი, მათ შორის მოქალაქე ლ. ტ.-ძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ექთანი მისდამი გამოირჩეოდა უხეში დამოკიდებულებით, ესაუბრებოდა ხმამაღალი ტონით, დროულად არ გაუკეთა შესაბამისი კვლევას და მედკამენტს. ასევე, უყურადღებობა გამოიჩინა პაციენტ ვ. მ.- ის მიმართ, რამაც გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება...

ექთანი ვალდებულია, მკურნალ ექიმს, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მორიგე ექიმს დაუყოვნებლივ მოახსენოს ინფორმაცია ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესების შესახებ. აღსანიშნავია ორივე პაციენტის შემთხვევაში ის, რომ ექთან ნინო კვაჭაძეს მორიგეობის დროს ეძინა. კლინიკაში დამტკიცებული უფლება-მოვალებების ბრძანების შესაბამისად ექთანს აკრძალული აქვს პაციენტებთან ერთად ერთ პალატაში ძილი, თანაც საუბარია ინტენსიური პალატის პეციენტებზე.

ექთნის მოვალეობაში შედის დროულად და სწორად შეასრულოს ექიმის დანიშნულება ასევე, ვალდებულია ხარჯვის ჟურნალში აღწეროს გახარჯული მედიკამენტები. 2016 წლის 16 სექტემბერს ქალბატონმა ნინო კვაჭაძემ ინტენსიურ პალატაში მორიგეობის დროს არ ჩაწერა მედიკამენტის ხარჯვა შესაბამის ჟურნალში, რამაც გამოიწვია კლინიკის ფინანსური ზარალი..

კლინიკის შინაგანაწესით საშუალო სამედიცინო მედპერსონალის სამუშაო საათები იწყება 09:00 საათზე და სრულდება 17:00 საათზე დღის პერსონალისათვის, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულის კლინიკის ყველა თანამშრომელი, თუმცაღა ნინო კვაჭაძე სისტემატიურად აგვიანებდა სამსახურში ან დროზე ადრე ტოვებდა კლინიკას. აღნიშნული შესახებ შესაბამისი სიტყვიერი თუ სხვა სახის გაფრთხილება და მითითება არაერთხელ მიეცა მას.

რაც შეეხება ექთან ნინო კვაჭაძის ურთიერთობას კოლეგებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთხელ ყოფილა განსჯის საგანი ნინო კვაჭაძის პაციენტებისადმი მომსახურების ხარისხის საკითხი, ასევე კოლეგებისადმი დამოკიდებულება. იგი არ ითვალისწინებდა არც განყოფილების მიმართულების ხელმძღვანელის, არც უფროსი ექთნის და მისი ზემდგომი მთავარი ექთნის მითითებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კლინიკა ბოლო მომენტამე კეთილგანწყობილი იყო მისდამი, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ რიგი შემთხვევის დროს შემოვიფარგლებოდით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით. მაგრამ შეუძლებელია თვალი დახუჭო ისეთ რამეზე, რასაც პაციენტის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფა ჰქვია.

სწორედაც, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის მიმართულების ინტენსიურ პალატაში მოთავსებულია მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტები და ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ ზედამხედველობას სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლის მხირდან. ამ რგოლში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ექთნის როლი. სამწუხაროდ ექთანი ნინო კვაჭაძე ვერ ასრულებდა სრულყოფილად მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს, რასაც მოწმობს არაერთი დოკუმენტი.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრედოა პაციენტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი

22 ივლისი 2026, 13:22

მსოფლიო

Bloomberg: პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით რიტორიკა გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ტრამპთან მოლაპარაკებები ჩაიშალა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნების სცენარს აღარ განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

22 ივლისი 2026, 12:59

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2 კვირიანი პატიმრობა, თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდხანს მიუსჯიან - გეუბნებით უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ ამ ქვეყანას და მის კანონებს პატივი სცეთ-მეთქი

ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო, გაიმეორა იგივე დემონსტრაციულად და მიუსაჯეს 2 კვირიანი პატიმრობა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

22 ივლისი 2026, 12:54

რეგიონი

წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

22 ივლისი 2026, 12:49

რეგიონი

ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშვილდაძე ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის (ACES Europe) საექსპერტო კომისიის წევრებს შეხვდნენ

ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისია ქუთაისს შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით ეწვია.

22 ივლისი 2026, 12:41

კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა. პროგრამაში იყო ჯუზეპე ვერდის რეკვიემი, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლას მადურო

22 ივლისი 2026, 12:34

მსოფლიო

Reuters: მადურო და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს პროცესის დაწყებას 2027 წლის ივნისში სთავაზობენ

ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორებმა სასამართლოს შესთავაზეს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ნარკოტრეფიკინგის ბრალდებებზე 2027 წლის ივნისში დაიწყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 12:33

კულტურა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ გაიხსნა

„შანსის მუზეუმის კოლექციის საქართველოში გამოფენა ქართველი დამთვალიერებლისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გაეცნოს ჩინეთის ბრინჯაოს ცივილიზაციას - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ასეთი პროექტები აძლიერებს თანამშრომლობას და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს შორის, აღრმავებს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული დიალოგის პროცესს“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძემ გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე.

ნათია თურნავა

22 ივლისი 2026, 12:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Nasdaq Calypso - ს საზიარო პლატფორმის დანერგვა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი

Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით ინერგება და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.

22 ივლისი 2026, 12:15

სამართალი

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

22 ივლისი 2026, 12:14

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან

„საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის გადამმუშავებელი სექტორის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რათა ქართულმა საწარმოებმა დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები წარმოებაში და ორიენტირებული გახდნენ მხოლოდ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტის წარმოებაზე. საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მარკო რუბიო

22 ივლისი 2026, 11:49

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, აშშ ირანის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი კვლავ მზად არის, ირანთან კრიზისის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა, თეირანი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას არ ავლენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 11:47

ტექნოლოგიები

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი იყო. მათზე დაკვირვება 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

22 ივლისი 2026, 11:35

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს, ჯეფრი სიოუს შეხვდა.

22 ივლისი 2026, 11:33

ეკონომიკა

„თბილისის ფინანსურ სამიტზე“ დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ივლისი 2026, 11:30

მსოფლიო

POLITICO: ორბანის წასვლამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი გაართულა

ევროკავშირის ელჩები ოთხშაბათს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, საბოლოოდ შეათანხმონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 11:26

კულტურა

„კლინიკის“ ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო🎬

ABC-მ „კლინიკის“ ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო. ეს შოუს დაბრუნების მეორე, ხოლო ჯამში კი მე-11 სეზონი იქნება. მთავარ როლებს კვლავ ზაკ ბრაფი, დონალდ ფეიზონი და სარა ჩოკი უბრუნდებიან. მოსალოდნელია, რომ გაგრძელება მომავალ წელს გამოვა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 ივლისი 2026, 11:19

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში გამართული შეხვედრები შეაფასა: ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრები შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

22 ივლისი 2026, 11:18

ტაბლოიდი

96 წლის ქალი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი კულინარი ბლოგერი

ეილინი წარმოშობით იამაიკიდანაა და ხშირად ეროვნულ კერძებს ამზადებს. მის არხზე ბევრი სხვა კერძის რეცეპტიცაა. ქალის ასევე ცნობილი გახდა თავისი საფირმო იამაიკური გამოთქმით - Mi rahtid! („ღმერთო ჩემო!“).

22 ივლისი 2026, 11:15

სპორტი

„ოქროს ტბაზე“ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი გაიმართა

ფოთში, მალთაყვის „ოქროს ტბაზე“ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ.

22 ივლისი 2026, 11:09

სამართალი

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. ბადრი შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.