კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კალანდაძის განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის მოტივზე გარკვეული ვერსიები გააჩნიათ
თეიმურაზ კალანდაძე
ფოტო: იმედი
საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, - ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
„რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, - განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ყველა სიახლე
23 ივნისი 2026, 11:15
ტაბლოიდი
დუა ლიპამ კალუმ ტერნერთან ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა👰❤️🤵
„მისტერი და მისისი“, - ასე დაასათაურა ფოტოები მომღერალმა, რომელსაც ეცვა ბუმბულებითა და კრისტალებით გაფორმებული, ზურგმოშიშვლებული კაბა გრძელი შლეიფით და ნაქარგი თავსაბურავი. კაბა Chanel-ის კრეატიულმა დირექტორმა, მატიე ბლაზიმ შექმნა.
23 ივნისი 2026, 11:14
მსოფლიო
Reuters: ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ევროკავშირში შეხვედრებზე დასასწრებად ვიზები მისცა
ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ვიზები მისცა, რათა ის მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაესწროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 11:06
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი წარუდგინა
აკადემიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.
23 ივნისი 2026, 11:02
პოლიტიკა
თბილისი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს მასპინძლობს. LIVE
თბილისი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში, 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
23 ივნისი 2026, 10:53
რეგიონი
„საქართველო მინიატურებში“ - განახლებული პარკი დამსვენებლებს უკვე ელოდება
23 ივნისიდან, შეკვეთილში მდებარე პარკი “საქართველო მინიატურებში”, სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს.
23 ივნისი 2026, 10:51
კულტურა
სამხრეთ კორეამ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევოს ქალი, რომელმაც BTS-ის ვარსკვლავის კარზე 133-ჯერ დარეკა
ქალმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ჯონგუქის სტალკინგი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ის ასევე ცდილობდა მისი სახლის ზღურბლთან დაეტოვებინა წერილები და ფოტოები, რაც, მისივე თქმით, 28 წლის მომღერლის მიმართ „სიყვარულით“ იყო განპირობებული. სეულის რაიონულმა სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც ორწლიანი გამოსაცდელი ვადით შეუჩერდა.
23 ივნისი 2026, 10:32
სამართალი
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი.
23 ივნისი 2026, 10:31
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, იორდანიის, ნეპალის, სუდანის, ტანზანიის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 88 მოქალაქე.
23 ივნისი 2026, 10:30
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმება უნდა დადოს. დრო რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობს.
გაეროში ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში აშშ-ის წარმომადგენლის დენ ნეგრეას განცხადებით, რუსეთმა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება უნდა დადოს, რადგან დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს.
23 ივნისი 2026, 10:24
ტაბლოიდი
ჩინეთში „უფროსი დის“ სერვისით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს
გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, 30-დან 40 წლამდე ასაკის ქალები „უმცროს დებს“ სთავაზობენ მოსმენას, საკუთარ მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევების მიცემას ან უბრალოდ ესაუბრებიან. ასეთი მომსახურების ფასები საშუალოდ 150-დან 300 იუანამდე მერყეობს (59-118 ლარი).
23 ივნისი 2026, 10:02
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა: სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა.
23 ივნისი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც 67% ირანთან დადებულ გარიგებას მხარს უჭერს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 67% ირანთან დადებულ სამშვიდობო გარიგებას მხარს უჭერს.
23 ივნისი 2026, 09:45
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი: ჩვენ ლიბანთან შეთანხმება გვინდა და ვფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელი არ არის, ერთადერთი დაბრკოლება ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლაა
ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანთან შეთანხმების მიღწევა სურს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთადერთი დაბრკოლება ჰეზბოლაა.
23 ივნისი 2026, 09:39
სპორტი
საფრანგეთმა პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა
საფრანგეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში I ჯგუფში გამართული შეხვედრის დროს ერაყის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა გაინაღდა.
23 ივნისი 2026, 09:31
მსოფლიო
დანიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირმა, შესაძლოა, ბლოკის ფარგლებს გარეთ დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალ წელს შექმნას
ევროპის ქვეყნებმა, შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსებით ბლოკის ფარგლებს გარეთ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ცენტრები უკვე მომავალი წლიდან შექმნან. ინფორმაციას Financial Times-ი დანიის პრემიერ-მინისტრზე მეტე ფრედერიკსენზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 09:22
მსოფლიო
ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება
ლიეტუვაში სამხედრო წვრთნა ტარდება, მიმდინარეობს ჯავშან ტექნიკის, ტანკების, თვითმფრინავებისა და დრონების გამოცდა- დემონსტრირება, რომლებიც შეიძლება უკრაინის ომში იქნეს გამოყენებული. სწავლებაში ჩართულია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დისლოცირებული გერმანული დანაყოფიც.
23 ივნისი 2026, 09:08
მსოფლიო
კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ენდი ბერნჰემმა დაადასტურა
კირ სტარმერის გადადგომის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ენდი ბერნჰემმა დაადასტურა. ის ამ დროისთვის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა.
23 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
BIld: გერმანია ბელარუსის საზღვართან 5 ათას ჯარისკაცს განათავსებს
გერმანია ლიეტუვაში 5 ათასს ჯარისკაცს აგზავნის, რომლებიც ბელარუსის საზღვართან განთავსდებიან. ინფორმაცია Bild-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 08:52
პოლიტიკა
„სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა“ - ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება გრძელდება
ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. პატიმარი მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად თავს ესხმის სხვა პარტიებს. ამჯერად მისი სამიზნე პარტია "ლელო" გახდა. პარტია "ლელო" კი სააკაშვილის განცხადებას, ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობად მიიჩნევს.
23 ივნისი 2026, 08:41
პოლიტიკა
მთავრობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება - ამ მიზნით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.


