რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია
რატი ბრეგაძე
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლებრივი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.
ამ კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით აქტიურად არის დაკავებული.“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ყველა სიახლე
28 თებერვალი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება
„2022 წლიდან, ჩვენთან რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვერანაირი სანქცია ვერ დაამარცხებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, ვერანაირი სანქცია გათიშავს ვერც „იმედს“, ვერც „პოსტივის“ და ვერცერთ დამოუკიდებელ არხს. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა. რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ის ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდება“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:30
რეგიონი
მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე ქვისცვენის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 17:26
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გორში რეგიონული წარმომადგენლობების ოფისი გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების პირველი ოფისი გორში გახსნა და შიდა ქართლის მოსახლეობას გორის თეატრში შეხვდა.
28 თებერვალი 2026, 17:14
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია
„ეს არის ჟანგბადის მიცემა კვდომაში წასული ოპოზიციისთვის, რომ როგორღაც თავიანთი აგენტურული ძალები გამოაცოცხლონ. ამაზე ანტიევროპული პერიოდი ევროპას არ ჰქონია, რომელიც შექმნეს „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭად ქცეულმა ბიუროკრატებმა და მათ შორის ბრიტანეთის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ბიუროკრატებმა. ასევე ძალიან საცოდავ სიტუაციაში ჩაიგდო თავი ბრიტანეთის ელჩმა, რომელიც არის ამ ძალების გამხმოვანებელი“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
28 თებერვალი 2026, 17:05
რეგიონი
ხაშურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„სასოფლო გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ყიფიანთუბნის მოსახლეობას გადაადგილების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობები ექნება,“ — აღნიშნა პაატა ჩადუნელმა სამუშაოების დათვალიერებისას.
28 თებერვალი 2026, 16:50
რეგიონი
ვერონა-თელავის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე აღდგენილია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“.
28 თებერვალი 2026, 16:46
რეგიონი
მაღალმთიანი აჭარის სოფლებში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან აქტიურად იწმინდება
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება. მიმდინარეობს, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.
28 თებერვალი 2026, 16:43
მსოფლიო
ესპანეთი, ნორვეგია და საფრანგეთი ისრაელისა და აშშ-ის შეტევას ირანზე გმობენ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ოფიციალური მადრიდი გმობს ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.
28 თებერვალი 2026, 16:29
საზოგადოება
გლდანის რაიონში გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა
გლდანის რაიონში თოვლისგან გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი.
28 თებერვალი 2026, 16:16
რეგიონი
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
28 თებერვალი 2026, 15:58
მსოფლიო
მედიაში ირანის უზენაესი ლიდერის დაბომბილი რეზიდენციის სურათი ვრცელდება
მედიაში თეირანში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაბომბილი რეზიდენციის ფოტოსურათები ვრცელდება.
28 თებერვალი 2026, 15:41
პოლიტიკა
სამხარაძე: უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს! „დიფ სთეითს“ აწყობს ერების განადგურება - წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია!
ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ, ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ გულუხვი და როდესაც დაინახავს, რომ ქართველები ქმედებას დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არა დემოკრატიულად და პრო-ვიღაცისტებად გამოგვაცხადებენ! ასე იყო სულ ცოტა ხნის წინაც, როცა ქართველთა ინტერესების დამცველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს იდენტობის დასაცავი და მომავალი თაობების გადასარჩენი ეროვნული კანონპროექტების მიღება დაიწყო!, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
28 თებერვალი 2026, 15:38
პოლიტიკა
სააკაშვილი: გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა „იმედი“ პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან, თარგამაძე დღეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტია
გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა არხი პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან, - წერს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ. იგი მისი მმართველობის დროს „იმედის“ საქმიანობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ეს ტელეკომპანია მისი მთავრობის წინააღმდეგ მუშაობდა.
28 თებერვალი 2026, 15:31
მსოფლიო
ირანმა კვლავ გაუშვა რაკეტები ისრაელის მიმართულებით
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები მეორედ გაუშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ქვეყნის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 15:19
პოლიტიკა
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და რეკომენდაციებს უზიარებს
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და რეკომენდაციებს უზიარებს. საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 15:10
პოლიტიკა
ვახტანგ თოფურია აშშ-ის ხელმძღვანელობას: იმედია, ყველამ იცით, როგორ აკრიტიკებდა ქართული ოპოზიცია ტრამპს. იმედი მაქვს, მალე აღადგენთ ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან და თქვენს ცილისმწამებელ პოლიტიკოსებს ნაგვის ურნაში გადაყრით
„ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე ვიდეოს აქვეყნებს არქივიდან, რომელშიც ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებია მოყვანილი, თუ როგორ აკრიტიკებენ და ცილს სწამებენ დონალდ ტრამპს.
28 თებერვალი 2026, 15:10
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დებატები არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება და საღად მოაზროვნე მედია საშუალებები უპირისპირდებიან იმ ექსტრემიზმს, რომელიც ვითარდება საქართველოს ქუჩებში
მსჯელობის განმავლობაში წარმოიშვა ისეთი წინადადება, რომელიც საქართველოში შეიძლება, დაბადებულიყო მხოლოდ, რომ სწორედაც გარკვეული მედია-საშუალებები არიან ჩასაქრობი, შესაზღუდი, რათა ექსტრემიზმს მიეცეს განვითარების საშუალება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას.
28 თებერვალი 2026, 15:03
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანში ოპერაციას ტრამპის რეზიდენციიდან ადევნებს თვალყურს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას მარ-ა-ლაგოში მდებარე პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან ადევნებს თვალყურს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 14:51
პოლიტიკა
დღევანდელი „ღია ეთერი“ „იმედზე“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის თემას დაეთმობა
დღევანდელი ღია ეთერი „იმედზე“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის თემას დაეთმობა. ვის ინტერესებშია ცენზურის დაწესება ქართველი მაყურებლისთვის? დებატების ნაცვლად იქნება დისკუსია, რადგან „ენჯეოების“ და მედიის წარმომადგენლები უარს ამბობენ „იმედის“ ეთერში აზრის გამოთქმაზე
28 თებერვალი 2026, 14:44
საზოგადოება
ახალგაზრდობის სააგენტომ, დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა რუსთავში გამართა
ახალგაზრდობის სააგენტო 2026 წლის გეგმებს რეგიონებს აცნობს და საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კაპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ილია ჯალაღანიას და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, 2026 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.


