imedi /  01 თებერვალი 2023, 20:22 / სანდო წყარო

რატი ბრეგაძე: მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს შევთავაზეთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვას ხელს შევუწყობდით, მათ არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით

რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მისი დაცვის მხარეს შესთავაზეს, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი.

როგორც რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სააკაშვილმა და მისმა დაცვის მხარემ ამ შეთავაზებით არ ისარგებლეს.

„ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე ჩვენ ასევე შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვას ჩვენ ხელს შევუწყობდით. ამ შეთავაზებას მხარე არ გამოხმაურებია და მათ არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველა სიახლე

08 ივნისი 2026, 22:17

რეგიონი

ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რევაზ აბულაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა, ისაუბრა მის მრავალწლიან ნაყოფიერ საქმიანობაზე და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. ღონისძიების ფარგლებში ვახტანგ ბერიძემ რევაზ აბულაძეს “ქორეოგრაფიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის” მადლობის სიგელი გადასცა.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 22:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსები და აქტივისტები ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი გამოიყენონ შანტაჟისთვის, გააჩინონ შიში, თითქოს უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება

11 ივნისს ევროკომისიაში დაგეგმილი შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის და მიზნად ისახავს იმ წინაპირობების აღმოფხვრას, რომელიც ევროკავშირმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის აამოქმედა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, 11 ივნისთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ევროკავშირის მხრიდან ინფორმაცია უცნაური ფორმით გაჟღერდა, რასაც არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 22:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლის დეკლარაცია აჯამებს ჩვენს შეხვედრას. თურქეთიც და აზერბაიჯანით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ეს საკითხებიც იყო აღნიშნული დეკლარაციაში

ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ შეიძლება, განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, რათა სამი ქვეყნის როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადების კონტექსტში უკეთ იყოს წარმოჩენილი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მინისტერიალის ფარგლებში განხილული საკითხების კომენტირებისას.

ირაკლი კირცხალია

08 ივნისი 2026, 22:00

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს დაპირისპირება მათ არაორგანიზებულობაზე მეტყველებს, მათ არ შეუძლიათ თვითორგანიზება - აგენტი მოქმედებს დავალებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება მათ არაორგანიზებულობაზე მეტყველებს.

დონალდ ტრამპი

08 ივნისი 2026, 21:49

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ გააფრთხილა - ირანთან ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი შესაძლოა მარტო დარჩეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა - კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი შესაძლოა ირანის წინაშე მარტო აღმოჩნდეს.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 21:47

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

08 ივნისი 2026, 21:42

მსოფლიო

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური: უკრაინა რეფორმების დაგვიანების გამო ევროკავშირის დახმარების ნაწილის დაკარგვის რისკის წინაშე დგას

უკრაინა შესაძლოა ევროპული ფინანსური დახმარების შემცირების წინაშე პირველად დადგეს. ამის მიზეზი პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობაა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური ევროკომისიის პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 ივნისი 2026, 21:40

საზოგადოება

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეგულაციები შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიგრაციულ გამოწვევებთან ბრძოლა და უცხოელთა საქართველოში ყოფნის ეფექტიანი, უსაფრთხო და გამჭვირვალე რეგულაცია - ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანი. რეგულაციებზე პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს.

08 ივნისი 2026, 21:35

ეკონომიკა

უნიკალური ფორმატი პრაქტიკული შედეგებისთვის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა. „ქრონიკა“ სტამბოლიდან

სამმხრივი მინისტერიალი თურქეთში და სტამბოლის დეკლარაცია. საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი- მეზობელი, პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების პირველმა დიპლომატებმა რეგიონში მშვიდიობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

08 ივნისი 2026, 21:31

პოლიტიკა

საქართველოს მორიგი აღიარება ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეფასებისას გათვალისწინებულია ისეთი კრიტერიუმები, როგორიც არის: კანონის უზენაესობა; სასამართლო სისტემის ხარისხი; მმართველობის გამჭვირვალობა და მმართველობითი რეგულაციები. საერთაშორისო შემფასებელმა სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 21:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იყო გათვალისწინებული

ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას, სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება დოკუმენტების შემუშავება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

08 ივნისი 2026, 21:26

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზეც იმსჯელეს და განიხილეს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები თუ პაკეტები, რომელზეც ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს.

ეკა სეფაშვილი

08 ივნისი 2026, 21:10

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის რეზოლუცია ემსახურება ქვეყნის შიგნით რადიკალური ძალებისათვის გარკვეული საბაბის მიცემას იმისთვის, რომ მათ რაიმე სახით დღის წესრიგი შექმნან

საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციას ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების მიერ შექმნილ დოკუმენტად აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დოკუმენტს ახმოვანებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი აქტიური გამხმოვანებელია.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 21:05

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ასევე, საკმაოდ პოზიტიური განხილვები გვქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ირაკლი კირცხალია

08 ივნისი 2026, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე: მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან

„ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ აქტივისტსა და შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეს უბიძგებდნენ იმ ძალიან მძიმე კანონდარღვევისკენ, რომელი კანონდარღვევებიც სახეზე გვაქვს, კარგად ვხედავდით უკანა ხაზებში ან გადამალულს თავიანთ სახლებში. ასევე ვხედავთ, რომ გამართულ სახელმწიფოში დესტრუქციისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი პასუხისმგებლობაში არის მიცემული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალია.

08 ივნისი 2026, 21:01

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

08 ივნისი 2026, 20:56

მსოფლიო

ბლოკი „ძლიერი სომხეთი“: არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, დევნისა და დარღვევების ფონზე ჩატარდა

სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პრესსპიკერმა, მარიანა ღაჰრამანიანმა განცხადება გაავრცელა. ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლის განცხადებით, მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მათი გუნდი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, უპრეცედენტო და მასშტაბური დევნისა და ზეწოლის პირობებში მუშაობდა.

ირაკლი კირცხალია

08 ივნისი 2026, 20:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს

პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მაკა ბოჭორიშვილი

08 ივნისი 2026, 20:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება

ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის განცხადება, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენ მოქალაქეებში გააჩინონ შიში, რომ თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხე ემუქრება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 11 ივნისს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იქნება.

იანეშ ლენარჩიჩი

08 ივნისი 2026, 20:32

მსოფლიო

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი სომხეთში გამართულ არჩევნებზე: პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, საარჩევნო კომისიები გამჭვირვალედ მუშაობდნენ - თუმცა, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და ყოველდღიური მუქარების ფონზე ჩატარდა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, იანეშ ლენარჩიჩმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის საარჩევნო პროცესზე გარე ზეწოლასა და გავლენებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.