ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: Credit Suisse-ის მენეჯმენტი ცდილობს ხავსს მოეჭიდოს, თუნდაც არარსებულს, ოღონდ როგორმე მოახერხოს, რომ მინიმუმ შეძლოს ბანკის პასუხისმგებლობის დროში გადაწევა
ლაშა კალანდაძე
ფოტო: ადვოკატთა ასოციაცია
Credit Suisse-ის მენეჯმენტი ცდილობს ხავსს მოეჭიდოს, თუნდაც არარსებულს, ოღონდ როგორმე მოახერხოს, რომ მინიმუმ შეძლოს ბანკის პასუხისმგებლობის დროში გადაწევა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს.
„წარმოგიდგენთ ჩემი, როგორც ადვოკატის, მოსაზრებას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით:
აღნიშნულ საქმეებში იურისტთა გუნდს შევუერთდი მოგვიანებით. დღეის მდგომარეობით ყველა საქმეს ვიცნობ დეტალურად: თვალყურს ვადევნებდი საქმეების განხილვას ბერმუდის სააპელაციო ინსტანციაში, აგრეთვე - სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოში.
საზოგადოებაც სრულად არის ინფორმირებული ძირითადი არსის შესახებ და იცის კიდეც, რომ ბანკის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელეებს: ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.
ამიტომაც ყურადღებას არ გავამახვილებ მიმდინარე საქმეთა შინაარსზე, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მოსარჩელეებმა წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიონ: ობიექტურ და სამართლიან გარემოში სხვა დაშვების გაკეთების წინაპირობა თეორიულადაც კი არ შეიძლება არსებობდეს.
აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით:
(1) როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, Credit Suisse თითქმის 2008 წლიდან სისტემატურად უკანონო, შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანს აყენებდა ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.
რთულად წარმოსადგენია, მაგრამ რეალობა არის ასეთი: წლების განმავლობაში ხდებოდა დოკუმენტებით მანიპულირება, ხელმოწერების გაყალბებაც კი, არაფერს ვამბობ არაავტორიზებულ/უნებართვო გადარიცხვებსა და მოსარჩელეებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე.
ერთი სიტყვით, ფურცელზე ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა, დოკუმენტების მიხედვით მოსარჩელეთა თანხები დაცული იყო, მათი აქტივების მართვაც ეფექტურად ხორციელდებოდა, თუმცა მოცემულობა იყო სრულიად საწინააღმდეგო: თანხები დაუცველი; აქტივები კი, ფაქტიურად, განიავებული.
Credit Suisse-ის თანამშრომელთა ქმედებებს უბრალოდ თვალი რომ გადაავლოთ, დარწმუნებით იტყვით, რომ საქართველოში, ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც საბანკო სექტორი ფეხს იდგამდა, მსგავს უკანონო ქმედებებს არა თუ ადგილი ექნებოდა, არამედ მისი ჩადენა თავში აზრადაც კი არავის მოუვიდოდა.
(2) „განსხვავებულ“ და „ამოუხსნელ“ მოვლენასთან გვაქვს საქმე Credit Suisse-ის მენეჯმენტის სახით.
საილუსტრაციოდ შემდეგ ინფორმაციას გავაზიარებ: Credit Suisse-ის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის შესახებ მედიით ინფორმაცია შეფერხების გარეშე ვრცელდება, მაგრამ, როდესაც დღის წესრიგში დგება ინფორმაციის, უფრო სწორად, ფაქტების გავრცელების საკითხი მენეჯმენტის ქმედებებთან მიმართებით, მაშინვე აღიმართება ბარიერები: იბლოკება ფაქტების გავრცელება ან ხდება ფაქტების გაფილტვრა ან ვრცელდება ფაქტების მხოლოდ ნაწილი ან ხდება ფაქტების მოდიფიცირება, შინაარსის შეცვლითაც კი.
თავიდან აღნიშნულ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა შვეიცარიაში, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროპის დარჩენილ ნაწილშიც მსგავსი მდგომარეობა არის. ფაქტიურად გამოდის, რომ ბანკის მენეჯმენტის გავლენები, გარკვეული ფორმით, მედიაზე სცილდება შვეიცარიის ფარგლებს და მიმართული არის, რომ მოსარჩელეებმა ვერ მოახერხონ დაინტერესებული პირებისათვის ფაქტების/რეალობის გაცნობა, რომ მათ (დაინტერესებულმა პირებმა) ვერ შეძლონ ობიექტური შეფასების/დასკვნის გაკეთება. ერთი სიტყვით, ბანკის მენეჯმენტი ცდილობს, რომ უკანონო და ამორალური ქმედების შესახებ ფაქტების გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდოს.
აღნიშნული მოცემულობა ბუნებრივად რომ აჩენს შემდეგ კითხვებს: როგორ ახერხებს ამას მენეჯმენტი? ვინ მფარველობს მენეჯმენტს? მენეჯმენტის მფარველობა ემსახურება თუ არა რაიმე მიზნის მიღწევას? მენეჯმენტი, მფარველობის სანაცვლოდ, ასრულებს თუ არა რაიმე დავალებას? და ა.შ. დამატებით აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ყველაფერი ისედაც ცხადი და ნათელი არის.
ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ ბანკი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ამიტომაც აქცენტები გადატანილი აქვს ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საქმეთა განხილვის გაჭიანურებაზე: მენეჯმენტი ცდილობს ხავსს მოეჭიდოს, თუნდაც არარსებულს, ოღონდ როგორმე მოახერხოს, რომ მინიმუმ შეძლოს ბანკის პასუხისმგებლობის დროში გადაწევა.
და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ მოსარჩელეები აპირებენ, მიიღონ ყველა ზომა, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე - თავიანთი უფლებების რეალიზება“, - წერს ადვოკატი.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 23:25
მსოფლიო
მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა
საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი
ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 21:00
საზოგადოება
სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
11 სექტემბერი 2026, 20:55
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.
11 სექტემბერი 2026, 20:53
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას
კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
11 სექტემბერი 2026, 20:48
სამართალი
სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.
11 სექტემბერი 2026, 20:47
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.
11 სექტემბერი 2026, 20:44
პოლიტიკა
უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.
11 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
11 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.
11 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს
28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
11 სექტემბერი 2026, 20:13
რეგიონი
ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ
„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.
11 სექტემბერი 2026, 20:10
სამართალი
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.
11 სექტემბერი 2026, 19:51
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.
11 სექტემბერი 2026, 19:41
რეგიონი
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
11 სექტემბერი 2026, 19:38
სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა
გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 19:23
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
11 სექტემბერი 2026, 19:18
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.
11 სექტემბერი 2026, 19:01
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ
როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.
11 სექტემბერი 2026, 18:50
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


