08 თებერვალი 2023, 10:52 / სანდო წყარო

MKD Law: „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული აუხსნელი მოქმედებებისა და მოვლენების შესახებ ბატონ ივანიშვილის განზრახული აქვს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რასაც ეტაპობრივად განახორციელებს

„როგორ მიზანმიმართულად ანგრევს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი წლების განმავლობაში თავისივე ბანკისა და ნაქები შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯს - ამ სათაურით იურიდიული ფირმა MKD Law საზოგადოებას უცვლელი სახით სთავაზობს ტექსტს, რომელიც როგორც იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, ბრიტანულმა მედიამ დაბლოკა და ფაქტობრივად, ცენზურას დაუქვემდებარა“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, „საერთაშორისო მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი იმ გლობალური დავის შესახებ, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო გიგანტის - ერთ დროს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე „კრედიტ სუისს“-ის წინააღმდეგ აწარმოებს. უცნაური და საგულისხმოა, რომ სწორედ ნაქებ შვეიცარიულ საბანკო სისტემაში გათამაშდა იმ მძიმე დანაშაულის ქრონიკა, რომელმაც მასზე თვალდახუჭულად მინდობილ კლიენტს მილიარდიანი ზარალი მიაყენა.

„უწინ, ალბათ, ვიფიქრებდით, რომ არათუ „კრედიტ სუისს“-ი, არამედ ნებისმიერი შვეიცარიული, თუ, ზოგადად, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის თავმოყვარე ბანკი და მისი მენეჯმენტი პირველი რასაც ასეთ სიტუაციაში შეეცდებოდა, კლიენტისთვის მობოდიშება და მისი ზიანის ანაზღაურებაზე ზრუნვა იქნებოდა. თუკი თქვენც ასე ფიქრობდით, მაშინ თქვენთვის დიდი იმედგაცრუება იქნება იმის გაგება, რომ კლიენტს არც ბოდიში მიუღია, არც ანაზღაურება, არც სათანადო მოპყრობა, არც შვეიცარიული მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არც შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის რაიმე გადამჭრელი მოქმედება. ყველაფერი ზედმიწევნით ამის საწინააღმდეგოდ მოხდა. სწორედ ამის შედეგია, რომ ბატონი ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდაზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც - ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა კლიენტის მიერ განთავსებული თანხები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბერმუდას სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბანკის სადაზღვევო შვილობილ კომპანიას 607 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა, ხოლო სინგაპურის სასამართლოს პირველი ინსტანცია, სადაც მოთხოვნა 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, დასასრულისკენ მიდის და მოსარჩელეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

იმისთვის, რომ სტატიაში მოცემული გარემოებები უკეთ იყოს აღქმადი, მკითხველს მოკლე ექსკურსს შევთავაზებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებები უძღოდა წინ ხსენებულ დავებს, რაც მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ არათუ ახლა, არამედ უკვე მრავალი წელია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი შეგნებულად ანგრევს თავისივე ბანკის იმიჯს, რასაც ეწირება მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის და, გნებავთ, სახელმწიფოს რეპუტაციაც - სახელმწიფოსი, რომლის სავიზიტო ბარათი უკვე საუკუნეებია არის დაცული და შეუვალი საბანკო სისტემა - სამოთხე ყველა დეპოზიტარისთვის თუ ინვესტორისთვის.

სწორედ შვეიცარიული საბანკო სისტემის ამგვარმა რეპუტაციამ გადააწყვეტინა ბატონ ივანიშვილს 2000-იანების გარიჟრაჟზე, რომ თავისი აქტივების დომინანტური ნაწილი „კრედიტ სუისს“-ში განეთავსებინა. თითქოსდა სად, თუ არა შვეიცარიაში იგრძნობდა თავის ქონებასა და სამკვიდროს დაცულად ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენი. სწორედ ამ იმიჯით გამყარებული ზურგით წარსდგა მაშინ ბატონი ივანიშვილის წინაშე ბანკის წარმომადგენელი და შესთავაზა თავისი მარწმუნებელი ბანკი, „კრედიტ სუისს“-ი, როგორც უალტერნატივო არჩევანი. მაშინ ბანკმა კლიენტს თანხის განთავსების სხვადასხვა მეთოდები შეურჩია, რადგან მათივე რეკომენდაციითა და გადაწყვეტილებით, ამგვარად კლიენტის აქტივები ყველაზე უკეთ იქნებოდა დაცული. სწორედ ბანკის მიერ დაქსელილ სქემებში, სატრასტო სტრუქტურებსა და სიცოცხლის დაზღვევის პოლისებში უწევს კლიენტსა და მის იურისტებს გარკვევა და თავის დახსნა აწ უკვე 7 წელია. თუმცა, ქსელები ისე მჭიდროდ და რთულად არის აწყობილი, რომ, როგორ ჩანს, კლიენტი მასში რომ აღმოჩნდება, თავის დაღწევა რთული, ხოლო ზოგჯერ - პრაქტიკულად შეუძლებელი ყოფილა“ - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები წარმოუდგენელ ხარისხს აღწევს. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი არათუ მათთან არსებულ თანხას, არამედ კლიენტის მიერ დავების დაწყების შემდეგ სხვა შვეიცარიულ ბანკში გადატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ დარჩენილ აქტივებსაც კი არ ატანს მას. აღნიშნულ საკითხზე მკითხველს ცალკე ვრცლად ეცნობება.

„კლიენტისთვის ბანკში მის წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან საკუთარი აქტივების განკარგვა განიზრახა, თუმცა ანგარიშებზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მანამდე მან თავის ანგარიშებზე კოლოსალური დანაკლისების შესახებ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა, რადგან ბანკის მენეჯმენტი მას 2008 წლიდან მოყოლებული გაყალბებულ რაპორტებს აწვდიდა, სადაც უკვე არარსებული ციფრები იყო „დახატული“. საგულისხმოა, რომ ამას ერთი პირი ვერ გააკეთებდა, რადგან კლიენტისთვის მიმდინარე ინფორმაციის გასაცნობად და სამომავლო გეგმების შესახებ ზოგადი მონახაზის გასაკეთებლად საქართველოში ბანკის მენეჯმენტის რამდენიმე წარმომადგენელი ჩადიოდა ხოლმე. სწორედ მაშინ, 2015 წელს, კლიენტის აქტიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ პირდაპირი ზიანი მილიარდ აშშ დოლარამდე იყო“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, აქ საინტერესო და ხაზგასასმელი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი პირველი არ იყო, ვინც ბანკის წიაღში მიმდინარე დარღვევის შესახებ შეიტყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ყველაფრის შესახებ ბანკის მენეჯმენტმა დიდი ხნით ადრე და დეტალურად უწყოდა.

„ახლა იმის შესახებ, თუ საიდან ფლობს კლიენტი ამ ინფორმაციას: მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბანკის მენეჯმენტი იძულებული გახდა თვალი გაესწორებინა დანაშაულისთვის და დასწრებაზე, მოჩვენებითი პროაქტიულობით მიემართა პროკურატურისთვის, „კრედიტ სუისს“-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო შვეიცარიულმა საბანკო მარეგულირებელმა FINMA-მ. FINMA-ს ანგარიში ვრცელი, დაახლოებით, 300-გვერდიანი დოკუმენტია და იგი, დიდწილად, სწორედ ბატონი ივანიშვილის მიმართ ჩადენილ დარღვევებს ეხება. მოცულობის გამო, ცხადია, აქ არ შევუდგებით ანგარიშის დეტალურ აღწერას, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ანგარიშის მიხედვით: ბატონი ივანიშვილის ანგარიშებზე მასირებული და დანაშაულებრივი შეტევა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან ხდებოდა მისი ხელმოწერების გაყალბება, არაავტორიზებული გადარიცხვები, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული და პირდაპირ კანონსაწინააღმდეგო ინვესტიციები (მათ შორის, საუბარია დასაშვები აქციათა შესყიდვის ლიმიტების რამდენჯერმე გადაჭარბებაზე და სხვა). ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს. იმის ნაცვლად, რომ ამ დანაშაულთა უშუალო განმახორციელებელი, ბანკის მიერ დღეს „მარტოხელა მგლად“ შერაცხული პატრის ლესკადონი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ბანკიდან, ჩაეტარებინათ მისი სამუშაოს რევიზია და მიემართათ პროკურატურისთვის, ამის ნაცვლად წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, თუ რას აკეთებდა ბანკის მენეჯმენტი: პატრის ლესკადრონი დაწინაურდა და იღებდა კოლოსალურ ბონუსებს. ეს FINMA-ს ანგარიშით დადასტურებული ფაქტების კონსტატაციაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბანკის მენეჯმენტი წლების განმავლობაში ყველა ღონეს მიმართავდა შვეიცარიის პროკურატურასა და სასამართლოში, რომ FINMA-ს ანგარიში დახურულ დოკუმენტად დარჩენილიყო და მისი გაცნობის უფლება საზოგადოებას არ მისცემოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ანგარიში „კრედიტ სუისს“-ის მიერ დაზარალებულთა ვებგვერდზე დაიდო, „კრედიტ სუისს“-მა ლონდონის სასამართლოს მიმართა ანგარიშის შესაძლო გამსაჯაროვებელთა წინააღმდეგ. ბანკის მენეჯმენტმა, რომელიც ყველა ეტაპზე ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ისიც კი ვერ ან არ მოისაზრა, რომ ბანკის მოქმედებათა შესახებ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის გააფთრებული დაცვა საზოგადოებისგან, წაუკითხავადაც კი პირდაპირი დასტური იყო იმისა, თუ რა გაუგონარი დარღვევები ტრიალებდა ბანკში.

ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მივყავართ მარტივ და ცხად ანალიზამდე: ბანკის მენეჯმენტმა სულ მცირე 2010 წლიდან იცოდა დარღვევების შესახებ. შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა იცოდა იმის შესახებაც, რომ კლიენტის ანგარიშზე თანხების კოლოსალური დანაკლისი იყო. ბანკის მენეჯმენტმა იცოდა, რომ ეს დანაკლისი თავისით ვერ შეივსებოდა. ამის პარალელურად, მენეჯმენტი არათუ ქმედებებისა და შედეგების აღკვეთით არ დაკავებულა, არამედ პრემიებით ახალისებდა დანაშაულის უშუალოდ ჩამდენს და ამით უზრუნველყოფდა დანაშაულის წახალისებას. შესაბამისად, მენეჯმენტმა იცოდა ისიც, რომ კლიენტი ადრე თუ გვიან გაიგებდა რეალური მდგომარეობის შესახებ. ამგვარი დანაკარგი სამუდამოდ დაფარული ვერ დარჩებოდა. დიდი განსჯა არ სჭირდება იმას, რომ მენეჯმენტმა იცოდა, რომ ბატონი ივანიშვილი თავისი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას შეეცდებოდა და იმის შესახებაც, რომ ამგვარი გლობალური მასშტაბის დავა უშუალოდ „კრედიტ სუისს“-ისა და მთლიანი შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნებოდა. გარემოებები და ლოგიკა მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი გეგმაზომიერი პროცესი იყო, რომელსაც ორი დაზარალებული ჰყავს: პირველი, ცხადია, უშუალოდ კლიენტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა, ბანკის მენეჯმენტის მცდელობებით დღესაც შეზღუდული აქვს წვდომა თავისი ფინანსური რესურსის მნიშვნელოვან ნაწილზე და უკვე ერთი წელია ექვემდებარება პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს. მაგრამ, მეორე და, შეიძლება მთავარიც, თავად „კრედიტ სუისს“-ი, რომლის რეპუტაციაც დღეს ნულს ქვემოთ არის დაცემული. ეს მაშინ, როდესაც ბანკი და საბანკო სისტემა სხვა არაფერია, თუ არა იმიჯი და ათწლეულების განმავლობაში გამომუშავებული ნდობა ბიზნესის, დეპოზიტარებისა და ინვესტორების მხრიდან. სწორედ აქედან ჩანს, რომ ბანკის მენეჯმენტი მოქმედებდა და მოქმედებს თავად „კრედიტ სუისს“-ისა და საბანკო სისტემის ინტერესების წინააღმდეგ, მისი დაზიანების პირდაპირი განზრახვით.

ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ბანკის მენეჯმენტი რამდენჯერმე შეიცვალა არსებითად და ძირფესვიანად, მაგრამ ამ ფონზე ბანკის ხელწერა უცვლელი და სტაბილური იყო და არის. მიდიოდა და მიდის შეგნებულად ბანკის დაზიანება. დღესაც ბანკის მიმდინარე მენეჯმენტის მიერ ხორციელდება არაერთი ენით აღუწერელი და აუხსნელი ქმედება, რომელსაც, ერთი მხრივ, ბანკისთვის არანაირი ფინანსური ან სხვა ტიპის სარგებელი არ მოაქვს, ხოლო, მეორე მხრივ, რომელიც სამართლებრივი და საიმიჯო (პიარული) კუთხით უდიდესი და განგრძობადი დარტყმის ქვეშ ამყოფებს ბანკს. მიმდინარე დავების კვალდაკვალ, ბანკის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული სწორედ ამ აუხსნელი მოქმედებებისა და მოვლენების შესახებ აქვს განზრახული ბატონ ივანიშვილს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რასაც ეტაპობრივად განახორციელებს კიდეც“ - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

04 ივნისი 2026, 22:15

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან „მხოლოდ ერთი თხოვნა“ აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე.

04 ივნისი 2026, 21:46

რეგიონი

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერები (4 ლოტად) ხელახლა გამოაცხადა.

04 ივნისი 2026, 21:39

მსოფლიო

The Washington Post: უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს

უნგრეთმა მოხსნა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების ხანგრძლივი ბლოკირება - თუმცა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი კვლავაც შეეწინააღმდეგება ზელენსკის მიერ მოთხოვნილ დაჩქარებული გაწევრიანების პროცესს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს“.

04 ივნისი 2026, 21:22

რეგიონი

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დასაქმების ფორუმი ბათუმში - ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციურ დამსაქმებლებს გასაუბრებოდნენ და სასურველი ვაკანსია შეერჩიათ.

მარკო რუბიო

04 ივნისი 2026, 21:06

მსოფლიო

რუბიო: ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება - ეროვნულ ინტერესს

ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და პრინციპული, ჩვენი დოლარები პირველ რიგში ამერიკელებს უნდა ემსახურებოდეს და არა სოციალურ ექსპერიმენტებსა და ვიწრო ინტერესების მქონე პროექტებს საზღვარგარეთ - როდესაც საქმე საგარეო ურთიერთობებს ეხება, არსებობს მხოლოდ ერთი პრიორიტეტი: ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

04 ივნისი 2026, 21:04

პოლიტიკა

ევროკავშირში გაწევრების პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებათა პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროცესი საქართველოს გარეშე მიმდინარეობს.

04 ივნისი 2026, 20:58

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია ნაცსექტანტებისა და ლიბერფაშისტების ისტერიკა, სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა

ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.

04 ივნისი 2026, 20:57

პოლიტიკა

გეოპოლიტიკური გამოწვევები და ეკონომიკური საკითხები. თბილისი მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მდგრადი განვითარების თბილისის ფორუმი, რომელიც იქცა პლატფორმად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გლობალურ კონტექსტში მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ. საქართველოს დედაქალაქი მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს.

04 ივნისი 2026, 20:56

საზოგადოება

სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრი იხსნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრი იხსნება. ის ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს ამერიკულ ბაზართან წვდომას გაუმარტივებს.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 20:56

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება და დაემატა პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება

„პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე მნიშვნელოვანია შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება და მსხვერპლთათვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირება. ამ მიზნით, გაიზარდა სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა,“ - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

04 ივნისი 2026, 20:53

სამართალი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმე და მადლობა აშშ-სგან. გენერალურ პროკურატურაში ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მივიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ იწერებოდა საქართველოში დევნის გამოგონილი ისტორიები კანადისა და ამერიკის ვიზების მისაღებად. ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენება „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

04 ივნისი 2026, 20:50

სამართალი

ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 150-მდე ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. გამოძიება დაწყებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მესტიიდან სამართალდამცველებმა კრიპტოვალუტის მწარმოებელი რამდენიმე მოწყობილობა ამოიღეს. ელექტროენერგიის არალეგალური ბიზნესისთვის გამოყენება რომ აიკრძალებოდა, ეს სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

04 ივნისი 2026, 20:48

საზოგადოება

უპრეცედენტო მასშტაბის და წარმატების სპეცოპერაცია და ფრანგული მხარის აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უპრეცედენტო მასშტაბის და წარმატების სპეცოპერაცია. ფრანგული მხარის აღიარება და საქართველოს სპეცსამსახურების ეფექტიანობის დასტური.

04 ივნისი 2026, 20:45

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში: უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტარტაპებს, მეწარმეებს, რათა მათ გაიღრმაონ ცოდნა, გამოცდილება

უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტარტაპებს, მეწარმეებს, რათა მათ გაიღრმაონ ცოდნა, გამოცდილება, ე.წ მეტორული კლასები გვექნება, - განუცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა ჟურნალისტებს, სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნაზე.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 20:43

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელსაც საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმის - „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. 2025 წლის მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 242 პირის მიმართ, - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ხათუნა თოთლაძე

04 ივნისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ხათუნა თოთლაძე: ინოვაციების ჰაბი არ იქნება მხოლოდ სივრცე. ეს იქნება პლატფორმა, სადაც დაკავშირება მოხდება ამერიკული და გლობალური ბიზნესკომპანიების ქართულ კომპანიებთან

ჩვენი დიპლომატიური რესურსი მაქსიმალურად არის მობილიზებული იმისთვის, რომ გავხსნათ მნიშვნელოვანი კარი ჩვენი სტარტაპერებისთვის, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ, რომელიც სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნას დაესწრება.

04 ივნისი 2026, 20:40

კულტურა

კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა

საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 20:38

პოლიტიკა

დაუსრულებელი კონფლიქტი ოპოზიციის ალიანსში - ვინ ვის ებრძვის და რა უნდა მსჯავრდებულ სააკაშვილს? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტრამპის ადმინისტრაცია ბოიკოტს არ იწონებს, ეს კი საქართველოს ოპოზიციისთვის ახალ გამოწვევად და დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა. „ლელო“ რეალობასთან მორგებას ცდილობს, დანარჩენები ერთმანეთს ებრძვიან. კონფლიქტების ავანსცენაზე სააკაშვილი საპატიო ადგილს ინარჩუნებს.

04 ივნისი 2026, 20:38

პოლიტიკა

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებისთვის მზადყოფნა და საერთო ინტერესები დაადასტურა მარკო რუბიოს მოადგილემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებაზე. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლებში კავშირების დინამიკა სასურველზე ნაკლები იყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებისთვის მზადყოფნა და საერთო ინტერესები დაადასტურა მარკო რუბიოს მოადგილემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებაზე. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლებში კავშირების დინამიკა სასურველზე ნაკლები იყო.

04 ივნისი 2026, 20:36

პოლიტიკა

თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები - საქართველოს ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გზავნილები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებას ელის და ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს ხედავს - ეს სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციის მოკავშირე კონგრესმენის კითხვის პასუხად თქვა. მარკო რუბიოს გზავნილებზე მეტად, ოპოზიცია სწორედ ჯო უილსონის ბრალდებებს ეყრდნობა და იმეორებს.