იურიდიული ფირმა MKD Law: იმედგამაცრუებელია, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზებული აღმოჩნდა
ფოტო: Shutterstock.com
იურიდიული ფირმა MKD Law დღეს გავრცელებულ წერილში, რომელშიც საუბარია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ“, ბრიტანულ მედიაში ცენზურაზე საუბრობს.
როგორც წერილშია აღნიშნული, „მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მიიღეს, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, წერილიდან სრულად ამოიღეს ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა“ - ნათქვამია წერილში.
აქვე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე დაგეგმილია, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში.
„როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი არის ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის მიმდინარე გლობალური დავის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი წყარო, ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენებითაც არის უზრუნველყოფილი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, არის ბეჭდური მედია და ინტერნეტ გამოცემები.
მართლაც, წლების განმავლობაში წარმოებული სასამართლო დავების პარალელურად, ბატონი ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდებოდა კომუნიკაცია მკითხველთან, საკითხით დაინტერესებულ პირებთან და საზოგადოებასთან როგორც უშუალოდ შვეიცარიული, ისე ევროპული და, ზოგადად, საერთაშორისო მედიის საშუალებით.
ცხადია, ყოველივე ატარებს გარკვეულ ორგანიზებულ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხარდაჭრის კუთხით მომსახურებას წლების განმავლობაში სწევდა ინგლისური ფირმა „მეტიგენი“ (Metigen). სწორედ აღნიშნული ფირმის ჩართულობით, წლების განმავლობაში არაერთი სტატია და წერილი გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რაც დამატებით გადაიბეჭდა ათობით გამომცემლობაში, მათ შორის, მსოფლიოს წამყვან პრესაში (Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და სხვა). აღნიშნული სტატიები და წერილები საუბრობდა „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავებზე, მათ შედეგებზე, ბანკში ჩადენილ დანაშაულზე, ბანკის მხრიდან დარღვევებზე. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია, თუნდაც, სულ ახლახანს, 2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის უმძიმეს კრიტიკას შეიცავდა. ამგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება შეფერხებების გარეშე ხორციელდებოდა.
თუმცა, მკითხველი გაიხსენებს გამონაკლისსაც, როდესაც 2022 წლის 18 ივლისს საზოგადოებას ვაცნობეთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის გამოქვეყნებაზეც შვეიცარიულმა მედიამ უარი განაცხადა (მართალია, ამ შემთხვევაში ფირმა Metigen არ იყო ჩართული საკითხში). შეგახსენებთ, რომ გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად „კრედიტ სუისს“-ის, არამედ უშუალოდ და კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს. 2022 წლის 18 ივლისის წერილში ვაცხადებდით:
„შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“.
მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა. დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.
შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა.
ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე.
საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში“, - ნათქვამია იურიდიული ფირმის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 23:25
მსოფლიო
მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა
საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი
ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 21:00
საზოგადოება
სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
11 სექტემბერი 2026, 20:55
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.
11 სექტემბერი 2026, 20:53
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას
კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
11 სექტემბერი 2026, 20:48
სამართალი
სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.
11 სექტემბერი 2026, 20:47
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.
11 სექტემბერი 2026, 20:44
პოლიტიკა
უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.
11 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
11 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.
11 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს
28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
11 სექტემბერი 2026, 20:13
რეგიონი
ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ
„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.
11 სექტემბერი 2026, 20:10
სამართალი
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.
11 სექტემბერი 2026, 19:51
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.
11 სექტემბერი 2026, 19:41
რეგიონი
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
11 სექტემბერი 2026, 19:38
სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა
გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 19:23
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
11 სექტემბერი 2026, 19:18
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.
11 სექტემბერი 2026, 19:01
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ
როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.
11 სექტემბერი 2026, 18:50
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


