15 თებერვალი 2023, 12:20 / სანდო წყარო

ზურაბ ქადაგიძე: აუცილებელია, საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ინტერესებს ემსახურება ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, შვეიცარიული ბანკის გაუგონარი, ალოგიკური გადაწყვეტილებები, რომელმაც შეიწირა ბანკის რეპუტაცია

ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე იურიდიული ფირმა MKD Law-ის მიერ „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტის ქმედებების აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ცენზურა ვრცელდება მაშინ, როდესაც სტატია ბანკის მენეჯმენტის მხრიდან საეჭვო ქმედებებს შეეხება. მისივე თქმით, აუცილებელია, საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი ინფორმაცია ბანკის არალოგიკური გადაწყვეტილებების შესახებ, ვინაიდან, „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტი ასრულებს კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებას.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სტატია გამოაქვეყნეს სადაც გარემოებები და საქმის ქრონოლოგიაა წარმოდგენილი. ასევე აღნიშნულია ის უპრეცედენტო მასშტაბის მედია ცენზურა ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ამ სტატიას შეხვდა და ყველა წამყვანი მედიასაშუალება მიუწვდომელი აღმოჩნდა.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ყველა ინფორმაცია ცენზურას ექვემდებარება, როდესაც ბანკის მენეჯმენტის მხრიდან საეჭვო მაქინაციებს ეხება.
გასაგებია, რომ ბატონი ბიძინას ადვოკატები იურიდიულ კონტექსტს ვერ გასცდებიან და შეფასებასაც შესაბამისად გააკეთებენ.
ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ინტერესებს ემსახურება შვეიცარიული ბანკის გაუგონარი, ალოგიკური გადაწყვეტილებები, რომელმაც შეიწირა ბანკის რეპუტაცია.

რა არის ის სარგებელი, რასაც შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯი ეწირება?

• ბიძინა ივანიშვილის ღია შანტაჟი და გავლენის მოპოვების მცდელობა გამომდინარე, მისი უპირობო ავტორიტეტისა ქართულ საზოგადოებაში •

ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ყველა დეტალი თავის ადგილზე ჯდება:

1) შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტი ასრულებს კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებას.

2) ბანკმა ერთ-ერთ გამამართლებელ არგუმენტად, 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებული ევროსაბჭოს რეზოლუცია მოიყვანა.

3) მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ორჯერ მიიღო რეზოლუციის ტექსტი, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იყო რეკომენდაცია, რეალურად არ აღასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური შანტაჟია მიზანი და სხვა არაფერი.

ასევე,
კუბილიუსისა და "EPP"-ის წევრების აღვირახსნილი კამპანია ივანიშვილის წინააღმდეგ.

და ბოლო თითქოს უმნიშვნელო დეტალი, რომელიც ქართულ მედია-სივრცეში გავრცელდა:

სააკაშვილის ოჯახის ფავორიტი ჩალაძე, რომელმაც პირდაპირ განაცხადა-გაათავისუფლეთ მიშა და მე გავხდები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებული თანხის გარანტორიო.

სტატიის მოკლედ აღწერილი დეტალები-
გარემოებები და ქრონოლოგია:
„•ბატონი ივანიშვილის ადვოკატებმა ბანკის შვილობილ კომპანიაში ჩატოვებული შედარებით მცირე მოცულობის აქტივების გადმორიცხვის მოთხოვნა დააყენეს 2022 წლის მარტში;
ბანკის მენეჯმენტმა მოთხოვნას ორი თვე - 2022 წლის მაისამდე არ უპასუხა, ხოლო მაისში დაუდასტურა კლიენტს, რომ კითხვები არ არსებობდა და მას შეეძლო თანხის წაღება;
• 2022 წლის მაისიდან ივლისის თვემდე ხდებოდა გადმოსარიცხი თანხის დაუსრულებელი დაანგარიშება და კლიენტს არაერთხელ შეაცვლევინეს განზრახვის წერილი, რომელიც ამავე საკითხს შეეხებოდა;
• როდესაც თანხების დაანგარიშების მიზეზმა თავი ამოწურა, ბანკის მენეჯმენტს სჭირდებოდა ახალი საბაბი, რათა თანხა არ გადმოერიცხა, რადგან, როგორც ჩანს, მას ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული. მაშველ რგოლად ბანკს 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია მოევლინა, რომელზეც მიუთითა კიდეც ბანკის მენეჯმენტმა 2022 წლის ივლისის წერილში კლიენტისადმი. ბანკის მენეჯმენტმა ბნ ივანიშვილს განუცხადა, რომ არსებული რეზოლუციიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა, რომ კლიენტმა მიანიშნა, რომ რეზოლუცია ევროპულ საბჭოს არ გაუზიარებია), გადმორიცხვაზე თანხმობისთვის სასამართლოსთვის მიმართვა იყო საჭირო;
• 2022 წლის სექტემბერში სინგაპურის სასამართლოს მოსამართლემ ბანკს მკაცრად მოსთხოვა უდავო თანხების გადარიცხვა კლიენტისთვის, თუმცა ეს ბანკმა მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში შეისმინა, მხოლოდ ამასაც დამატებით ორ თვეზე მეტი მოანდომა და სინგაპურული ტრასტის თანხა რეალურად ნოემბრის ბოლოს გადაურიცხა კლიენტს;
• როდესაც ნოემბრის ბოლოს სინგაპურული ტრასტის აქტივის გადმორიცხვა განხორციელდა, კლიენტმა ბანკს შეახსენა ბერმუდას ნაწილი, ბანკის მენეჯმენტმა ითხოვა, რომ გადმორიცხვა გადადებულიყო ბერმუდაზე დეკემბერში დაგეგმილი სააპელაციო პროცესის დასრულებამდე, რადგან ამ პერიოდში ბანკის პერსონალი დავისთვის მზადებით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, აქ ბანკის მენეჯმენტმა დაივიწყა ევროპარლამენტის რეზოლუციაც და სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროებაც, რაც ადასტურებს, რომ ბანკის მენეჯმენტის უწინდელი პოზიცია აბსურდი იყო;
• 2022 წლის დეკემბერში ბერმუდას სააპელაციო სასამართლოში ბანკის წარმომადგენელმა აკრძალული ხერხით დააყენა ახალი არგუმენტები;
2022 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მის მიერვე წარმოდგენილი ახალი არგუმენტის გამო, იგი თანხის გადმორიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუკი ბატონი ივანიშვილის ადვოკატები დაწერდნენ, რომ თანხის გადმორიცხვით თეორიული რისკიც არ შეექმნებოდა ბატონი ივანიშვილისვე სატრასტო კომპანიების მოთხოვნებს;
• 2023 წლის 3 იანვარს ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა წერილობითი ფორმით, რომ ბანკს შეეძლო თანხა გადმოერიცხა და რომ ის თავად იღებდა ყველანაირ თეორიულ და ჰიპოთეზურ რისკს თავის თავზე, ხოლო მოცემული საკითხი იურისტების გადასაწყვეტი არ იყო. ცხადი იყო, რომ არცერთი იურისტი არ დაწერდა, რომ თეორიული რისკი არ არსებობდა და ეს ბანკის მენეჯმენტმა ძალიან კარგად იცოდა;
• შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა, თითქოსდა ბატონი ივანიშვილის კომპანიების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფაქტობრივად უარი თქვა გადმორიცხვაზე მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენებითად აცხადებს, თითქოს იგი მზად არის გადმორიცხვისთვის. 2022 წლის მარტიდან უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა, ხოლო ბანკის მენეჯმენტი ზემოთ აღწერილი პინგ-პონგით არის დაკავებული." - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 23:25

მსოფლიო

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 21:00

საზოგადოება

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 20:55

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.

ზაზა დობორჯგინიძე

11 სექტემბერი 2026, 20:53

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას

კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

11 სექტემბერი 2026, 20:48

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.

11 სექტემბერი 2026, 20:47

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.

11 სექტემბერი 2026, 20:44

პოლიტიკა

უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.

11 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარტა კოსი

11 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს

28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 20:13

რეგიონი

ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ

„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.

11 სექტემბერი 2026, 20:10

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.

რიკარდ იოზვიაკი

11 სექტემბერი 2026, 19:51

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.

11 სექტემბერი 2026, 19:41

რეგიონი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამირან გულუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 19:38

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა

გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.

ირაკლი ლექვინაძე

11 სექტემბერი 2026, 19:23

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

11 სექტემბერი 2026, 19:18

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 19:01

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.

11 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.