ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის და „კრედიტ სუისის“ დავაზე: აქ რაიმე იურიდიულ უთანხმოებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ ზეწოლასა და მიზანმიმართულ დანაშაულთან ბანკის მხრიდან
ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: IMEDI
ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავა უკვე წლებია მიმდინარეობს. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ აქ რაიმე იურიდიულ უთანხმოებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ ზეწოლასა და მიზანმიმართულ დანაშაულთან ბანკის მხრიდან, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი MKD Law-ის მიერ „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტის ქმედებების აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებს არაერთხელ უსაუბრიათ შვეიცარიული ბანკის მხრიდან თანხების დაბლოკვის აბსურდულ მიზეზებზე, ისევე როგორც „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტის ქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ცენზურის დაწესების თაობაზე. მისივე განცხადებით, ყველა აღნიშნული ქმედების მთავარი მიზეზია ის, რომ სერიოზულ ძალებს სურთ საქართველოს ომში ჩართვა, რაზეც ბიძინა ივანიშვილის დათანხმებას შანტაჟის ყველანაირი ფორმის მიუხედავად, ვერ ახერხებენ.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავა უკვე წლებია მიმდინარეობს. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ აქ რაიმე იურიდიულ უთანხმოებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ ზეწოლასა და მიზანმიმართულ დანაშაულთან ბანკის მხრიდან. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, ბანკი უბლოკავს კუთვნილ თანხებს ივანიშვილს და მიზეზად ათასი სახის აბსურდულ საკითხს ასახელებს, ან საერთოდ არც არაფერს ასახელებს უბრალოდ დუმილის თუ იგნორირების რეჟიმშია გადასული. რატომ ხდება ასე და ამგვარად, ამაზე არაერთხელ ბატონი ივანიშვილის უფლებადამცველებს უსაუბრიათ, ამას ემატება ერთგვარი ცენზურა მათ მიერ ინფორმაციის გავრცელების შესახებ.
მთავარი და უმთავრესი კი ის არის, რომ სერიოზულ ძალებს ძალიან სურთ საქართველოს ჩართვა ომში, რაზედაც ბიძინა ივანიშვილის ვერც დათანხმებას და ვერც დაშანტაჟებას ვერანაირად ვერ ახერხებენ (რომ იცნობდნენ ივანიშვილის პიროვნულ თვისებებს ალბათ არც შეეცდებოდნენ!). მეორე საინტერესო, უფრო კი ამაზრზენი ფაქტია, რომ ეს ძალები თავიანთი მიზნების მისაღწევად, ერთია, რომ შანტაჟის ყველა ფორმას იყენებენ და ისეთ ხავსსაც კი ეჭიდებიან, რომელიც ყველაზე უსუსურადაც კი ჩანს. აი, სწორედ ასეთ ხავსს თუ მაშველ რგოლს გვაგონებს ევროპარლამენტის 2022 წლის რეზოლუცია, რომელიც ცალკეული ლობისტებისა თუ მოსყიდული დეპუტატების პირადი ანგარიშსწორების გამოვლინებაა, და არა რეალობის ამსახველი დოკუმენტი. მეორე მხრივ კი ნამდვილად სამარცხვინოა, რომ ისეთი ფინანსური ინსტიტუცია, როგორიც შვეიცარიული ბანკი გახლავთ, კერძო პირთან დავაში სიამოვნებით იშველიებს ბინძური პოლიტიკური ზრახვებით გაჯერებულ ევროპარლამენტის აღნიშნულ რეზოლუციას.“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
იურიდიული ფირმა MKD Law „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 23:39
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩავთვალოთ, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაში ფარული დღის წესრიგი არ არის, თუმცა მომავალი აჩვენებს ამას. უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს გარიყვა არ გამოვიდა და არ უნდათ თავიანთი კარტები დაყარონ
ჩავთვალოთ, რომ ფარული დღის წესრიგი არ არის, თუმცა მომავალი აჩვენებს ამას. ამ ეტაპზე რაც არის, უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს გარიყვა არ გამოვიდა და არ უნდათ თავიანთი კარტები დაყარონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ივნისი 2026, 23:33
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ აუხსნა ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, აშშ-თვის იყო მიუღებელი
ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც არ ჩაერთნენ დემოკრატიულ პროცესებში, უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე და ახლა უბრალოდ დროის მოგებას ცდილობენ იმის იმედით, რომ იქნებ რაღაც მოიგონ ამ პროცესში, მაგრამ გზავნილები იყო ძალიან მკაფიო, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რადიკალების პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის მხრიდან ოპოზიციის ბოიკოტის დაგმობას უკავშირდებოდა.
04 ივნისი 2026, 23:31
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები
ევროპაშიც საკმაოდ განსხვავებული პოზიციები დაიწყო ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრი გზავნილი მოდის სურვილით, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ივნისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: პარლამენტში მანდატების აღდგენა არის კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ, 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი არის დახურული
რაც შეეხება მანდატების აღდგენას, ესაა კონსტიტუციური პროცესი, საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის დღევანდელ პარლამენტში, ამიტომ, 2028 წლის არჩევნებამდე ეს საკითხი არის დახურული, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
04 ივნისი 2026, 23:18
პოლიტიკა
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს
გენერალური მდივნის ბოლო მოხსენების თანახმად, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში თითქმის 300 000 ადამიანი იყო რეგისტრირებული როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - ეს ციფრი შეგვახსენებს ამ მიმდინარე ჰუმანიტარული გამოწვევის მასშტაბებსა და ხანგრძლივ ხასიათს, - განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა.
04 ივნისი 2026, 23:11
პოლიტიკა
დათა გვასალია: ოპოზიციური ჯგუფები მშობლების გულწრფელ პროტესტს იყენებდნენ, მათი „თანაგრძნობა“ იყო დეკორატიული და პიარზე გათვლილი. როგორც კი მშობლებმა, რომელთაც რეალური შედეგი მიიღეს, პროტესტი შეწყვიტეს, „ოპო-აქტივისტების“ ნიღაბი ჩამოიფხრიწა, მათთვის მნიშვნელობა დაკარგა ბავშვების სიცოცხლემ
და ბოლოს, დასკვნა მარტივია: როდესაც პოლიტიკური აქტივიზმი უპირისპირდება ხალხის კეთილდღეობას, მშობლების სიმშვიდეს და ქვეყნის საერთაშორისო პოზიტივებს, ის წყვეტს პოლიტიკას,
04 ივნისი 2026, 23:01
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს
არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
04 ივნისი 2026, 23:00
მსოფლიო
„მე გთავაზობთ შეხვედრას“ - ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს ღია წერილი მისწერა. მასში ზელენსკი პუტინს ომის დასრულებისა და ლიდერების დონეზე პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადასვლისკენ მოუწოდებს.
04 ივნისი 2026, 22:58
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია, რომელმაც პოლიტიკური ინსტინქტი მთლიანად დაკარგა და საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში არა მხოლოდ თავს, არამედ ყველას ანადგურებს, ვინც მასთან საქმეს იჭერს
არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
04 ივნისი 2026, 22:39
მსოფლიო
„მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დასრულდა“ - პუტინმა დაასახელა ფრაზა, რომელიც უკრაინასთან სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერისას უნდა ითქვას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერისას შესაძლებელი და საჭიროც კი იქნებოდა იმის თქმა: „მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დასრულდა“.
04 ივნისი 2026, 22:32
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს
რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს კავშირი სამხედრო ბლოკად გადაიქცეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
04 ივნისი 2026, 22:15
მსოფლიო
პუტინი: რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთთან „მხოლოდ ერთი თხოვნა“ აქვს - რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხზე.
04 ივნისი 2026, 21:46
რეგიონი
რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერები (4 ლოტად) ხელახლა გამოაცხადა.
04 ივნისი 2026, 21:39
მსოფლიო
The Washington Post: უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს
უნგრეთმა მოხსნა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების ხანგრძლივი ბლოკირება - თუმცა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი კვლავაც შეეწინააღმდეგება ზელენსკის მიერ მოთხოვნილ დაჩქარებული გაწევრიანების პროცესს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირის გზაზე ბლოკირება მოხსნა, თუმცა ხანგრძლივმა ვადებმა შესაძლოა კიევი რისკის ქვეშ დააყენოს“.
04 ივნისი 2026, 21:22
რეგიონი
ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დასაქმების ფორუმი ბათუმში - ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციურ დამსაქმებლებს გასაუბრებოდნენ და სასურველი ვაკანსია შეერჩიათ.
04 ივნისი 2026, 21:06
მსოფლიო
რუბიო: ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება - ეროვნულ ინტერესს
ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და პრინციპული, ჩვენი დოლარები პირველ რიგში ამერიკელებს უნდა ემსახურებოდეს და არა სოციალურ ექსპერიმენტებსა და ვიწრო ინტერესების მქონე პროექტებს საზღვარგარეთ - როდესაც საქმე საგარეო ურთიერთობებს ეხება, არსებობს მხოლოდ ერთი პრიორიტეტი: ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
04 ივნისი 2026, 21:04
პოლიტიკა
ევროკავშირში გაწევრების პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებათა პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროცესი საქართველოს გარეშე მიმდინარეობს.
04 ივნისი 2026, 20:58
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ნაცმოძრაობის სექტა საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის დასტურია ნაცსექტანტებისა და ლიბერფაშისტების ისტერიკა, სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერესები დააკმაყოფილა
ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
04 ივნისი 2026, 20:57
პოლიტიკა
გეოპოლიტიკური გამოწვევები და ეკონომიკური საკითხები. თბილისი მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მდგრადი განვითარების თბილისის ფორუმი, რომელიც იქცა პლატფორმად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გლობალურ კონტექსტში მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ. საქართველოს დედაქალაქი მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს.
04 ივნისი 2026, 20:56
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება და დაემატა პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება
„პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე მნიშვნელოვანია შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება და მსხვერპლთათვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირება. ამ მიზნით, გაიზარდა სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა,“ - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


