რატი ბრეგაძე: მთელი ეს პიარკამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ, დასრულდა კრახით - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა რასაც ვამბობდით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს
რატი ბრეგაძე
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კიდევ ერთხელ განმარტა, რა იყო მიზეზი იმის, რის გამოც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად უცხოელი ექიმები საქართველოში ვერ ჩამოვიდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილის ადვოკატებს არცერთხელ მიუმართავთ შესაბამისი წერილობითი ფორმით უწყებისთვის. რატი ბრეგაძე ვარაუდობს, რომ მათ შეგნებულად არ მიმართეს სამინისტროს სწორი ფორმულირებით, რათა შემდგომში გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, რომ სახელმწიფო უცხოელ ექიმებს საქართველოში არ უშვებს.
„მას ჰქონდა შიმშილობის 4 ეპიზოდი, შემდეგ ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება სრულად იყოს უზრუნველყოფილი და ამის მეტს ვერცერთი სახელმწიფო გააკეთებს. თუმცა, კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს ერთ-ერთ ეპიზოდს: მას, როდესაც სამედიცინო პერსონალმა შესთავაზა გადასხმის გაკეთება, თქვა, რომ გადასხმას გაიკეთებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას რეანიმაციაში გადაიყვანდნენ. საჭირო იყო, რომ დამატებით გაჩენილიყო ახალი წარწერა მედიასაშუალებებში, რომ სააკაშვილი რეანიმაციაშია. ჩვენ ვაკვირდებოდით მთელ ამ დინამიკას, რომ ადამიანი შერჩევითად მკურნალობდა, შიმშილობდა იმისთვის რომ წონაში დაეკლო. ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო და ახლაც მოწადინებული ვართ, რომ ის იყოს ჯანმრთელი ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პატიმარი. მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილებოდა ამას, უნდობლობაც კი გამოუცხადა ხან ქართველ ექიმებს და ხან კლინიკას. ჩვენი მოქმედება სიტუაციის შესაბამისი უნდა ყოფილიყო - თუკი ადამიანი მიდის იქითკენ, რომ რაც შეიძლება მკვეთრად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენც უნდა გვემოქმედა; უცხოეთში გაშვების სამართლებრივი მექანიზმი (ასევე სხვა პატიმრების შემთხვევაში) ჩვენ არ გვაქვს და შევთავაზეთ მას, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან და ჩაერთოთ მკურნალობაში, რაშიც ჩვენ ხელს მაქსიმალურად შევუწყობდით. ამის შემდეგ გვესმის გამუდმებით, რომ ჩამოდიან პოლონელი ექიმები, თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ზოლზეა დამდგარი, უნდა გამოფრინდეს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას. ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, რადგან, მათ არ მოუმართავთ შესაბამისი ფორმით. ვუთხარით მათ მრავალჯერ, რომ არის აუცილებელი გარკვეული დეტალების გავლა - ამ შემთხვევაში მსჯავრდადებულს შეუძლია, აქვს უფლება, რომ მის მკურნალობაში ჩაერთოს სხვა ექიმი. ამისთვის უნდა მოგვმართონ შესაბამისი ფორმით, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ნამდვილად არის ექიმი და სჭირდება შესაბამისი ლიცენზია. ჩვენთან ეს დღემდე არავის გაუკეთებია, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ერთხელ შემოვიდა წერილი, სადაც უბრალოდ საუბარი იყო გარკვეულ ექიმებზე, რომ მათ სურთ ჩამოსვლა და ა.შ.. ამ წერილზე ბატონმა ჩალაძემ ტყუილი დამაბრალა, ააფრიალა რაღაც ფურცელი, თუმცა, შემდგომში, აღმოჩნდა, რომ თავად ის იყო მატყუარა და არა სხვა, რადგან, არ იყო შემოსული წერილი იმ დროს, როდესაც მე ვთქვი, რომ ინფორმაცია არ გვქონდა მოწოდებული. შემდეგ ისევ გამოგზავნეს წერილი, ისევ არასწორი ფორმით, რაზეც ჩვენ ისევ დავუბრუნეთ პასუხი და მივუთითეთ, ვასწავლეთ, რა მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ. ახლა მე გისვამთ შეკითხვას - თუკი გულშემატკივრობ ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც ამდენი ადვოკატები არიან, ამდენი პოლიტიკური ლიდერები, ნუთუ არ არის შესაძლებელი ელემენტარული წერილი წარმოადგინო, რომელიც დაცულია კანონმდებლობით დაცული ფორმით? ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო შეგნებულად, იმისთვის, რომ შემდგომში გაჩენილიყო პრესის ფურცლებზე, თითქოსდა ვინმეს საქართველოში არ უშვებენ. ამ ადამიანების სტრატეგიაა - მთავარია დაგაბრალო და მერე უარყოფას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იტყოდნენ ტყუილს, ჩვენ ვახვედრებდით სიმართლეს და საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ რასაც ვამბობდით ჩვენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, ეს დადასტურდა სტრასბურგის გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს პიარკამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 13:40
მსოფლიო
Reuters: სი ძინპინი პირველად შვიდი წლის შემდეგ ინდოეთში ჩავიდა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩავიდა, სადაც ორგანიზაცია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 13:34
საზოგადოება
ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა
2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 13:14
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
12 სექტემბერი 2026, 13:13
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
12 სექტემბერი 2026, 13:09
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრების წევრები ქალაქ წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე იმყოფებიან. მინისტრმა მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა.
12 სექტემბერი 2026, 12:40
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გასამართ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად მიიწვია
თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირი მომავალ კვირას ჰიუსტონში „დიდი ოცეულის“ ენერგეტიკულ შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.
12 სექტემბერი 2026, 11:37
კულტურა
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
12 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 11:30
პოლიტიკა
„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა
„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა
12 სექტემბერი 2026, 11:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
12 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა
ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს
ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.
12 სექტემბერი 2026, 11:07
სამართალი
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:57
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:51
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.
12 სექტემბერი 2026, 10:50
მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის საწარმოებზე იერიში მიიტანეს
უკრაინულმა ძალებმა 12 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში ტოლიატისა და ტაგანროგში სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:45
საზოგადოება
სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.
12 სექტემბერი 2026, 10:39
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
12 სექტემბერი 2026, 10:36
მსოფლიო
The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება
მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.


