15 წლის გოგონაზე სექსუალური კავშირისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ლაშა ნინიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
15 წლის გოგონაზე სექსუალური კავშირისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ლაშა ნინიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავდა. პროცესი არასრულწლოვანის ინტერესიდან გამომდინარე დახურული იყო.
პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის თქმით, ბრალდებული დაღუპული გოგოს ნათესავი არ არის, თუმცა ისინი წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს, ერთ მისამართზე ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს. ასევე, ბრალი სხვა პირებსაც წარუდგინონ. მისივე განმარტებით, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურამ, 16 წლის ასაკს მუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა სიახლე
28 მარტი 2026, 11:56
საზოგადოება
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებს და მშობლებს შეხვდნენ
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგიბიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ.
28 მარტი 2026, 11:54
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფასო აქციის კრიტიკოსებზე: მიმკედლებელი არ უნდა ლანძღავდეს კოლეგა მიმკედლებელს, თუ მას ნამდვილად უყვარს ძაღლი და არ იბრძვის გავლენის მოსაპოვებლად. რა შუაშია პოლიტიკა და ძაღლი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიმკდელებლებისთვის პრეპარატ “სიმპარიკას” უსასყიდლოდ გადაცემის აქციის მოწინააღმდეგეთა პოზიციას ეხმაურება.
28 მარტი 2026, 11:54
მსოფლიო
იემენელი „ჰუსიტები“ ირანის მხარეს ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაერთვნენ
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
28 მარტი 2026, 11:47
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე
როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
28 მარტი 2026, 11:42
საზოგადოება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის კურთხევით, სიონში, ილია მეორის საფლავთან პანაშვიდები გრძელდება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის კურთხევით, სიონში, ილია მეორის საფლავთან, მოსახსენებელი პანაშვიდები გრძელდება. უწმინდესის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად არ წყდება ხალხის ნაკადი. საფლავთან ისევ გამაგრებითი სამუშაო მიმდინარეობს, რის გამოც მოქალაქეები ჯერჯერობით უშუალოდ საფლავთან შეხებას ვერ ახერხებენ.
28 მარტი 2026, 11:23
მსოფლიო
აბას არაღჩი: ირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.
28 მარტი 2026, 11:22
პოლიტიკა
ღია ეთერი - ეროვნული ღირებულებები და გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ტრადიციული ღირებულებები ლიბერალიზმის დომინაციის ეპოქაში - რა გამოწვევებს უქმნის გლობალისტური დღის წესრიგი მცირერიცხოვანი ქვეყნების ეროვნულ იდენტობას, „ვოუქ“ იდეოლოგია ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ. რას უპირისპირებს ხელისუფლება ახალგაზრდებში იდენტობის პოლიტიკის აგრესიულ პროპაგანდას და რატომ გახდა „ქართული ოცნება“ ბრალდებების სამიზნე ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გამო. დებატები „ღია ეთერში“ - ეროვნული ღირებულებებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ერთმანეთის პირისპირ - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია, ფილოსოფიის პროფესორი და მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი თამარ ცხადაძე და თეოლოგი და ფიზიკოსი ლევან აბაშიძე.
28 მარტი 2026, 11:22
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს იწყებს, რომლის დროსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სტუდენტებს შეხვდებიან. გაიმართება დისკუსიები.
28 მარტი 2026, 11:10
მსოფლიო
მერცმა ტრამპი ირანთან ომის გამო მასშტაბურ ესკალაციაში დაადანასაულა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
28 მარტი 2026, 11:02
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: აუცილებელია, ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად
28 მარტს „დედმიწის საათი“ აღინიშნება. დედამიწის საათი (Earth Hour) წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია ტარდება.
28 მარტი 2026, 10:45
თავდაცვა
რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, სპეციალური მომზადების პროგრამა დასრულდა.
28 მარტი 2026, 10:40
სამართალი
მცხეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.
28 მარტი 2026, 10:39
პოლიტიკა
სოზარ სუბარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა
შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, საუბარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხო. ხაზი გაესვა მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, სულიერების გაძლიერებასა და ერის გაერთიანებაში.
28 მარტი 2026, 10:36
მსოფლიო
მედია: რუსეთი 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი 2026 წლის 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
28 მარტი 2026, 10:34
სამართალი
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან.
28 მარტი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს.
28 მარტი 2026, 10:13
მსოფლიო
Axios: რუბიომ კალასს შესთავაზა, თავად მოაგვაროს უკრაინული კრიზისი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხა, როდის დაიკავებს ამერიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრ პოზიციას, რასაც აშშ-ის პირველი დიპლომატის მხრიდან მძაფრი პასუხი მოჰყვა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
28 მარტი 2026, 10:08
საზოგადოება
გურჯაანში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 100-მდე ფერმერი ესწრებოდა, როგორც გურჯაანის, ასევე თელავის მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანს დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა.
28 მარტი 2026, 10:04
რეგიონი
რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.
28 მარტი 2026, 09:33
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა.


