28 ივლისი 2023, 14:22 / სანდო წყარო

პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. დაკავებულია 8 პირი, ხოლო ორი პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა. მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა.

მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა. გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად; როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებულის ეტაპირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო, 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი გადაკეტილი იყო, ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა და ვითომდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირადი დავალებით გადაჰყავდათ, რაც ადასტურებს, რომ როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებების, კერძოდ მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ფონზე, როინ შავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სწრაფი გადაადგილება ან/და გაქცევა. ამდენად უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით.

2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ და „“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო. საქართველოს პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აღინიშნა ბრიფინგზე.

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ჯერჯერობით, რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება, რომ ბრიუსელი აპირებს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შეიძლება, გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან

ჯერჯერობით, რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება იმასთან მიმართებით, რომ ბრიუსელი აპირებს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

11 სექტემბერი 2026, 18:06

პოლიტიკა

პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა

„მსურს პარლამენტის სახელით ჩვენს დიასპორელებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის საამაყოა და თითოეული ქართველისთვის იმედის მომცემია. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

11 სექტემბერი 2026, 18:05

სამართალი

სამართალდამცველებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. „იმედის“ ინფორმაციით, დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 18:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე: დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული

დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“.

ზაალ ანჯაფარიძე

11 სექტემბერი 2026, 17:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ჰოკეის ანგარიშით მოუგო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის მიმდინარე პაექრობის თვალსაზრისით, გასული კვირა ხელისუფლების აშკარა უპირატესობით დასრულდა.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია პირდაპირი ინტერვენცია, ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში

შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ

მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას.

პაატა კეშელავა
გიორგი კალანდარიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:56

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ.

11 სექტემბერი 2026, 17:55

ეკონომიკა

ნინო ჯელაძემ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.

ჰენა ვირკუნენი

11 სექტემბერი 2026, 17:49

მსოფლიო

ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

11 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მხრივ სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება.

11 სექტემბერი 2026, 17:25

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართული

2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს. პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კაია კალასი

11 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია.

11 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის 6,1 მილიარდი ევრო დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 6,1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. თანხა უკრაინის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაძენად იქნება გამოყენებული.

11 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.

ფრიდრიხ მერცი

11 სექტემბერი 2026, 15:51

მსოფლიო

Die Welt: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 15:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი; „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“ მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.

გჟეგოჟ ბრაუნი

11 სექტემბერი 2026, 15:18

მსოფლიო

პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა

ევროპარლამენტარმა, პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში დამონტაჟებული „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი განგებ დააზიანა და ქვეყნის ხელისუფლებას მის სრულ დემონტაჟს სთხოვს.

11 სექტემბერი 2026, 15:03

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა.