16 ოქტომბერი 2023, 17:02 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ პრესრელიზს აქვეყნებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ პრესრელიზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე (№1797 კონსტიტუციური წარდგინება), გამოაქვეყნა დასკვნა და დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორების არგუმენტაციით, საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური სისტემისა და მმართველობის საპარლამენტო მოდელის პირობებში, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე ექსკლუზიურად უფლებამოსილ ერთადერთ კონსტიტუციურ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. მათი პოზიციით, კონსტიტუციური კანონმდებლის ასეთი მიდგომა ასახულია სახელისუფლებო განშტოებებს შორის კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებათა გამიჯვნითა და დანაწილებით, ისევე როგორც რიგი კონსტიტუციურ სამართლებრივი ნორმებით, მათ შორის, უწინარესად, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსტიტუციური წარდგინების ავტორები აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციითვე დადგენილი საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის არარსებობის მიუხედავად, საზღვარგარეთ განახორციელა სამი სამუშაო ვიზიტი. წარდგინების ავტორთა მითითებით, საქართველოს პრეზიდენტმა ზემოხსენებული ვიზიტებით, ერთი მხრივ, განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობათა სფეროში, ხოლო, მეორე მხრივ, აწარმოა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან, რაც წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და, კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, ქმნიდა იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მოწვეული იყო კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვის სხდომაზე, არ გამოცხადდა. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია სასამართლოს წარუდგინეს მისმა წარმომადგენლებმა. მათი აზრით, პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მართალია, საზოგადოდ პრეზიდენტის სტატუსს შეეხება, მაგრამ მისი მესამე პუნქტი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი გულისხმობს და პრინციპულად უშვებს პრეზიდენტის მხრიდან საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას მთავრობის თანხმობის გარეშეც. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთა განმარტებით, პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ ესაჭიროებოდა მთავრობის თანხმობა, როდესაც მისი აქტივობა საგარეო ურთიერთობათა სფეროში გასცდებოდა მთავრობის ოფიციალურ კურსს და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. მათივე მტკიცებით, პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, რაც ასევე გამორიცხავდა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა მხრიდან, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის მტკიცება უსაფუძვლო იყო და პრეზიდენტი განხორციელებული სამუშაო ვიზიტების დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 78-ე მუხლით, ხოლო 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევაზე მითითება არარელევანტური იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ, უწინარეს ყოვლისა, განხილვის საგნის სპეციფიკურობისა და მისი სრულყოფილი კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის, პირველ რიგში, გამოიკვლია და დაადგინა ფაქტები, ხოლო შემდეგ სამართლებრივად შეაფასა ისინი კონსტიტუციის ყველა რელევანტურ ნორმასთან მიმართებით. სასამართლომ ფაქტების დადგენის ნაწილში გამოიყენა „ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების“ სტანდარტი.

მტკიცების ამ სტანდარტის გამოყენებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში, მთავრობის თანხმობის გარეშე, განახორციელა სამუშაო შეხვედრები საზღვარგარეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.

რაც შეხება ხსენებული ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, საკონსტიტუციო სასამართლომ გაანალიზა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და მისი ადგილი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. კონსტიტუციის სტრუქტურის, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებისა და რელევანტური კონსტიტუციური ნორმების სისტემური განმარტებისა და ურთიერთკავშირის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამასთანავე, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე (პრეზიდენტის სტატუსი) და 52-ე (პრეზიდენტის უფლებამოსილებანი) მუხლები, სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობებში გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ხოლო 49-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტატუსის თითოეული ასპექტი, ისევე როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. სასამართლოს განმარტებით, საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს რომ პრეზიდენტის ნებისმიერი უფლებამოსილება კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმით იყოს პირდაპირ და სახელდებით გათვალისწინებული.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, განმარტა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოლაპარაკების წარმოების კონსტიტუციური შინაარსი, მათი ძირითადი მახასიათებლები და კრიტერიუმები, ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და დაადასტურა, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა წინდაწინვე სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას; რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შეიჭრეს და დამოუკიდებელი, პარალელური საგარეო პოლიტიკა განახორციელოს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „მთავრობისგან თანხმობის მიღება“ გულისხმობდა მთავრობასთან სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში შეთანხმებული მოქმედების ვალდებულებას პრეზიდენტისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააზუსტა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაგულისხმები არ იყო და ვერც იქნებოდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტის შესაბამისი აქტივობა არ შეესაბამებოდა საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებს, რის გამოც, საფუძველი არ გააჩნდა მტკიცებას, რომ თითქოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა, როდესაც მისი ქმედება ამ მიმართულებებს შეესაბამებოდა და მთავრობის პოლიტიკას აცდენილი არ იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ უშუალოდ კონსტიტუციურ წარდგინებაში იმპიჩირებად ქმედებად მიჩნეულ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ სამ სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტის რანგში, განახორციელა საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და სამივე შემთხვევაში აწარმოვა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რამდენადაც იგი კონსტიტუციურ ორგანოებს „საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“ ავალდებულებდა ყველა შესაძლებელი ზომის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისათვის, რაც იმას გულისხმობდა, რომ ეს მუხლი საქართველოს პრეზიდენტსაც მხოლოდ „საკუთარი უფლებამოსილების“ ფარგლებში მოქმედების მანდატს ანიჭებდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით ნებისმიერი საქმიანობაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს წარმომადგენლობას, ვრცელდებოდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა მთავრობისგან თანხმობის მიღების თაობაზე.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით. თავისთავად ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საპრეზიდენტო ფიციც, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და პასუხი გასცა სხვა არაერთ სამართლებრივ საკითხს, რაც კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენის დროს იქნა პროცესის მონაწილეების მხრიდან დაყენებული.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დასკვნით დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს „კონსტიტუციის დარღვევას“ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის“,- აღნიშნულია პრესრელიზში.

სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2026, 02:41

მსოფლიო

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

01 აგვისტო 2026, 01:20

მსოფლიო

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 01:01

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 00:50

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 23:39

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

31 ივლისი 2026, 23:22

მსოფლიო

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 23:06

მსოფლიო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.

31 ივლისი 2026, 22:53

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

31 ივლისი 2026, 22:27

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვატო შაქარიშვილი

31 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

თამთა მეგრელიშვილი

31 ივლისი 2026, 21:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

31 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

31 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 21:01

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.

31 ივლისი 2026, 20:57

პოლიტიკა

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 20:53

მსოფლიო

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.