imedi /  13 ოქტომბერი 2017, 13:32 / სანდო წყარო

პროკურორი: დავკითხეთ ყველა, ვისაც დეკანოზის საქმის მტკიცებულების შენახვასთან კავშირი ჰქონდა

პროკურორები

პროკურორები

დაიკითხნენ თუ არა დეკანოზის საქმის პროკურორები ჯარჯი წიკლაური და ზვიად გუბელაძე, უცნობია. პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკისგან თავს შეიკავებს.

თუმცა, გუმბერიძის თქმით, დაიკითხა პროკურატურამ ყველა ის პირი დაკითხა, ვისაც მტკიცებულებების შენახვასთან კავშირი ჰქონდა. ამასთან გუმბერიძე ამბობს, რომ ის თავად დაკითხავს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დეკანოზის საქმის ადვოკატებს. მისი განცხადებით, ადვოკატების პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება მიმდინარე გამოძიება და საქმე გვაქვს დახურული სასამართლო პროცესიდან მასალის გამჟღავნებაზე, რისი უფლებაც მხარეებს არ ჰქონდათ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ეკა ლომიძემ თბილისის პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან, კოლეგების მსგავსად, უარი განაცხადა გამოკითხვაზე.

პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი გამოძიების მონაცემის გახმაურებას გულისხმობს. ამ მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

30 მაისი 2024, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტზე: საქმე გვაქვს სიმულაციასთან, გამჭვირვალობის კანონის ეფექტთან, თითქოს რაღაც პროცესები უნდა დაიძრას, რომელიც შეუქცევადი, ნეგატიური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ონში, ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ნინო წილოსანი

30 მაისი 2024, 14:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს

„ფაქტობრივად ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს. ონიც მუნიციპალიტეტი თავად აწესრიგებდა ინფრასტრუქტურას და სრულად უზრუნველყოფდა იმას, რომ შემდგომში უბრალოს სერვისი განეხორციელებინა ამ ორგანიზაციას“, - აცხადებს წილოსანი.

ანტონიო ტაიანი

30 მაისი 2024, 14:20

მსოფლიო

ანტონიო ტაიანი: უკრაინაში არც ერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ ვაპირებთ - ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა გლობალური ომი ან მესამე მსოფლიო ომი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, ოფიციალური რომი უკრაინაში არც ერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

30 მაისი 2024, 14:06

ტაბლოიდი

კანადაში ქალი თავისი ძაღლებისთვის Lego-სგან სახლებს აშენებს🐶

ერთი დიდი სახლის ასაშენებლად ლორეტას 3 კვირამდე სჭირდება. ყველაზე დიდი ნაგებობა,, რომელიც ქალმა თავისი ძაღლებისთვის ააგო - 2 მეტრამდე სიმაღლის სახლია. ამასთან, ლორეტა ამბობს, რომ აშენებულ სახლებს ყოველთვის ანგრევს და შემდეგ იგივე დეტალებისგან ახალ ვერსიებს აწყობს.

30 მაისი 2024, 14:05

პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა, - ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

30 მაისი 2024, 14:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

30 მაისი 2024, 13:48

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

30 მაისი 2024, 13:47

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

გია აბაშიძე

30 მაისი 2024, 13:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოში „მაიდანი" ვერ მოხდება, ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე - ვადაგასული რევოლუციური სცენარები ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება" და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 13:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 13:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს, თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ, რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 13:19

მსოფლიო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. ვიდეო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. გერეროს შტატის ქალაქ კოიუკა-დე-ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ერთ-ერთ საკალათბურთო მოედანზე მოკლეს, სადაც ის მხარდამჭერებს ხვდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსს სულ მცირე 15-ჯერ ესროლეს.

მიხეილ სააკაშვილი

30 მაისი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით

ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე

თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგა ხაინდრავა

30 მაისი 2024, 12:45

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: საბაბი იპოვა ორმა მევახშემ ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!

„ონში „ფეა თრიიზის" მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით შეჩერებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. საბაბი იპოვა ორმა მევახშემ - ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!“

კაია კალასი

30 მაისი 2024, 12:40

მსოფლიო

კაია კალასი: მაიდნის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი - ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი იყო უკრაინული მაიდანის დემონსტრაციები - იქ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მოვიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იგივე გზით აირჩია ევროპული კურსი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ შევასრულებთ 9-პუნქტიან გეგმას, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, თუმცა ბურთი მათ მხარეს იქნება

„ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე კომენტირებისას მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე : გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწვლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია სტრასბურგის პრაქტიკასთან

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება დაგმობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი

მან კომენტარი გააკთა ბულინგის ფაქტებზე. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე.

30 მაისი 2024, 12:19

პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს

„რომ შევაჯამოთ, სახეზე გვაქვს მარტივი მოცემულობა - საქართველოს ხელისუფლება დღეს მოქმედებს ხალხის და ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.