imedi /  26 ოქტომბერი 2017, 17:09 / სანდო წყარო

ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში გარდაცვლილის მეგობარი და მეზობლები იკითხებიან. ისინი საგამოძიებო უწყებაში დღის მეორე ნახევარში დაიბარეს.

მანამდე პროკურორთა კითხვებს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები პასუხობდნენ. მათ მედიასთან აღნიშნეს, კაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა.

"მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,"- წერია განცხადებაში.

შსს-ს მტკიცებით, 33 წლის კაცი ნასვამი იყო და მის აგრესიულობაზე საპასუხოდ, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ის მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

თუმცა, არსებობენ სხვა მოწმეებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ როცა ახალგაზრდა ცუდად გახდა, მას სამართალდამცველებმა არ დაუჯერეს და დახმარების ნაცვლად, მის დაკავებას ისევ განაგრძობდნენ.

ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი გუშინ იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. 

ყველა სიახლე

თურქეთი ვერტმფრენი ავიაკატასტროფა

16 ივლისი 2020, 08:31

მსოფლიო

ავიაკატასტროფას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ვანის პროვინციაში მოხდა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 2 პილოტია. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ალექსანდრე კობაიძე

16 ივლისი 2020, 08:25

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატები ბრალდებულებს შეხვდნენ

ამასთან, შსს-ში საქმის მონაწილეების გამოკითხვა გრძელდება. გუშინ ღამე გამომძიებლების კითხვებს მცხეთაში წვეულებაზე მყოფი გოგო პასუხობდა.მან მედიასთან ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ანა გაბეჩავას მეგობარია და გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა.

საქართველოს პარლამენტი

16 ივლისი 2020, 08:11

ეკონომიკა

პარლამენტში დღეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

კამათის მთავარ საგანს დროებითი მმართველის ინსტიტუტი წარმოადგენს, რომლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მარეგულირებელი კომისია. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ გაფრთხილება და სამი სანქცია კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

16 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო მომხდარის არსში გარკვევის გარეშე იცავენ ქართველ აღსაზრდელებს

„გვსურს აღვნიშნოთ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც ამერიკელებისთვის უკვე ტრადიციულად ქცეულ მანერით, მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, იცავენ თავიანთ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს. ეს ყველაფერი სულ მცირე ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2020, 02:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩამოვიდა სტრასბურგის ვერდიქტები წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და გამოჩნდა, რომ გამიზნულად არიან ადამიანები მოკლული

ირინა ენუქიძესთან დაკავშირებით იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც არ იცნობდა მას, ან ახალგაზრდაა და არ ახსოვს, ემოციური კავშირი არ აქვს იმ პერიოდთან, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ირინა ენუქიძე არ იყო პოლიტიკური ფიგურა, არამედ ის იყო ადამიანი, რომელიც დაჩაგრეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ღია ეთერში“ განაცხადა.

კოდი

16 ივლისი 2020, 01:49

ტაბლოიდი

აშშ-ში ოჯახმა 12 წლის წინ დაღუპული კატის სახელზე ამომრჩევლის მოწმობა მიიღო

ჯორჯიის მთავრობაში განმარტეს, რომ ტიმსებისთვის კატის რეგისტრაციის შესახებ წერტილი არ გაუგზავნიათ და ივარაუდეს, რომ ყველაფერში „მესამე მხარეა“ დამნაშავე, რომელიც ამგვარად მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2020, 01:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ირაკლი კობახიძე კარგი ორგანიზატორი და შესანიშნავი იუმორის მქონე ადამიანია, ბოლოს და ბოლოს რომანი აქვს დაწერილი

ირაკლი კობახიძე კარგი ორგანიზატორი და შესანიშნავი იუმორის მქონე ადამიანია, ნაკითხი, რომანი აქვს ბოლოს და ბოლოს დაწერილი, ის ასევე შესანიშნავი იურისტია, ოპოზიციას კი ის არგუმენტი აქვს, რომ ხისტიაო, ვინ უნდოდათ მათ, ვინ ერჩივნათ- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნაზე საუბრისას „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახა ბექაური

16 ივლისი 2020, 01:44

საზოგადოება

კახა ბექაური: სატელეკომუნიკაციო ბაზარი უნდა გაიხსნას, რაზეც ძალიან დიდი პროტესტი აქვს ბიზნეს-სექტორს

რა თქმა უნდა, ბიზნესი იცნობდა კანონპროექტს, წინასწარი შეხვედრები შედგა და მათ იცოდნენ ამ კანონის არსიც, მიზნებიც და რა თქმა უნდა შინაარსიც - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2020, 01:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სანდრო გირგვლიანის თემა და ირინა ენუქიძის ბრძოლა დაღუპული შვილის სულისთვის იყო ის, რამაც იფეთქა

სანდრო გირგვლიანის თემა იყო ის, რამაც იფეთქა და ირინა ენუქიძის ბრძოლა დაღუპული შვილის სულისთვის. ვერდიქტები, რომლებიც ახლა ჩამოვიდა, თავის შინაარსით უფრო ძლიერია და ამ საკითხებთან დაკავშირებით გასამართლებულია არაერთი პიროვნება - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ეთერში“ ისაუბრა. „რაც შეეხება დანარჩენი მკვლელობების თემას, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ განადგურდა ყველა მტკიცებულება. არ იციან ვინ ისროლა, არ იციან ვინ გასცა ბრძანება. ტერორზე გადასვლა არის ის აუცილებლობა თითქოს, რასაც ტოვებს დამნაშავე კრიმინალური ხელისუფლება როცა მიდის. და შენი ვალდებულებაა , რომ სტაბილიზაცია მოახდინო ქვეყანაში, მთავარი დამნაშავე პირები დასაჯო, მიაბრძანო მართლმსაჯულებაში და ამის მერე იფიქრო მეტი ქვეყნის მშენებლობაზე. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, რომ რომელიმე დამნაშავე უნდა დარჩეს დაუსჯელი“, - აცხადებს ვოლსკი.

16 ივლისი 2020, 01:22

რეგიონი

ძლიერმა ქარმა თელავისა და ყვარლის სოფლები დააზარალა

სტიქია კახეთში. ძლიერი ქარმა თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ქარმა რამდენიმე სოფელში, საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. წაქცეული ხე თელავის აეროპორტის გალავანს დაეცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე პარალიზებულია გადაადგილება თელავი-ყვარელის საავტომობილო მაგისტრალზე. გარდა ამისა, ზიანი მიადგა მრავალწლიან კულტურებსაც. დაზიანებულია ვენახები. ძლიერი ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვიტა, რის გამოც თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

16 ივლისი 2020, 01:13

ტაბლოიდი

ბოლივიელი სექს-მუშაკები მომხმარებლებს გამჭვირვალე კომბინეზონებში მოემსახურებიან

კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლივიელი სექს-მუშაკები მომხმარებლებს გამჭვირვალე კომბინეზონებში მოემსახურებიან. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

რობერტ რედფილდი

16 ივლისი 2020, 01:10

COVID19

რობერტ რედფილდი: თუ თითოეული ამერიკელი პირბადის ტარებას დაიწყებს, ორ თვეში აშშ-ში ეპიდემია კონტროლს დაექვემდებარება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის პანდემია ერთ-ორ თვეში კონტროლს დაექვემდებარება, თუ თითოეული ამერიკელი პირბადის ტარებას დაიწყებს.

კახა ბექაური

16 ივლისი 2020, 01:09

საზოგადოება

კახა ბექაური: რეალურად „თელიასონერა“ რეგიონიდან შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამო წავიდა და ეს ყველასთვის ცნობილია

„თელიასონერა“ რეგიონიდან რეალურად შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამო გავიდა, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, „თელიასონერას“ ბაზრიდან გასვლის პარლამენტში გაჟღერებული მიზეზი აბსოლუტურად მოგონილია და ამ თემაზე გაღიზიანება როგორც ჩანს, სხვა თემიდან მოდიოდა. ბექაურის განმარტებით, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად მოწერა წერილი „თელია-სონერას“ პრეზიდენტმა. ქვეყანაში ასევე ჩამოსული იყო ვიცე-პრეზიდენტიც, რომელმაც ბოდიში მოიხადა ქვეყნიდან გასვლის გამო.

16 ივლისი 2020, 00:57

საზოგადოება

კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინისა“ და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დავის დეტალები განმარტა

მე მოვისმინე კავკასუს ონლაინის ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მფლობელის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო და კომუნიკაციების ეროვნული კომისია მტრულად არის განწყობილი კომპანიის მიმართ, ეს რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არასწორია ეს შეფასება - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „კავკასუს ონლაინისა“ და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დავის დეტალები „ღია ეთერში“ განმარტა.

16 ივლისი 2020, 00:47

COVID19

Amazon-მა დისტანციური მუშაობის რეჟიმი 2021 წლის 8 იანვრამდე გაახანგრძლივა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამერიკულმა კორპორაცია Amazon-მა თავისი თანამშრომლებისთვის დისტანციური მუშაობის რეჟიმი 2021 წლის 8 იანვრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა ბექაური

16 ივლისი 2020, 00:43

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს მედიასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი რეგულაცია, არც სარედაქციო პოლიტიკასთან, არც შინაარსთან არ არსებობს არანაირი ბარიერი, რომელიც ტელევიზიის გახსნას ხელს შეუშლის

„დღეს მედიასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც სარედაქციო პოლიტიკასთან, ან შინაარსთან არის დაკავშირებული, არ არსებობს ბარიერი, რომელიც ტელევიზიის გახსნას ხელს შეუშლის. ალბათ ნებისმიერ მაყურებელს მარტივი რეგისტრაცია გაუვლია ვებ-გვერდზე, როცა მეილს ავსებთ, სახელს და გვარს უთითებთ და რამდენიმე წამში მოგდით მეილი, რომ დარეგისტრირებული ხართ - დაახლოებით ამ სიმარტივის პროცედურაა მაუწყებლობის ავტორიზაცია. ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა რომ მოინდომოს ხვალ ტელევიზიის გახსნა, კომუნიკაციების კომისიაში შემოიტანს განცხადებას და 10 დღის ვადაში ის ავტორიზაციას გაივლის და მაუწყებლობას დაიწყებს. ეს არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ასე არაა. 100-ზე მეტი მაუწყებელი გვყავს დღეს საქართველოში, სრულიად პლურალისტური მედია სივრცე გვაქვს, ყველანაირი ინფორმაცია ისმის და რა თქმა უნდა ტყუილსაც იპოვის ჩვენი მაყურებელი, თუ ტყუილის პოვნა უნდა და სიმართლესაც, თუ სიმართლის პოვნა უნდა“, - აღნიშნა კახა ბექაურმა.

ჟაირ ბოლსონარო

15 ივლისი 2020, 23:56

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტის კორონავირუსზე განმეორებითი ტესტის პასუხი კვლავ დადებითია

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსზე ტესტი მეორედაც ჩაუტარდა და პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Brazil-ი ავრცელებს.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 23:55

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიებმა სატარიფო ან დაშვების რეგულაციის დარღვევით შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება მომხმარებლებზე, რასაც ვერ დავუშვებთ

კონცენტრაციის საკითხი, რაც ბენეფიციარის ცვლილებას, შერწყმას ან გასხვისებას ეხება, „თავისუფალი დაშვება“ და სატარიფო რეგულაცია, ამათ დარღვევას თავისი უარყოფითი გავლენა შეიძლება მოჰყვეს ბაზარზე - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 23:53

საზოგადოება

კახა ბექაურმა განმარტა რას ითვალისიწინებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები

კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ამ კანონის საკომუნიკაციო სექტორისთვის შემუშავების მთავარი მიზეზი იყო. ტელესაკომუნიკაციო სექტორში დასაქმებული ყველა მსხვილი კომპანია, რომელიც მობილური კომუნიკაციების სერვისებსა და ფიქსირებული კომუნიკაციების სერვისებს აწვდისმომხმარებელს, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კერძოდ ეს არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ინტერნეტ სერვისებისა და სხვა ტელესაკომუნიკაციო სერვისების მიწოდებისთვის და ასევე მობილური კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა, ეს არის ანძები, გადამცემები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა იღებს მობილურ კომუნიკაციებს, ინტერნეტს, ხმოვან მომსახურებას და ა.შ. - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, „ღია ეთერში“ ისაუბრა.

გიორგი შარაშიძე

15 ივლისი 2020, 23:46

საზოგადოება

გიორგი შარაშიძე: დენდროლოგიური პარკი - ყველაზე დიდი სოციალური პროექტი ყინულმჭრელის ფუნქციით

„დენდროლოგიური პარკი - ყველაზე დიდი სოციალური პროექტი ყინულმჭრელის ფუნქციით, - ასე აფასებს ჟურნალ „ანტერპრენერის” მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტების გამო ჟურნალ „ანტერპრენერის“ რედაქციამ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართუს“ მიერ განხორციელებული პროექტები სოციალური ანტრეპრენერშიფის უნიკალური მაგალითად დაასახელა.