30 ნოემბერი 2024, 08:35 / სანდო წყარო

შსს: აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 10 თანამშრომელი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სხვადასხვა ტელეეთერებში.

არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2026, 17:00

სპორტი

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა რუსეთს ყველა სანქცია მოუხსნა

რუსეთის სპორტის მინისტრის, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ დეგტიარევის განცხადებით, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა (UIPM) რუს სპორტსმენებს ყველა სანქცია მოუხსნა.

09 ივლისი 2026, 16:58

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება - სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარების გამო სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება. სოციალურ ქსელში პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო სოფიო ტყავაძე, მას ჯარიმის სახით სამი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

დიმიტრი პესკოვი

09 ივლისი 2026, 16:48

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ტრამპი ცდება, როცა ჰგონია, რომ სამხედრო ესკალაცია უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდება, როცა ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

09 ივლისი 2026, 16:44

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. შეხვედრას, ასევე დაესწრო თომას კაირისი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან დაიკავებს.

09 ივლისი 2026, 16:42

რეგიონი

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახს“ ეწვივნენ, მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით არსებულ პროგრამებს გაეცნენ და პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ.

09 ივლისი 2026, 16:11

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს.

გოგა ხაინდრავა

09 ივლისი 2026, 16:06

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან

„შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან“, - ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ შეფასებას, სადაც ითქვა, რომ „საქართველოში ჟურნალისტები გამოთქმული ვარაუდების გამო ისჯებიან“.

გივი მიქანაძე

09 ივლისი 2026, 16:01

საზოგადოება

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში – „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“ (Transforming Education Summit), რომელიც UNESCO-ს სათავო ოფისში ჩატარდება.

09 ივლისი 2026, 15:52

სპორტი

სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა

მინისტრმა მერაბ დვალიშვილს ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და 11 ივლისს RAF-ის ღონისძიებაზე წარმატება უსურვა. შალვა გოგოლაძემ ლევან ჩოხელს UFC-ში სადებიუტო ბრძოლის მოგება მიულოცა.

09 ივლისი 2026, 15:45

სამართალი

ბაჩანა სურმავა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში, ინტერნეტში შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის 6 თვიანი პატიმრობის შეფარდებით, გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას აქვეყნებს ინტერნეტის გამოყენებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ.

ანტონიუ კოშტა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ურსულა ფონ დერ ლაიენი

09 ივლისი 2026, 15:24

მსოფლიო

POLITICO: ერდოღანმა ფონ დერ ლაიენსა და კოშტას პისტოლეტები აჩუქა

ანკარაში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ ევროპის წამყვან ლიდერებს სამახსოვრო საჩუქრად გრავირებული პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და იარაღის მოვლის კომპლექტები გადასცეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

კობა ჩაგუნავა

09 ივლისი 2026, 15:21

სამართალი

მოსამართლე კობა ჩაგუნავა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ნიკოლოზ დარსანიას: შეფასება და კრიტიკული აზრი ამას ვერ დაერქმევა, გამომდინარე იქიდან რომ ეს არ არის კრიტიკული აზრი

შეფასება და კრიტიკული აზრი ამას ვერ დაერქმევა, გამომდინარე იქედან რომ ეს არ არის კრიტიკული აზრი, - ასე მიმართა მოსამართლე კობა ჩაგუნავა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ნიკოლოზ დარსანიას.

09 ივლისი 2026, 15:16

საზოგადოება

ვეტერინარული სასტუმროები იდენტიფიცირებულ და რეგისტრირებულ ძაღლებს მოემსახურებიან

ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებთან.

09 ივლისი 2026, 15:06

რეგიონი

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური კურსი წარმატებით დასრულდა

აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. სამთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 30-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა სპეციალური გადამზადების კურსი.

09 ივლისი 2026, 15:06

ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების რეგულირების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი.

09 ივლისი 2026, 15:04

მსოფლიო

ირანული მედია: ამერიკელების მიერ გასროლილი ერთ-ერთ ჭურვი ბუშერის ბირთვულ ელექტროსადგურთან დაეცა

აშშ-ის მიერ ირანის მიმართულებით გასროლილი ერთ-ერთი ჭურვი ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაეცა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 14:52

კულტურა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - „ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ წარდგენა გაიმართა

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო. „დღეს ქართული კინოს შესახებ გამოცემული მეოთხე წიგნის წარდგენას ვესწრებით. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს გამოცემები ერთ სივრცეში აერთიანებს ქართული კინოს ისტორიას, საარქივო მასალებსა და კინომცოდნეთა კვლევებს. ფაქტობრივად, ეს არის უნიკალური ნაშრომი, რომელიც მომავალ თაობებს ქართული კინოს შესახებ მრავალმხრივ და სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის. სასიხარულოა ისიც, რომ ამ სერიის მეხუთე წიგნზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

გიორგი ვოლსკი

09 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ დამოუკიდებელ რეფორმატორთა ჯგუფზე: როგორც არ უნდა გადასხდნენ, სტრუქტურა, კონფიგურაცია შეიცვალონ, არსი, შინაარსი არ იცვლება

„იგავ-არაკივით არის, როგორც არ უნდა გადასხდნენ, სტრუქტურა, კონფიგურაცია შეიცვალონ, არსი, შინაარსი არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და უამრავი ასეთი ფრთიანი ფრაზა შეიძლება მოვიტანოთ ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტია არ ვიქნებით, ვიქნებით რაღაც რეფორმების საბჭო, ისეთივე, როგორიც უკრაინაში იყო, რომელსაც სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში და პრობლემების მეტი უკრაინისთვის არაფერი მოუტანია. რა საკვირველია, არც თავის ქვეყანას დააკლო არასდროს ნეგატიური გავლენები",- განაცხადა ვოლსკიმ.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

09 ივლისი 2026, 14:37

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც სომხეთი აზერბაიჯანის მიმართ არსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს კონსტიტუციიდან ამოიღებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც სომხეთი კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ არსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს ამოიღებს.

09 ივლისი 2026, 14:35

საზოგადოება

შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა

თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ შეიძინა 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაოების ეფექტიანობას, ოპერატიულობასა და მასშტაბებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.