24 იანვარი 2025, 12:06 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ბაჩიაშვილმა ურჩია ჩემს მარწმუნებელს, მყისიერი რეალიზაცია იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების, თუმცა, რამდენი იყო ეს ბიტკოინები, რამდენი დასჭირდა კრედიტის გადაფარვას და რამდენი დარჩა, ეს ახლაც უცნობია

თეიმურაზ წიქვაძე

თეიმურაზ წიქვაძე

ბაჩიაშვილმა ურჩია ჩემს მარწმუნებელს, მყისიერი რეალიზაცია განხორციელებულიყო მაინინგის შედეგად იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების, თუმცა, რამდენი იყო ეს მაინინგის შედეგად მოპოვებული ბიტკოინები, რამდენი დასჭირდა ამ კრედიტის გადაფარვას და რამდენი დარჩა შემდგომ, ეს ფაქტები არათუ მაშინ, ახლაც უცნობია ჩვენთვის, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.

ადვოკატმა, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა, დღევანდელ პროცესზე კითხვებს დეტალურად უპასუხა.

„დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ საინვესტიციო თანხა გამოყო ჩემმა მარწმუნებელმა მის ბენეფიციარულ საკუთრებაში არსებული ბანკის მეშვეობით და გაიცა საბანკო კრედიტის თანხა. პირდაპირი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფა განახორციელა ჩემმა მარწმუნებელმა მისი პირადი ფულადი სახსრებით. პირდაპირი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ჩემი მარწმუნებელი იყო ერთადერთი პირი, ვინც აიღო რაიმე რისკი აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით”, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

კითხვაზე, ცნობილია თუ არა მისთვის, რა ურთიერთობა ჰქონდა ბაჩიაშვილს დაზარალებულთან, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია.

„ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო ფაქტობრივად”, - აღნიშნა თეიმურაზ წიქვაძემ.

კითხვაზე, რა უნდა ყოფილიყო სარგებელი, ადვოკატმა განაცხადა: „ამ ხუთი მილიონი ამერიკული დოლარით გამომუშავებული ბიტკოინები”.

„განხორციელდა ინვესტიცია, ჩემს მარწმუნებელს დაუდასტურეს, რომ თანხები აისახა „მიშენ გეითის“ ანგარიშზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბატონმა ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა და უთხრა, რომ გარკვეული არასტაბილური ვითარება იყო ამ კონკრეტულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ურჩია ჩემს მარწმუნებელს, რომ მყისიერი რეალიზაცია განხორციელებულიყო ამ მაინინგის შედეგად იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების, თუმცა, რამდენი იყო ეს მაინინგის შედეგად მოპოვებული ბიტკოინები, რამდენი დასჭირდა ამ კრედიტის გადაფარვას და რამდენი დარჩა შემდგომ, ეს ფაქტები არათუ მაშინ, ახლაც უცნობია ჩვენთვის.

ბრალდებულის მხრიდან გაჟღერდა ასეთი პოზიცია, რომ მას არ ახსოვს, რამდენი ბიტკოინი დასჭირდა ვალდებულების დაფარვას, რამდენი ბიტკოინი დარჩა ვალდებულების დაფარვის შემდგომ და როდის აცნობა ამის შესახებ ჩემს მარწმუნებელს”, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

კითხვაზე, გაჩნდა თუ არა ეჭვი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით დაზარალებულის მხრიდან, როდის და რა გარემოებებს უკავშირდებოდა ეს, ადვოკატმა უპასუხა: „ეს თავდაპირველად დაუკავშირდა „მტკვარი-ჰესთან“ დაკავშირებულ პროცესებს”.

საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

ყველა სიახლე

04 სექტემბერი 2026, 13:09

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული გამოცდილება საჯარო სამსახურში მიიღონ, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გაეცნონ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.

ედიშერ გვენეტაძე

04 სექტემბერი 2026, 13:08

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მიდგომა, თითქოს ცნობილ ადამიანს კანონის დარღვევა უნდა ეპატიოს, მიუღებელია.

04 სექტემბერი 2026, 13:06

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე გოგა გორგოძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

სამართალდამრღვევმა მოინანია ჩადენილი ქმედება და თქვა, რომ პროტესტი არასწორი ფორმით გამოხატა. სასამართლომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ლევან მაჭავარიანი

04 სექტემბერი 2026, 12:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში

ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რადიკალების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი კირცხალიას წერილს.

ნიკოლ ფაშინიანი

04 სექტემბერი 2026, 12:41

მსოფლიო

სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს

სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესება არა მოსკოვის, არამედ თავად სომხეთის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

გიორგი გამსახურდია

04 სექტემბერი 2026, 12:34

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ

გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა: „რა აძლევს ივანიშვილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, უცნობია“

04 სექტემბერი 2026, 12:19

მსოფლიო

Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

ნეპალში, ტრიშულის მდინარეზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან მაშველებმა ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

04 სექტემბერი 2026, 12:06

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები მრავლისმთქმელია. რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს ადამიანი, საკუთარ განცხადებებში და ვიდეო მიმართვებში მუდმივად აგრესიულ ტონს ირჩევდა, ამ ინციდენტის დროს კი საკუთარი აგრესიული რიტორიკის სისრულეში მოყვანა სცადა, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი

04 სექტემბერი 2026, 12:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ინციდენტი, რომელიც თბილისში, ღამის საათებში თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით მოხდა, არ არის უბრალოდ რესტორანში მომხდარი საყოფაცხოვრებო შელაპარაკება; ეს არის იმის ეტალონური, კლინიკური დემონსტრირება, თუ როგორ პროვოცირებს სოციოპათიურ აგრესიას ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების კომპლექსი - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

04 სექტემბერი 2026, 11:59

რეგიონი

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

ჯორჯია მელონი

04 სექტემბერი 2026, 11:56

მსოფლიო

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დღეს მისი მემარჯვენე კოალიციური მთავრობის პოლიტიკური ხანგრძლივობის რეკორდს აღნიშნავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 11:49

რეგიონი

შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის (DED) მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 11:38

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.

04 სექტემბერი 2026, 11:33

მსოფლიო

The Guardian: ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე მუშაობს

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მესამე ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, სავიზო წესების გამკაცრების წინადადებებზე მუშაობს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შაკო კუჭაშვილი

04 სექტემბერი 2026, 11:17

სამართალი

შაკო კუჭაშვილი: არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა - მტკნარი სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული

შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს - არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი თამაზ ელიზბარაშვილთან მომხდარ ინციდენტზე.

ირაკლი კირცხალია

04 სექტემბერი 2026, 11:16

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორც კი საუბარი იწყება ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება აგენტურული ქსელი

არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ტკივილის, ომისა და ხელოვნურად გაღრმავებული გაუცხოების მიუხედავად, შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

ირაკლი ჭეიშვილი

04 სექტემბერი 2026, 11:16

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება, არ აქვს არსებითი განსხვავება, ვინ იქნება ის - მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დანარჩენი ქვეყნის მტრები, არის ყველაფერი სპეკულაცია

პროკურატურამ თქვა, თუ რაიმე დამატებითი გარემოებები გამოიკვეთება, აუცილებლად იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

04 სექტემბერი 2026, 11:09

რეგიონი

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ღონისძიება ითვალისწინებს ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გატანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად.

ხავიერ მილეი

04 სექტემბერი 2026, 11:06

მსოფლიო

Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვების პროექტებში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, ქვეყნის სამხრეთში თავდაცვის რესურსებს გაზრდის და კონგრესს კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც, მისი თქმით, არგენტინის სუვერენიტეტის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს გააძლიერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

„ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“ - პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს

„30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.