ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში კი სასამართლომ სხდომა უნდა ჩანიშნოს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას აპირებს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს.
ყველა სიახლე
26 ივნისი 2026, 15:36
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ გვქონდა 9,3 პროცენტი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული ხუთი წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება
მთლიანობაში, ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც ოთხი იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: - აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე
აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
26 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
კახა კალაძე ერთ-ერთ სკვერში მოზარდის დაშავების ფაქტზე: ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს
დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
26 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
პრემიერი: დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება, რაც გამიზნულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის
დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება, რაც არის გამიზნული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
მედია: პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
პოლონეთის მოსახლეობის თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანია IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 15:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მიუხედავად შანტაჟის, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის
როდესაც მადლობაზეა საუბარი, მთავარი მადლობა ეკუთვნის მაინც, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, რომ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც აქვს აღებული ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 15:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ის, რომ დღეს ჩვენი ხალხი არის ასეთი მტკიცე ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მინდა მადლიერება გამოვხატო უწმინდესისა და უნეტარესი შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
26 ივნისი 2026, 15:24
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 15:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური
ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ის, თუმცა ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და არა შეურაცხყოფით, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარმოებულ საქმეებზე დასმულ შეკითხვაზე.
26 ივნისი 2026, 15:23
რეგიონი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარცვლეულის აღების სეზონთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მარცვლეულის აღების სეზონის პერიოდში, მინდვრის ხანძრების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. ხოლო, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანძრების გაჩენის რისკის ეფექტიანად მართვის უზრუნვეყოფის მიზნით, სპეციალური ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 15:21
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შსს-ს, სუს-ს სდსს-ს მინდა, მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, საბოლოო ჯამში დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად და მადლობა მათ უმაღლეს დონეზე - ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის
ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შსს-ს, სუს-ს სდსს-ს მინდა, მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 15:17
პოლიტიკა
პრემიერი: ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩინეთთან ახალი ეტაპია სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ეს ყველაფერი გამოხატულია კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 45%-ით
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს სამეზობლოში გავაძლიეროთ თანამშრომლობა. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 15:16
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა უკრაინას ჯილდოზე უარი განაცხადა
პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ის უკრაინისგან წლების წინ მიღებულ ჯილდოს უკან დააბრუნებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 15:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა გაიარა შარშან 1 421-მა კურსდამთავრებულმა, აქედან სტაჟირების ხელშეკრულება გაუგრძელდა 492 სტაჟიორს, ხოლო სისტემაში დასაქმდა 199 პირი, რაც არის 14-პროცენტიანი მაჩვენებელი, ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ პროგრამას
საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა გაიარა შარშან 1 421-მა კურსდამთავრებულმა, აქედან სტაჟირების ხელშეკრულება გაუგრძელდა 492 სტაჟიორს, ხოლო სისტემაში დასაქმდა 199 პირი, რაც არის 14-პროცენტიანი მაჩვენებელი, ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ პროგრამას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას
26 ივნისი 2026, 15:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში, ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში, ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში, გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში
დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში. ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში. მსჯავრდებულთა დასაქმების არეალის გასაფართოებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარდება აგრარული მიმართულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 15:01
პოლიტიკა
პრემიერი: წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება კიდევ 100 სკოლის ტენდერი, გაისად დაგეგმილი გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 200 სკოლაზე
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ბაღებისთვის, ისე სკოლებისთვის ტიპური პროექტების შემუშავებაზე, რაც დაზოგავს პროექტირებისთვის განკუთვნილ თანხებს და ასევე კორუფციის დაზღვევისთვის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 15:01
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში „ფარას“ კანონის გამკაცრებაზე: ახლა თავად ამერიკაში ამერიკაში დადგა ეს საკითხი და ეს ბუნებრივია მათ შორის, ამერიკისთვის, რომ თავისი ქვეყანა უცხო ძალებისგან დაიცვას, მაგრამ ეს რატომ არ უნდა ხდებოდეს საქართველოში, ეს კითხვა არსებობს
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის გამკაცრებას ეხმაურება.
26 ივნისი 2026, 15:01
პოლიტიკა
პრემიერი: ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი, პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი
იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
26 ივნისი 2026, 14:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ თანხები, განსაკუთრებით უცხოური დაფინანსება იყოს სრულად გამჭვირვალე
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ფარას“ კანონის გამკაცრებას გამოეხმაურა.
26 ივნისი 2026, 14:58
მსოფლიო
რუმინეთის საპარლამენტო დელეგაცია პირველად ათწლეულების განმავლობაში რუსეთში ჩავიდა
რუმინეთის პარლამენტის დელეგაცია პირველად ათწლეულების განმავლობაში მოსკოვს ეწვია. ინფორმაციას რუსული მედია რუმინეთის ოპოზიციური პარტია S.O.S-ის წევრზე დიანა შოშოაკეზე დაყრდნობით ავრცელებს.


