imedi /  05 დეკემბერი 2017, 13:19 / სანდო წყარო

ადვოკატი: სავარაუდოდ, არსებობენ მოწმეები, რომლებიც გამოძიებას გულწრფელ ჩვენებებს არ აძლევენ

ტარიელ კაკაბაძე

ტარიელ კაკაბაძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მოზარდებს იმ დონის დაზიანებებს, რაც მათ ჰქონდათ, მხოლოდ ორი ადამიანი ვერ მიაყენებდა.

ადვოკატი ფიქრობს, რომ არსებობენ მოწმეები, რომლებიც, სავარაუდოდ, გულწრფელ ჩვენებებს არ აძლევენ გამოძიებას.

"არავინ არ აპირებს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირზე ხელის დაფარებას, ჩვენი მიზანია დადგინდეს სიმართლე და ყველა დაისაჯოს იმ დოზით, რა დოზითაც აქვს დანაშაული ჩადენილი. როდესაც მივიღებ მტკიცებულებას, რომ კონკრეტულმა სხვა პირმაც ჩაიდინა დანაშაული, სავარაუდოდ, ის სხვა პირიც მიეცემა პასუხისგებაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის დასკვნები, ამის მიხედვით დაისახება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სხვა იარაღიც ფიგურირებდეს, ამას ჩვენებებიდან გამომდინარე ვვარაუდობ და ასევე იმ დაზიანებებიდან გამომდინარე, რადგან დაზიანებები იმდენად სერიოზულია, რომ ეს ადამიანი იმ მდგომარეობაში ვერ ჩააყენებდა. თვითონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობ,ს რომ ერთხელ მოიქნია დანა და ეს ჭრილობები მე არ მიმიყენებიაო. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები და უნდა დაისაჯოს ყველა. ჩვენ არ გვსურს, რომ ვიღაცამ ვინმეს ხელი შეაწმინდოს. ვერ ვიტყვი საქმეში ცრუ ჩვენებები არის თუ არა, ცრუ ჩვენება რომ შეაფასო ის სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეუძლებელია მე ამ ეტაპზე ვინმეს ცრუ დამსმენი ვუწოდო. ჩვეულებრივი ამბავია განმეორებითი დაკითხვები, ზოგჯერ არის შემთხვევები რომ ხუთჯერ იკითხება ადამიანი. ჩვენ არ გაქვს ზუსტი სია რამდენი ადამიანის განმეორებით დაკითხვას მოვითხოვთ, მაგრამ ვიცით რომ საგამოძიებო უწყება ვიღაცების თავიდან დაკითხვას გეგმავს.  წინასწარ არავინ იცის რა მოხდება, გამოძიებას უნდა დაველოდოთ", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

არასრულწლოვანი გ.ჯ. რომელსაც 4 დღის განმავლობაში პოლიცია საქართველოს მასშტაბით ეძებდა, გუშინ ოჯახის რჩევით, სამართალდამცველებს ჩაბარდა. მისი ადვოკატის თქმით, მოზარდი ამბობს, რომ მას არავინ დაუჭრია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა

ყველა სიახლე

დენ იორგენსენი

03 აპრილი 2026, 17:55

მსოფლიო

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: ევროპა ხანგრძლივი ენერგეტიკული შოკისთვის უნდა მოემზადოს

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დენ იორგენსენი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომისგან გამოწვეული კრიზისი დიდხანს გასტანს და ენერგორესურსების ფასი მაღალ ნიშნულზე დიდხანს დარჩება.

03 აპრილი 2026, 17:50

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე: ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ

ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 17:48

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევას და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებში. მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას

ნიშანდობლივია, რომ ისინი ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევას და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებში. იმიტომ, რომ მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა და მხარდაჭერა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას. და რაში სჭირდებათ მათ იოლად დამორჩილებადი პატრიარქი?!-იმიტომ, რომ მათ არ სურთ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული საქართველო და ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრიმინაციულ კამპანიაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

03 აპრილი 2026, 17:40

პოლიტიკა

ქართველიშვილი ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაზე: ლუციფერის მთელი ლეგიონი იქნება ამხედრებული იმისთვის, რომ პატრიარქის არჩევნების პროცესმა მშვიდად არ ჩაიაროს და არ იქნას აღსრულებული, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უწმინდესის მემკვიდრეობა

ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევისა და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანაში რადიკალების ქმედებები ამხილა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა რადიკალური განცხადებები მიმართული ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ.

პროკურორი ნინო გულიაშვილი

03 აპრილი 2026, 17:38

სამართალი

მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

ბრალდების მხარე ნიკა მელიას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

დავით ქართველიშვილი

03 აპრილი 2026, 17:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პატრიარქის მემკვიდრეობის ეჭვქვეშ დაყენება მისი ავტორიტეტის დაკნინებაა

პატრიარქის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ დისკუსიებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი განცხადებით, ეჭვების გაჩენა იმის შესახებ, დატოვა თუ არა ილია მეორემ ღირსეული მემკვიდრეები, მიუღებელია და პატრიარქის ავტორიტეტის დაკნინებას ემსახურება.

03 აპრილი 2026, 17:30

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს

გამოცემა POLITICO წერს, რომ შეერთებულ შტატებს ნატოს რღვევა ალიანსიდან გასვლის გარეშეც შეუძლია და ამის ხუთი საშუალება არსებობს.

03 აპრილი 2026, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძემ და ლიკა შარტავამ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდნენ და ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

03 აპრილი 2026, 17:13

ეკონომიკა

საქართველოსა და სომხეთს შორის ტექნოლოგიურ სფეროში პარტნიორობა გრძელდება - ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის მოადგილეს, რუბენ სიმონიანს შეხვდა.

დონალდ ტრამპი

03 აპრილი 2026, 17:11

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკას ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია.

საკურა

03 აპრილი 2026, 17:04

საზოგადოება

4-5 აპრილს ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებლებს ორი დღის განმავლობაში დახვდებათ იაპონურ თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ანიმეების გამოფენა; იაპონური ლიტერატურის მრავალფეროვნება; ორიგამის, შოდოს მასტერკლასი. ასევე, შესრულდება იაპონური ცეკვები.

03 აპრილი 2026, 16:55

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.

03 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელისაშვილი მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 16:33

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 16:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რომლის რეალიზაცია სხვადასხვა დროს განახორციელა.

03 აპრილი 2026, 16:19

საზოგადოება

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.

03 აპრილი 2026, 15:47

მსოფლიო

ირანული მედია ამერიკელი მფრინავის ტყვედ აყვანის შესახებ იუწყება

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ირანის საჰაერო სივრცეში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო მისი პილოტი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:41

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 15:41

საზოგადოება

კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით

არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.