შსს: 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც დაკავებულია 13, მიმალვაშია 2 ადამიანი
ალექსანდრე დარახველიძე
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.
ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი - ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..
2 პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს, მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აქვე, საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული კიდევ 2 პირის შესახებ. ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ..
რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა.
რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ყველა სიახლე
09 ივლისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე: არა საჯარო ნაწილში ხდებოდა ასე, რომ მოდიოდა დელეგაცია დელეგაციაზე და ზოგი უხერხულობას გამოხატავდა, ზოგი ბოდიშებს გვიხდიდა - რას იზამთ, პატარა ქვეყანა ხართ, რაკეტები თქვენ არ გაქვთ, ბომბები თქვენ არ გაქვთ. ამ სიტყვებით და ამ ლექსიკონით მიდიოდა მერე საუბარი
არა საჯარო ნაწილში ხდებოდა ასე, რომ რაღაც კენჭისყრა იმართებოდა, მერე მოდიოდა დელეგაცია დელეგაციაზე და ზოგი უხერხულობას გამოხატავდა, ზოგი ბოდიშებს გვიხდიდა - ხომ იცით ყველანი პოლიტიკოსები ვართ, რა ვქნათ. რომ ვეუბნებით, რომ აყალბებთ თქვენსავე, ოდირის დასკვნის ჩანაწერებს. ბოლოს იყო ასე, რომ რას იზამთ, პატარა ქვეყანა ხართ, რაკეტები თქვენ არ გაქვთ, ბომბები თქვენ არ გაქვთ. ამ სიტყვებით და ამ ლექსიკონით მიდიოდა მერე საუბარი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
09 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში
ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჰააგში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას. მისივე თქმით, ის პერიპეტიები, რაც მიმდინარეობდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამ კონტექსტშია განსახილველი.
09 ივლისი 2026, 22:43
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს
აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში გადასცემს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
09 ივლისი 2026, 22:33
პოლიტიკა
ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველი“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნადაც თავად მოიაზრება, პარტიისგან დამოუკიდებელი.
09 ივლისი 2026, 22:13
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ომი არ დასრულებულა - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის, ჩვენ ყოველთვის ჩვენს მტრებზე ძლიერნი უნდა დავრჩეთ
ისრაელის ძალები ლიბანში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
09 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ ევროკავშირში „ჩატ კონტროლის“ სისტემის შემოღებაზე: ეს სამწუხარო დღეა ევროპელებისთვის
ევროპარლამენტის წევრმა, ფიდიას პანაიოტოუმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ევროკავშირში „ჩატ კონტროლის“ სისტემის შემოღება რეალობად იქცა.
09 ივლისი 2026, 21:39
საზოგადოება
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ზემო აჭარაში, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრს და ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ
09 ივლისი 2026, 21:37
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: „ნაცებმა“ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან - ტყუილად ირჯებით! ვერანაირი ახალი შეფუთვა ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულებს, რაც თქვენ ამ ქვეყნის წინაშე გაქვთ ჩადენილი, საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც რეალობის აღქმა დაუკარგავს
დააკვირდით, ბოლო პერიოდში როგორ მიზანმიმართულად და იაფფასიანად ცდილობენ ნაცები საკუთარი სისხლიანი და ბნელი წარსულის გათეთრებას? აშკარაა, რომ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური, ახალი სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
09 ივლისი 2026, 21:26
მსოფლიო
ევროპარლამენტმა პირადი ჩატების კონტროლის უფლებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის კონფიდენციალურობის წესებიდან დროებითი გამონაკლისის გახანგრძლივებას, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების (CSAM) ნებაყოფლობითი სკანირების უფლებას აძლევს. ეს ზომა, რომელიც საჯარო დებატებში ხშირად „ჩატ კონტროლის“ ფართო განხილვის ნაწილად მოიხსენიება, ძალაში 2028 წლის 3 აპრილამდე დარჩება.
09 ივლისი 2026, 21:11
მსოფლიო
BBC: გამოქვეყნდა 2025 წელს ინგლისსა და უელსში დაბადებული ჩვილებისთვის დარქმეული ყველაზე პოპულარული სახელები - გოგონების სახელებს შორის პირველ ადგილს ზედიზედ მეათე წელია ოლივია ინარჩუნებს, ხოლო ბიჭების სიაში მესამე წელია ლიდერობს მუჰამედი
გამოქვეყნდა 2025 წელს ინგლისსა და უელსში დაბადებული ჩვილებისთვის დარქმეული ყველაზე პოპულარული სახელები - გოგონების სახელებს შორის პირველ ადგილს ზედიზედ მეათე წელია ოლივია ინარჩუნებს, ხოლო ბიჭების სიაში მესამე წელია ლიდერობს მუჰამედი, - წერს BBC-ი.
09 ივლისი 2026, 21:06
პოლიტიკა
რატომ გადაწონა ჯო უილსონის რეზოლუციამ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა? ჰააგაში მიღებული გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მხარდაჭერაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რატომ გადაწონა ჯო უილსონის რეზოლუციამ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა? ჰააგაში მიღებული გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მხარდაჭერაა.
09 ივლისი 2026, 20:53
მსოფლიო
Le Monde: პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პარაგვაელი სენატორის მიერ კილიან მბაპეს მისამართით გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო - გამოძიებას ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ეროვნული განყოფილება ზედამხედველობს
პარიზში გამოძიება დაიწყო პარაგვაელი სენატორის მიერ კილიან მბაპეს მისამართით გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო - როგორც პროკურატურამ განაცხადა, საქმე აღიძრა საჯარო შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციული სიძულვილის ან ძალადობისკენ საჯაროდ წაქეზების მუხლებით, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.
09 ივლისი 2026, 20:51
ეკონომიკა
ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ჩენდლერის ინსტიტუტის გლობალური რეიტინგი და შეფასებები „ქრონიკის“ სიუჟეტში
საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. „ჩენდლერის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის“ გლობალურ რეიტინგში ქვეყანამ პოზიციები 4-ი პუნქტით გაიუმჯობესა.
09 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
პარტია პარტიაში, არნახული კრიზისი და ნახევარწლიანი გარდამავალი პერიოდი. „ნაციონალური მოძრაობის“ ქაოსი სააკაშვილის ავტორობით გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სააკაშვილის ავტორობით „ნაციონალური მოძრაობის“ ქაოსი გრძელდება. მსჯავრდებული პარტიაში საკუთარ ავტონომიას ქმნის, გუნდის წევრები არნახულ კრიზისს აღიარებენ და ნახევარწლიან გარდამავალ პერიოდს იღებენ.
09 ივლისი 2026, 20:40
საზოგადოება
მეტი შესაძლებლობები დედაქალაქის გამწვანებისთვის - „ეკოსერვის ჯგუფს“ ახალი ტექნიკა გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის გამწვანება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეკრეაციული სივრცეების უკეთ მოვლა-პატრონობის მიზნით, „ეკოსერვის ჯგუფმა“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მნიშვნელოვნად განაახლა და 40-მდე ახალი სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინა.
09 ივლისი 2026, 20:38
მსოფლიო
ლავროვი: რუსული მხარე აღარ დაუჯერებს დასავლეთს უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სურვილთან დაკავშირებით
რუსული მხარე აღარ დაუჯერებს დასავლეთს უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სურვილთან დაკავშირებით, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
09 ივლისი 2026, 20:37
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
09 ივლისი 2026, 20:36
საზოგადოება
საქართველოს კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 68-ე გენერალურ ასამბლეაზე. საქპატენტის ღონისძიება და საქართველოს პირველი ლედი ჟენევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი ხალხის მდიდარი ინტელექტუალური შემოქმედება. ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობა წარუდგინა.
09 ივლისი 2026, 20:32
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდაცვითი ძალები მობილიზებულია და მზადყოფნაშია ირანში საომარი კამპანიის განახლებისთვის
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვითი ძალები მობილიზებულია და მზადყოფნაშია ირანში საომარი კამპანიის განახლებისთვის.
09 ივლისი 2026, 20:28
სამართალი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და შვილმკვდარი დედის გინება, მოსამართლის, დაკავებული აქტივისტის შეურაცხყოფა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და შვილმკვდარი დედის გინება, მოსამართლის, დაკავებული აქტივისტის შეურაცხყოფა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობას განაგრძობს.


