28 ნოემბერი 2025, 14:50 / სანდო წყარო

შსს: გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კი კანონმდებლობა მკაცრდება

სოციალურ ქსელებში ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიდეო, რომელშიც ისინი იარაღიდან ისვრიან. „იმედინიუსი“ დაინტერესდა, არიან თუ არა ეს ადამიანები იდენტიფიცირებული და მოახდინა თუ არა შს სამინისტრომ რეაგირება.

როგორც „იმედინიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, 28 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ორი პირი სასიგნალო პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლას ახორციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოში ასახული პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, გუდაურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 15 კმ-ში, საავტომობილო გზიდან 300 მეტრში ნაპოვნია სასიგნალო პისტოლეტის გასროლილი ფუჭი ტყვიების მასრები და მასრების შესანახი მუყაოს კოლოფი.

„იმედინიუსი“ ასევე დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ კუთხით კანონმდებლობის გამკაცრება, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მომზადებულია ცვლილებები, რომლის თანახმადაც აკუსტიკური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 13:19

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ მას ნობელის პრემიის მიღება აღარ აინტერესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს ნობელის პრემიის მიღება.

ილია ინჯია

13 მარტი 2026, 13:16

პოლიტიკა

ილია ინჯია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: საქართველოს სუვერენიტეტი არ იყიდება!

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტები” ლიდერი ილია ინჯია ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.

ვახტანგ ცინცაძე

13 მარტი 2026, 13:16

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით და რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობაც, რომელმაც 1,026.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.9%-ით არის გაზრდილი.

13 მარტი 2026, 13:12

რეგიონი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

დიმიტრი სამხარაძე

13 მარტი 2026, 13:10

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: კიდევ ერთხელ, ღიად დაადასტურეს, რომ ქართველი ერის განადგურების სურვილი აქვთ. ვეზიზღებით, რადგან ომი არ დავიწყეთ! გარყვნილობა ავკრძალეთ, სიმართლე დავაკანონეთ- ვეზიზღებით, რომ არ ვემონებით

მალე გვეტყვიან, რომ ქართველებმა არ ილოცოთ და საპატრიარქო გააუქმეთო! ღირსება უნდა წაგართვათ ქართველებს, რჯული გადაგიშენოთ, წინაპრები დაგავიწყოთ და მომავალი წაგართვათო! სხვანაირად ამათი მოთხოვნები არ იკითხება !!- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 13:07

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: ევროკავშირი დღეს უკვე ტოტალიტარულად იქცა. მანქანამ, ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია

ევროკავშირი დღეს უკვე ტოტალიტარულად იქცა. მანქანამ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 12:59

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: როცა ვუყურებ ამერიკულ პოლიტიკას, ისინი ცდილობენ ომის შეჩერებას, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ომის გაგრძელების წახალისებაა, ამიტომ ცოტათი მეშინია

როცა ვუყურებ ამერიკულ პოლიტიკას, ისინი ცდილობენ ომის შეჩერებას, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ ომის გაგრძელების წახალისებაა ამიტომ ცოტათი მეშინია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 12:56

პოლიტიკა

ტიერი მარიანი „იმედის“ ჟურნალისტზე მარკეტა გრეგოროვას მუქარაზე: შეშფოთებული ვარ. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ შენ უნდა აგკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი კითხვა არ მოეწონა?!

„ბოდიშით, მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ამ საკითხს. ძალიან შეშფოთებული ვარ ევროკავშირის განვითარებით. რაც უფრო ვსწავლობ, როგორ ვითარდება ევროკავშირი, მით უფრო მეშინია. რატომ? იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ შენ უნდა აგკრძალო, მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ ჟურნალისტი და შენი მთავრობა ევროკავშირის ხაზს არ ეთანხმება? უბრალოდ იმიტომ, რომ მას შენი კითხვა არ მოეწონა? - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 12:55

პოლიტიკა

ტიერი მარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გინდათ ერთი „საიდუმლო“ გითხრათ? დარწმუნებული ვარ, მალე ისევ გნახავთ მე-10 რეზოლუციის განხილვაზე. ეს ჰგავს ძველ დროს, თითქოს პოლიტბიურო ცდილობდეს თქვენს სახელმწიფოში პოლიტიკის თავს მოხვევას

ეს არის ჩარევა უცხო სახელმწიფოს საქმეებში, რადგან, ამ პარლამენტში მუდმივად ვიღებთ რეზოლუციებს, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ევროპულ პოლიტიკაში ჩარევას. მაგრამ ის, რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, ფაქტობრივად ზუსტად იგივეა, რადგან ამ რეზოლუციის საშუალებით ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს მოსახლეობაზე, მათი მთავრობის წინააღმდეგ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში გუშინ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

13 მარტი 2026, 12:51

მსოფლიო

Politico: ევროკავშირი ირანში ომის გამო მიგრანტების ახალი ტალღისთვის ემზადება

ევროკავშირი ირანში მიმდინარე ომის გამო ლტოლვილების ახალი ტალღისთვის ემზადება. ინფორმაციას Politico ოთხი ქვეყნის მიგრაციის საკითხებზე მომუშავე მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტიერი მარიანი

13 მარტი 2026, 12:49

პოლიტიკა

ტიერი მარიანი: თქვენ გინდათ, რომ ევროპაში იყოთ, რაც კარგია, მაგრამ ევროპა უნდა შეიცვალოს. იმედია, მომავალში ევროპული კომისია დააფასებს თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობას

„თქვენ გინდათ, რომ ევროპაში იყოთ, რაც კარგია, მაგრამ ევროპა უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება, რომ იყოს ევროპის კომისია, რომელიც ცდილობს ყველა სახელმწიფოში საკუთარი პოლიტიკის არჩევას, თავად მთავრობის წინააღმდეგაც კი.

13 მარტი 2026, 12:17

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“: საერთო ჯამში, „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის - ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მმართველობა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეხმაურება.

13 მარტი 2026, 12:16

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

კაროლ ნავროცკი

13 მარტი 2026, 12:09

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის 43,7 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკავშირის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

13 მარტი 2026, 11:43

პოლიტიკა

ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის არიან აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი

ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას ეუთოს 57 წევრიდან 32-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. ასევე 32 ქვეყანა არ შეუერთდა გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას.

13 მარტი 2026, 11:42

საზოგადოება

ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა მხარესთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

13 მარტი 2026, 11:34

ეკონომიკა

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.

თენგიზ შარმანაშვილი

13 მარტი 2026, 11:25

პოლიტიკა

შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე": მბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო - ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რასაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს

რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ამას არ შევეხებით. რატომ არ შევეხებით, მათგან განსხვავებით, ეს დასაბუთებული გვაქვს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს.

თენგიზ შარმანაშვილი

13 მარტი 2026, 11:20

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: მათი მიზანია, სიცრუეები ხან ერთ რეზოლუციაში ასახონ, ხან - მეორეში, რომ ამან საქართველოსთვის სახელგამტეხად და იმიჯის შემლახველად იმოქმედოს

მათი მიზანია, სიცრუეები ხან ერთ რეზოლუციაში ასახონ, ხან - მეორეში, რომ ამან საქართველოსთვის სახელგამტეხად და იმიჯის შემლახველად იმოქმედოს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. დეპუტატი ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.

გურამ მაჭარაშვილი

13 მარტი 2026, 11:18

პოლიტიკა

მაჭარაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მე-20 საუკუნეში ძალით შემოვიდნენ და წაგვართვეს სუვერენიტეტი და ახლა, 21-ე საუკუნეში გვეუბნებიან, შენი ნებით გადმოგვეცი სუვერენიტეტიო. ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არ გააჩნია

ასეთი ტიპის ანგარიშს არანაირი ღირებულება არც „ხალხის ძალისთვის“, არც ხელისუფლებისთვის და მით უფრო არც ქართველი ხალხისთვის არ გააჩნია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.