114-მა ოფიცერმა კაპიტნის საკარიერო კურსები დაასრულა
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
114 ოფიცერს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 წარმომადგენელს, კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა კურსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ სამხედრო განათლების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც „საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის“ გახსნას ითვალისწინებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამომავლოდ ინგლისურ ენაზე მანევრის უმცროსი ოფიცრები მომზადდებიან, რომლებიც ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას შეძლებენ.
ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეიდან ისინი კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებში განაგრძობენ მსახურებას.
კურსის განმავლობაში ოფიცრებმა ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, პერსონალის მართვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა შეისწავლეს. კურსდამთავრებულებმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებებიც გაიარეს.
საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას, მათში საბრძოლო და სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს.
კაპიტნის საკარიერო სკოლის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების II საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს ტაქტიკური დონის განათლება მიიღონ. კაპიტნის საკარიერო კურსების გავლა ოფიცერთა კარიერული განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. კაპიტნის საკარიერო სკოლაში ფუნქციონირებს 9 საკარიერო კურსი, რომელშიც სხვადასხვა გვარეობების მიხედვით, ასეულისა და ბატალიონის შტაბის ოფიცრებს ამზადებენ.
კაპიტნის საკარიერო კურსმა დაარსებიდან დღემდე ტრანსფორმაცია განიცადა. 2004 წელს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებისა და მრჩეველთა მხარდაჭერით ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი დაარსდა, რომელმაც პირველი მიღება 2005 წელს განახორციელა. 2007 წელს ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსად გადაკეთდა, შემუშავდა ახალი სასწავლო მასალა და პროგრამა. მოგვიანებით, 2007-2014 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად ჩამოყალიბდა სხვადასხვა გვარეობის - არტილერიის, დაზვერვის, მანევრის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოგისტიკის, ავიაციისა და პერსონალის კაპიტნის საკარიერო კურსები.
2005 წლიდან დღემდე კაპიტნის საკარიერო სკოლაში მომზადდა სულ 1226 ოფიცერი. მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლაში იყო 21 გამოშვება და მომზადდა 572 ოფიცერი.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 10:53
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვილთან კორუფციულ გარიგებაში და ქართველი ხალხის ბრძოლის „ფეხებზე დაკიდებაში" დაადანაშაულა.
19 სექტემბერი 2026, 10:49
სამართალი
სამართალდამცველებმა 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:48
მსოფლიო
ABC News: ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში დაზიანებულ აშშ-ის სამხედრო ბაზების აღდგენას ათწლეულები დასჭირდება
ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზები სერიოზულად დაზიანდა. ინფორმაციას ABC News-ი მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 10:41
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა.
19 სექტემბერი 2026, 10:34
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:31
საზოგადოება
მეფუტკრეთა გაერთიანება მეფუტკრეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეფუტკრე ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. გაერთიანების დირექტორმა ავქსენტი პაპავამ ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას.
19 სექტემბერი 2026, 10:29
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
19 სექტემბერი 2026, 10:25
მსოფლიო
მარკო რუბიო დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებაზე: ეს ისტორიული შეთანხმება აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს არქტიკაში სამუდამოდ უზრუნველყოფს და ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოხდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკის მიერ დანიასა და გრენლანდიასთან მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.
19 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
19 სექტემბერი 2026, 10:06
ჯანდაცვა
თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.
19 სექტემბერი 2026, 09:51
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2,68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით საჭირო სისტემებისა და შესაბამისი აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. პაკეტის სავარაუდო ღირებულება 2,68 მილიარდი დოლარია.
19 სექტემბერი 2026, 09:34
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიის სამეფოსა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტროლს ანიჭებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკამ დანიასა და გრენლანდიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კუნძულის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
19 სექტემბერი 2026, 09:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში
19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
19 სექტემბერი 2026, 08:30
მსოფლიო
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებულ კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ირანთან დაკავშირებულ სანქციებს აფართოებს და მათ წინააღმდეგ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
19 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
სუვერენიტეტის ფასი გეოპოლიტიკური რყევების ეპოქაში. სად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს შესახებ, თბილისში თუ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში?
19 სექტემბერი 2026, 00:40
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო
„განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 სექტემბერი 2026, 00:11
მსოფლიო
POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს
ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს, - წერს გამოცემა POLITICO.
18 სექტემბერი 2026, 23:55
მსოფლიო
The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს
პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
18 სექტემბერი 2026, 23:21
მსოფლიო
ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს
სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს - CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
18 სექტემბერი 2026, 22:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: გერმანიაში ერთმა აკაცუკმა მეორე აკაცუკს უჩივლა, თან სიამაყით დაამატა, რომ Facebook-ზე შეურაცხყოფა გერმანიაში სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ ის, რაც საქართველოში „რეპრესიულ კანონად“ ცხადდება, გერმანიაში, თურმე დემოკრატიული სახელმწიფოს მდგენელი ყოფილა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და ისტორიკოს გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში Facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების სამართლებრივ რეგულირებაზე.


