სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით
ფოტო: სუსი
„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა.
მანამდე, სუს-ში დაადასტურეს, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.
„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.
დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ”, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 19:50
საზოგადოება
კობა კობალაძემ ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო
ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან და ვეტერანებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
07 მარტი 2026, 18:58
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი
თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
07 მარტი 2026, 18:40
პოლიტიკა
სუბარი: 3-ჯერ და 5-ჯერ მეტია მეზობლების ვაჭრობა ირანთან - სომხეთის წელიწადში აღწევს 1 მილიარდ დოლარს, აზერბაიჯანის - 700 მილიონს. არ მგონია, რომ გამოსულიყო რომელიმე მათი ოპოზიციონერი და ტერორისტულ ქვეყანასთან თანამშრომლობა დაებრალებინა
ჯერ გვაბრალებდნენ, რომ საქართველო რუსეთთან სანქციების გვერდის ავლის საშუალებაა და გამოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი ხდება. დღეს ახლა აბრალებენ, რომ ირანია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, - „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
07 მარტი 2026, 18:24
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის
ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
07 მარტი 2026, 18:15
რეგიონი
ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება
რეაბილიტაციის შედეგად შენობა შეიძენს მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის ფუნქციას და გააერთიანებს სახალხო თეატრის, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება და შენობის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირება.
07 მარტი 2026, 18:12
პოლიტიკა
სოზარ სუბარი სუს-ში ხიდაშელის, კანდელაკისა და სანიკიძის დაბარებაზე: უნდა განუმარტონ გამოძიებას, რატომ აბრალებენ ქვეყანას იმას, რაც ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველიც იყოს
უნდა გამოიკითხონ და თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ მიაწოდონ. თუ ინფორმაცია არ აქვთ, უნდა განუმარტონ გამოძიებას, რატომ აბრალებენ ქვეყანას იმას, რაც ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველიც იყოს, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას.
07 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი
სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი, - ასე შეაფასა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის აუცილებლად უჩივლებს.
07 მარტი 2026, 17:59
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე აშშ-სთან ურთიერთობაზე: ვისაც მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა აღდგებოდა, იმაზე ადრე გავაწბილებთ, ვიდრე შეიძლებოდა, მათ ეს წარმოედგინათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ
ვისაც მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა აღდგებოდა, იმაზე ადრე გავაწბილებთ, ვიდრე მათ შეიძლებოდა, ეს წარმოედგინათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
07 მარტი 2026, 17:57
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ლომჯარიაზე: სამწუხაროა, როდესაც ადამიანს, რომელიც პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურ თანამდებობას იკავებდა საქართველოში, დღეს უწევს უკანა კარებით სიარული ელჩებთან და უწევს საკუთარ ხალხს დაემალოს
სამწუხაროა, როდესაც ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურ თანამდებობას იკავებდა საქართველოში დღევანდელ დღეს უწევს უკანა კარებით სიარული ელჩებთან და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
07 მარტი 2026, 17:48
პოლიტიკა
შალამბერიძე ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: ცდილობენ, დააზიანონ საქართველოს ინტერესი აშშ-ს თვალში იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრ სახლში წარმატებულ ვიზიტს ახორციელებენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა. შალამბერიძე აღნიშნავს, რომ ეს კვლევები მოკლებულია ყოველგავრ ფაქტებსა და არგუმენტებს.
07 მარტი 2026, 17:42
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ანალიტიკური ცენტრების - უილსონის ცენტრი, ჰერითიჯის ფონდი და America first policy institute ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან.
07 მარტი 2026, 17:37
პოლიტიკა
წყალმომარაგების კომპანიამ გახარიას პარტიის წევრი და მოქმედი პარლამენტარი, გელა აბულაძე დააჯარიმა
წყალმომარაგების კომპანიამ გახარიას პარტიის წევრი და მოქმედი პარლამენტარი, გელა აბულაძე დააჯარიმა.
07 მარტი 2026, 17:04
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი: ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?
„ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?”, - წერს იგი.
07 მარტი 2026, 16:52
მსოფლიო
Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ბერლინის პროკურატურამ 18 წლის სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფის გამო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
07 მარტი 2026, 16:49
პოლიტიკა
აბაშიძე: ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე, არამეგობრულია, საზოგადოებამ განსაჯოს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ ერთმანეთს შევადარებთ - ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე და არამეგობრულია, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.“
07 მარტი 2026, 16:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე: მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „მეგობარი რთულ დროში გამოიცდება“. მეგრელიშვილი იხსენებს, 2008 წლის აგვისტო ომის დროს ისრაელის მიერ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობას და აცხადებს, რომ სწორედ ის იქნებოდა ქართულ-ებრაული მეგობრობა ისინი რუსეთს რომ არ დახმარებოდნენ.
07 მარტი 2026, 16:47
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, ისრაელმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში 2013 წლით დათარიღებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რომლებიც მისმა მთავრობამ ისრაელისგან რუსეთთან ომის წინ შეიძინა, ცნობილი გახდა „მოწინააღმდეგისთვის“.
07 მარტი 2026, 16:23
მსოფლიო
ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ირანზე ძლიერი დარტყმა განხორციელდება.
07 მარტი 2026, 16:21
სამართალი
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან


