30 მარტი 2026, 12:41 / სანდო წყარო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლელული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა. მანვე უკანონოდ მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი“. ასევე, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,კლეფედრონს’’ და დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება ნასამართლევი პირის მიერ); 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველა სიახლე

30 მარტი 2026, 14:27

მსოფლიო

Politico: ევროკავშირის წევრებისთვის ბლოკში მდიდარი ქვეყნების მიღება უფრო მიმზიდველია, ვიდრე ღარიბების

Politico წერს, რომ ევროკავშირისთვის ახლა გაერთიანებაში მდიდარი ქვეყნების მიღებაა უფრო მიმზიდველი, ვიდრე ღარიბების. ევროპელმა დიპლომატებმა გამოცემას უთხრეს, რომ წევრი ქვეყნებისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება გაერთიანებაში ისლანდიისა და ნორვეგიის გაწევრება, ვიდრე უკრაინის, მოლდოვის ან კიდევ რამდენიმე ქვეყნის.

30 მარტი 2026, 14:25

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებას, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

30 მარტი 2026, 14:12

სამართალი

სამართალდამცავებმა ნეონაცისტური დაჯგუფების 13 წევრი დააკავა, რომელთაგან 7 არასრულწლოვანია: დაკავებულები განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავა.

30 მარტი 2026, 14:09

მსოფლიო

იტალიაში, უსაფრთხოების შესახებ განკარგულების ამოქმედების შემდეგ 91 ადამიანი დააკავეს

იტალიაში უსაფრთხოების შესახებ განკარგულების ამოქმედებიდან პირველად 91 ადამიანი დააკავეს , რომლებიც რომში არაავტორიზებულ დემონსტრაციაზე დასწრებას გეგმავდნენ. პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თქმით, ესენი იყვნენ საშიში ანარქისტები, რომლებიც პოლიციის სათავო ოფისთან იმ ორი ანარქისტის ხსოვნის აღსანიშნავად გეგმავდნენ შეკრებას, რომლებიც 19 მარტს, ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მუშაობის დროს მომხდარი აფეთქებისას დაიღუპნენ.

30 მარტი 2026, 14:05

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტში ბრეთის, ბებნისისა და რუისის სავარგულები შეუფერხებლად მოირწყვება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის გამანაწილებელ არხს ნატანი მასისგან წმენდს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

30 მარტი 2026, 14:01

პოლიტიკა

პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე წიგნის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ

პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები - გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და პარტიის წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე წიგნის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

30 მარტი 2026, 13:58

მსოფლიო

აჰმედ ალ-შარაა ბერლინში ვიზიტით იმყოფება

სირიის ლიდერი ბერლინში ვიზიტით იმყოფება. აჰმედ ალ-შარას გერმანიის პრეზიდენტმა უმასპინძლა. სირიის ლიდერი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.

ვიქტორ ორბანი

30 მარტი 2026, 13:49

მსოფლიო

Politico: ევროკავშირი არჩევნებში ორბანის გუნდის გამარჯვებაზე რეაგირების ვერსიებს განიხილავს

Politico-ს ცნობით, ევროკავშირი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანისა და მისი გუნდის გამარჯვებაზე რეაგირების ვერსიებს განიხილავს. მუშავდება 5-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანიც არის ბრიუსელისთვის პრობლემური ლიდერების გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება. კერძოდ, საქმე ეხება ევროკავშირში გადაწყვეტილებების ერთხმად მიღების პროცედურის კვალიფიცირებული უმრავლესობის პრინციპით ჩანაცვლებას.

სანდრო მამუკელაშვილი

30 მარტი 2026, 13:43

სპორტი

ქართული დერბი NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა🏀

მამუკელაშვილის ანგარიშზე 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრაა. მატჩის შემდეგ ის „ტორონტოს“ საკვანძო მოთამაშედ აღიარეს.

ილია ინჯია

30 მარტი 2026, 13:39

საზოგადოება

ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ, „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს უცხოურ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვებით მიმართა.

დიმიტრი ხუნდაძე

30 მარტი 2026, 13:39

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი

მე არ მგონია, რომ ეს კარგი გამონაკლისი იყოს. კონკრეტიკაც შემიძლია, მაგალითად, „ომეპრაზოლის“ შემთხვევაში - ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტი, როდესაც საბაზრო ღირებულება ბრენდულის შემთხვევაში არის 15-20 ლარის ფარგლებში და ჯენერიკის არის - 12-18 ლარის ფარგლებში, ანუ, სხვაობა არის მინიმუმზე მინიმუმი, - განაცხადა პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენლის, გუგა რამიშვილის რეპლიკის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა: „თუკი რომელიმე ორიგინალი [მედიკამენტი] არის იაფი და ჯენერიკები მასთან დაკავშირებით ძალიან იაფი არ არის, ეს კარგი გამონაკლისია და არა ცუდი გამონაკლისი“.

ნინო წილოსანი

30 მარტი 2026, 13:38

ეკონომიკა

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ

სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ მედიკამენტებს ისეთ ფასად იყიდდით, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ წამალი თავის გადარჩენისთვის ეყიდათ. გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები იმიტომ, რომ ადგილზე წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდდით წამლებს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს, გოჩა გოგილაშვილს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

ელისო ბოლქვაძე ჟანა ანდრიასიანი

30 მარტი 2026, 13:28

რეგიონი

აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძემ, შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ჟანა ანდრიასიანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

30 მარტი 2026, 13:23

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობის და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

30 მარტი 2026, 13:20

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი მიმდინარე წლის განმავლობაში 10 ავტომატური სადგურით ფართოვდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

30 მარტი 2026, 13:10

საზოგადოება

სემეკ-მა დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი ტარიფი დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. გადაწყვეტილება კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

30 მარტი 2026, 13:02

საზოგადოება

ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტყეებში ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

30 მარტი 2026, 12:58

ეკონომიკა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები „Alimentaria 2026“-ზე წარდგნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით 9 ქართულმა კომპანიამ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Alimentaria მიიღო მონაწილეობა.

30 მარტი 2026, 12:58

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გადადგა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ბრიფინგზე პირადი სურვილი დაასახელა.

30 მარტი 2026, 12:54

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.