07 მაისი 2026, 17:05 / სანდო წყარო

პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავა.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე არსებული გამოძიების ფარგლებში.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად: ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დავაკავეთ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.

პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ყველა სიახლე

ოლა ჰენრიკსონი

07 მაისი 2026, 18:06

პოლიტიკა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ოლა ჰენრიკსონი: ძალიან გვიხარია, რომ დიასპორის მომავალი სამიტი თბილისში გაიმართება... მოუთმენლად ველით მთავრობასთან თანამშრომლობას

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ოლა ჰენრიკსონმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან შეხვედრა შეაფასა.

პაატა სალია

07 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

პაატა სალია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: „დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს რეკომენდაციები - რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა ,,მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ალბათ მიხვდებიან ეს ადამიანები, რომ რეზოლუციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ, არ შეესაბამება სიმართლეს

ალბათ მიხვდებიან ეს ადამიანები [ევროპარლამენტარები], რომ რეზოლუციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ იღებენ, არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“.

ცოტნე ანანიძე

07 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო არავის აფარებს ხელს! პრემიერის მიდგომა აღსრულდა, ვინც აქციებზე კანონს არღვევს ან ძალას ბოროტად იყენებს, პასუხს აგებს. ეს არის ინსტიტუციური სამართლიანობის სწორი გზა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ზვიაშ შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:02

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე მონტენეგროს სამიტზე: რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში არიან დღევანდელ დღეს და არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ არიან კანდიდატებიც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ მონტენეგროს სამიტთან დაკავშირებით.

პაატა სალია

07 მაისი 2026, 18:01

პოლიტიკა

პაატა სალია: რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია

„სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეფასებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გიორგი უძილაურის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა.

იოჰან ვადეფული

07 მაისი 2026, 18:00

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მერცმა, შესაძლოა, პუტინს დაურეკოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა სააგენტო Bloomberg-ს უთხრა, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს.

პაატა სალია

07 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ორგანიზებით იმართება და მას 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებზე: ვხედავთ, რომ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, რაც საბოლოოდ, ჩვენს ორ ქვეყანას მიიყვანს იქამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ისევ აღდგება

თუ ვინმე იყო ამ შემთხვევაში დამნაშავე იმ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტისა, იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ის ნაბიჯები, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იდგმებოდა ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ზვიად შალამბერიძე

07 მაისი 2026, 17:59

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: მისასალმებელია ეს ურთიერთობა, რადგან ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის იყო მეგობრულ დამოკიდებულებაში და ეს არის ის ქვეყანა, რომელთანაც არა მარტო მეგობრობა, არამედ პარტნიორობაც აკავშირებდა საქართველოს

ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაიდგმებოდა უკრაინის მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

07 მაისი 2026, 17:35

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა, ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნია იმნაძე დაკითხვისას შეუძლოდ გახდა. ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაკითხვა აღარ გაგრძელდება, რადგან დაცვის მხარემ უდაოდ გახადა მოწმის ჩვენება. სხდომაზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც.

კაროლ ნავროცკი

07 მაისი 2026, 17:35

მსოფლიო

პოლონეთი და ლიეტუვა მზად არიან საკუთარ ტერიტორიებზე ამერიკელი სამხედროები განალაგონ

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ლიეტუვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას დააპირებს, ვარშავა მზად არის ისინი პოლონეთში მიიღოს და ამისთვის პოლონეთი საჭირო ინფრასტრუქტურასაც ფლობს.

გურამ მაჭარაშვილი

07 მაისი 2026, 17:35

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. მან განაცხადა, რომ ერევნის სამიტზე ზელენსკიმ გამოავლინა ინიციატივა საქართველოსთან მიმართებით.

მაკა ბოჭორიშვილი

07 მაისი 2026, 17:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას

მისი თქმით, მაისის ბოლოს აშშ-იდან იგეგმება კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

ნინო წილოსანი

07 მაისი 2026, 17:28

პოლიტიკა

წილოსანი: უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც ესტონეთისთვისაა საჭირო პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოს შემთხვევაში, თურმე ეს აკრძალული გვქონდა - ჩვენს შემთხვევაშიც გამჭვირვალობის კანონი ამას ისახავდა მიზნად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ესტონეთის პარლამენტის მიერ კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

07 მაისი 2026, 17:27

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

რატი იონათამიშვილი

07 მაისი 2026, 17:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში

ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

07 მაისი 2026, 17:16

პოლიტიკა

პატა მანჯგალაძე მოსამართლეს: აბსურდია იმის მტკიცება, რომ უკვე ორგანიზებულ აქციას ხელახლა ვაორგანიზებდი

აბსურდია იმის მტკიცება, რომ უკვე ორგანიზებულ აქციას ხელახლა ვაორგანიზებდი, - ასე მიმართა მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პაატა მანჯგალაძემ.

07 მაისი 2026, 17:14

სამართალი

ირაკლი ნადირაძე ოთხი ოქტომბრის საქმეზე: აბსოლუტურად შეგნებულად, შიშველი ხელებით, ყველანაირი ძალადობის გარეშე შევედი ერთადერთი მიზნით, რომ მეც დავეკავებინე

„აბსოლუტურად შეგნებულად, შიშველი ხელებით, ყველანაირი ძალადობის გარეშე შევედი ერთადერთი მიზნით, რომ მეც დავეკავებინე. ოღონდ, გულწრფელად წარმოუდგენელი იყო, რომ იმ ხალხსაც და ჩვენც სისხლის სამართლით დაგვიჭერდნენ და არა ადმინისტრაციული წესით“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.