07 მაისი 2026, 20:20 / სანდო წყარო

აქტივისტზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტზე თავდასხმის საქმე - პროკურატურამ 5 პირი დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

საქმე ეხება 2024 წლის აქციებზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს. აქტივისტზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტზე თავდასხმას.

ნინო არღვლიანის სიუჟეტი.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 21:20

პოლიტიკა

პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო

უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 21:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში

ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 მაისი 2026, 21:15

მსოფლიო

ზელენსკი: ვრცელდება ცნობები რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოსგან, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ - ჩვენ ამას არ ვურჩევთ

რუსებს უკრაინისგან აღლუმის ჩატარების ნებართვა სურთ, რათა წელიწადში ერთხელ, ერთი საათით უსაფრთხოდ გამოვიდნენ მოედანზე, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდნენ ჩვენი ხალხის მკვლელობასა და ომის წარმოებას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლიზა გეგეჭკორი

07 მაისი 2026, 21:06

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია

ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი წერს სოციალურ ქსელში რითაც ის, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 21:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ბრალეულობა დამხობის ორგანიზების კუთხით და კიდევ ერთხელ მიეცა შეფასება, რა მოხდა 4 ოქტომბერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

07 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკა და სუსტი სასაზღვრო კონტროლი - შეერთებული შტატები ევროპას ტერორისტული საფრთხის წარმოშობის ადგილად მიიჩნევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს თეთრი სახლის ანტიტერორისტული სტრატეგიის ვრცელ დოკუმენტში წერია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მდიდარ ევროპულ ქვეყნებს სისუსტეში ადანაშაულებს და დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს.

შალვა პაპუაშვილი

07 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მალტისა და მასპინძელი ქვეყნის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. მქონდა საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე, რა თქმა უნდა, რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოსთვის დღესდღეობით საერთოა, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ვიზიტისას ჟურნალისტებს.

პეტერ მადიარი

07 მაისი 2026, 20:50

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების რა ნაწილი უნდა მიიღოს ქვეყანამ

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ევროკომისიასთან დაპირისპირებაში შევიდა, რაც ვიქტორ ორბანის შემდგომი პერიოდის პირველი რეალური გამოცდაა - ბუდაპეშტისთვის გაყინული ევროკავშირის სახსრების რა ნაწილის წამოღებას შეძლებს ის ქვეყანაში? - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „უნგრეთი და ევროკავშირი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ 10 მილიარდი ევროს დაფინანსების რა ნაწილი უნდა მიიღოს ქვეყანამ“.

გიორგი ზერეკიძე

07 მაისი 2026, 20:42

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე - პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს

სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე 2024 წლის აქციებზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებაზე.

07 მაისი 2026, 20:39

სამართალი

ეკა კუპატაძე: ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს, არ შევარჩენ არავის. ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული

გიგა ავალიანის საქმეზე მოწმე ნია იმნაძე სასამართლოში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა დაკითხვამდე განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და სხდომა დატოვა.

07 მაისი 2026, 19:43

მსოფლიო

The Washington Post: აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს შეუძლია ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტისთვის დაწესებულ ბლოკადას კიდევ თვეების განმავლობაში გაუძლოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანალიზი, რომელიც ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს მიმდინარე კვირაში წარუდგინეს, ასკვნის, რომ ირანს შეუძლია აშშ-ის საზღვაო ბლოკადას, სულ მცირე, სამი-ოთხი თვის განმავლობაში გაუძლოს, ვიდრე უფრო მძიმე ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდება, - წერს გამოცემა The Washington Post-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

07 მაისი 2026, 19:36

საზოგადოება

პროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია დამნაშავედ ცნო.

07 მაისი 2026, 19:29

მსოფლიო

Reuters: AfD-ის მხარდაჭერა აღმოსავლეთ გერმანიის მხარეში არჩევნების წინ მკვეთრად იზრდება

ხუთშაბათს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) სექტემბერში აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი მხარის არჩევნებში გამარჯვებისკენ მიისწრაფვის. ეს ზრდის იმის პერსპექტივას, რომ პარტიამ რეგიონული მთავრობა ისტორიაში პირველად ჩაიბაროს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

07 მაისი 2026, 19:25

კულტურა

თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა

კონფერენციას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

დავით ქართველიშვილი

07 მაისი 2026, 19:22

პოლიტიკა

ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: დაკავებამდე 2 დღით ადრე მოიგონეს, თითქოს თავად მიაგნეს მოძალადე სპეცრაზმელს. ცხადია ეს იყო წინასწარ გათვლილი ტყუილი იმისათვის, რომ დამნაშავის დაკავება საკუთარ თავზე გაეფორმებინა პროპაგანდას

მამუკა მდინარაძემ, 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ახალი პოზიციიდან დაინტერესდება და კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აქციაზე მომხდარი ცალკეული ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობას... ფაქტობრივად ეს იყო პირობა მისი მხრიდან, რომ დაისჯებოდნენ ის ძალოვნები, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში იძალადეს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

07 მაისი 2026, 19:16

პოლიტიკა

კირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი

გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ეხმაურება.

07 მაისი 2026, 19:08

სამართალი

გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

07 მაისი 2026, 19:05

სამართალი

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

07 მაისი 2026, 19:02

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოსა და თურქმენეთს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს

საქართველოსა და თურქმენეთს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში მჭიდრო და მზარდი თანამშრომლობა აკავშირებს. თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები და ცალკეულ პროექტებში ერთობლივი ჩართულობის გეგმები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.