13 მაისი 2026, 17:07 / სანდო წყარო

შსს: ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„საზოგადოების დეტალური ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქოს არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

განცხადებაში მითითებულ პერიოდში, კერძოდ 2025 წლის ივნისიდან დღემდე საქართველოდან გაძევებულია 2300-მდე ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელი, რომელთაგან, მხოლოდ და მხოლოდ 2%-ის გაძევების ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყო სახელმწიფომ, ხოლო დარჩენილმა 98%-მა თავად აანაზღაურა დაბრუნების ხარჯები.

რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს მხოლოდ ერთი უცხოელის წარმოშობის ქვეყანაში, ერთი მიმართულებით, ბილეთის შესაძენად სამინისტრომ 2000 ლარამდე დახარჯა, ესეც წარმოადგენს მიზანმიმართულ მანიპულაციას. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, არალეგალი უცხოელის, იძულების წესით, საქართველოდან გაძევების დროს, აუცილებელია მიგრაციის თანამშრომლების მიერ ესკორტირების (გაცილების) განხორცილება, რათა სრულად იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი მოიცავს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამგზავრებისა და დაბრუნების, ასევე თავად გასაძევებელი პირის მგზავრობის ხარჯებს.

უნდა აღნიშნოს, რომ ძირითად შემთხვევებში, ესკორტი შედგება სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მინიმუმ ორი წევრისაგან, თუმცა რიგ შემთხვევებში, კონკრეტული ავიაკომპანიების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა სამი წევრის ჩართულობა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გაძევების ღონისძიებები წარმოადგენს სამართლებრივად გაწერილ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში განხორციელებულ პროცესს, რომლის მიზანია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მიგრაციული წესრიგის დაცვა.

მიგრაციული კონტროლის ეფექტიანი აღსრულება არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული პროცესი — ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების, სამართლებრივი წესრიგისა და ქვეყნის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმი. სწორედ ამიტომ, მიგრაციის დეპარტამენტი აგრძელებს კანონის ფარგლებში ეფექტიან და თანმიმდევრულ მუშაობას, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხო და მოწესრიგებული მიგრაციული გარემო.

კონკრეტულ მედია საშუალებებს და მათთან დაკავშირებულ პირებს კი, მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციული, მანიპულაციური და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ მოხდეს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

13 მაისი 2026, 20:39

სამართალი

10 ათასი დოლარი უკანონო საკემპინგო სივრცის მფარველობისთვის და ყალბი დოკუმენტების გაცემა - დაკავებულია ორი საჯარო მოხელე და შუამავალი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კორუფცია დაუსჯელი არ დარჩება - ეს დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, გახსნილია დანაშაულები საჯარო მოხელეთა მონაწილეობით. საქმე ეხება, ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, უკანონობის ხელშეწყობას და მფარველობას.

13 მაისი 2026, 20:32

პოლიტიკა

გამჭვირვალობა, როგორც პრიორიტეტი და საქართველო მოწინავე პოზიციებზე - რა წერია დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველი ადგილი, დემოკრატიის აღქმის ინდექსით ევროპის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოზე უკეთესი შედეგები, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულში. საქართველო მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ კვლევაში იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები დემოკრატიას.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

13 მაისი 2026, 20:26

მსოფლიო

Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას

დონალდ ტრამპი ოთხშაბათს პეკინში ჩავიდა და ჩინეთის ლიდერისგან, სი ძინპინისგან ამერიკული კორპორაციებისთვის ქვეყნის „გახსნა“ მოითხოვა - ამით მან სცადა, რომ ორდღიანი სამიტის ფარგლებში თავისი ვიზიტის ცენტრალურ თემად უფრო მჭიდრო ბიზნესკავშირები ექცია, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

13 მაისი 2026, 20:26

ეკონომიკა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა 8 მლრდ დოლარს გადააჭარბა - რა პროგნოზის საფუძველს იძლევა 4 თვის მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ექსპორტის რეკორდული ზრდა აღინიშნა. ეკონომიკის სამინისტრო ასე აფასებს მიმდინარე წლის პირველი 4 თვის მონაცემებს.

13 მაისი 2026, 20:20

ეკონომიკა

15 პირველადი მოხმარების პროდუქტი ფასდაკლებით - ქსელურ მარკეტებში სპეციალური სტენდი გაჩნდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირველადი მოხმარების თხუთმეტამდე პროდუქტი სხვადასხვა ქსელურ მარკეტში სპეციალურ ფასად გაიყიდება. დახლებზე სპეციალური ნიშანი გაჩნდა.

13 მაისი 2026, 20:17

პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე - მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა. დეტალები „ქრონიკაში“

მედიის თავისუფლების შეზღუდვა - ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

13 მაისი 2026, 19:57

საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

13 მაისი 2026, 19:52

მსოფლიო

Deutsche Welle: ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსი ბიზნესმენის, მიხეილ გუცერიევის სარჩელი და გააუქმა მასზე დაწესებული სანქციები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერისთვის ჰქონდა შეფარდებული

ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსი ბიზნესმენის, მიხეილ გუცერიევის სარჩელი და გააუქმა მასზე დაწესებული სანქციები, რომლებიც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერისთვის ჰქონდა შეფარდებული. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

13 მაისი 2026, 19:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი

ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლსა და ახლახან დაწესებულ მოსაკრებლებიდან მიღებულ შემოსავლებს იყენებს იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც აშშ-ის ბლოკადამ გამოიწვია, რამაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობა თითქმის სრულად გაანადგურა, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

13 მაისი 2026, 19:38

რეგიონი

14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

ეკა სეფაშვილი

13 მაისი 2026, 19:20

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: სწორედ ქართული ღირებულებებია ნაწილი იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელსაც ეფუძნება რეალური ევროპა

„სწორედ ქართული ღირებულებებია ნაწილი იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელსაც ეფუძნება რეალური ევროპა,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

13 მაისი 2026, 19:13

კულტურა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრეზენტაციას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრეზენტაციას დაესწრო

მარინ ლე პენი კილიან მბაპე

13 მაისი 2026, 19:12

მსოფლიო

ლე პენი: როდესაც მბაპე ამბობს, რომ ჩვენ არჩევნებს ვერ მოვიგებთ, ეს მამშვიდებს - მან „პსჟ“ დატოვა და „რეალში“ გადავიდა იმ მიზეზით, რომ ჩემპიონთა ლიგა მოეგო, თუმცა მას შემდეგ „პსჟ“-მ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება

საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს კრიტიკას ირონიით უპასუხა.

13 მაისი 2026, 19:04

პოლიტიკა

პარლამენტის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული წიგნის გამოფენას დაესწრნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული წიგნის გამოფენას დაესწრნენ.

ნიკოლა სარკოზი

13 მაისი 2026, 19:00

მსოფლიო

პარიზის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ სარკოზის მიმართ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 5 წლით არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვა მოითხოვა

პარიზის სააპელაციო სასამართლოში, სადაც 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიიდან უკანონო დაფინანსების საქმეს განიხილავენ, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

13 მაისი 2026, 18:40

მსოფლიო

„LGBTIQ+ იდენტობა არ საჭიროებს მკურნალობას“ - ევროკომისია კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვის პირობას დებს

ევროკომისია გამოეხმაურა ევროპის მოქალაქეთა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ე.წ. „კონვერსიული პრაქტიკის“ - ორიენტაციის შეცვლისკენ მიმართული ინტერვენციების - აკრძალვის მოთხოვნით.

13 მაისი 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ვახტანგ ლომჯარია

13 მაისი 2026, 18:30

ეკონომიკა

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს. პირველ რიგში, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამასთან დაკავშირებით.

13 მაისი 2026, 18:23

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, დამხმარე პირის მეშვეობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

13 მაისი 2026, 18:22

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.