04 ივნისი 2026, 19:32 / სანდო წყარო

გენერალური პროკურორი: 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი

2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირი იყო. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დევნა დაწყებული იყო საჯარო სექტორში დასაქმებული 61 პირის მიმართ, მათ შორის, მხოლოდ 2 იყო მაღალი თანამდებობის პირი, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი და დევნა დაიწყო 125 პირის მიმართ, რაც 42 ბრალდებულით აღემატება წინა წლის შედეგს.

მისი თქმით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 230 სისხლის სამართლის საქმეზე, რაც წინა 3 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2025 წელს ყველაზე ხშირად, 72-ჯერ გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 66 შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, 59 შემთხვევაში მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, 26 შემთხვევაში სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, 18 ქრთამის აღების და 8 - ქრთამის მიცემის შემთხვევებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 7 და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ფაქტზე“ - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტებზე დროული რეაგირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული იყენებს სამსახურებრივ მდგომარეობას.

„2025 წელს დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 43 ბრალდებულით პირველ ადგილზეა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი მითვისება-გაფლანგვა, მას მოჰყვება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 23 პირით, სამსახურებრივი სიყალბე - 22 ბრალდებულით, ქრთამის აღება - 18 პირით, სამსახურებრივი გულგრილობა - 16 პირით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - 7 ბრალდებულით, ქრთამის მიცემა - 6 პირით და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა - 4 ბრალდებულით. ხაზგასასმელია, რომ 2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ანგარიშის წარდგენისას, გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ 2025 წელს მითვისება-გაფლანგვის ჩადენის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი 44 პირი, სამსახურებრივი სიყალბისთვის გასამართლდა 16 პირი, ქრთამის აღებისთვის – 10 პირი, ხოლო ქრთამის მიცემისთვის – 6 პირი.

„რაც შეეხება კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულს, გამოძიება დაიწყო 77 სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე 47 საქმეზე, კომერციული მოსყიდვის - 17 საქმეზე და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 13 საქმეზე. კერძო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 115 პირის მიმართ, მათ შორის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე 81 პირის მიმართ, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 22 პირის მიმართ და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 12 პირის მიმართ. ვინაიდან კორუფციულ დანაშაულები ხშირად ხასიათდება მატერიალური ზარალით 2025 წელს, მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 294 ერთეულ უძრავ ქონებას, 34 ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და 64 კომპანიის წილს. 2025 წელს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 82 პირის მიმართ და ჩამოართვა 825 492 ლარის ღირებულების 15 უძრავი ქონება და 261 000 ლარის ღირებულების 4 სატრანსპორტო საშუალება“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2026, 11:09

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 8,6% შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9%-ით განისაზღვრა

2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.

31 ივლისი 2026, 10:59

სამართალი

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:54

საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.

31 ივლისი 2026, 10:52

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.

31 ივლისი 2026, 10:51

საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

31 ივლისი 2026, 10:47

საზოგადოება

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის“ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ანტონიო ტაიანი

31 ივლისი 2026, 10:40

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას.

31 ივლისი 2026, 10:38

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.

31 ივლისი 2026, 10:21

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:18

სამართალი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:15

რეგიონი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49.18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 10:12

რეგიონი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ტყესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.

ფრანკო ბარეზი

31 ივლისი 2026, 10:09

სპორტი

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ წევრი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მილანი“ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

კაროლ ნავროცკი

31 ივლისი 2026, 09:51

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება. ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე სმარტფონებისა და მსგავსი ფუნქციის მქონე მოწყობილობების გამოყენება აეკრძალებათ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 ივლისი 2026, 09:44

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა.

31 ივლისი 2026, 09:26

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღე უნალექოდ ჩაივლის, თუმცა ზოგან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. მომდევნო დღეებში კი მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

პეტერ მადიარი

31 ივლისი 2026, 09:23

მსოფლიო

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში ენერგოკრიზისი ემუქრება. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.