10 ივნისი 2026, 15:22 / სანდო წყარო

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 119 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 119 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები „ჰეროინი“, ,,კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, ,,მცენარე კანაფი” ,,პრეგაბალინი’’ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით,), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა), 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა შენახვა) 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.

ყველა სიახლე

10 ივნისი 2026, 16:30

პოლიტიკა

მარიამ გრიგოლიშვილი პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე: ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის

9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

10 ივნისი 2026, 16:25

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვით, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესრულების პირობით

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

10 ივნისი 2026, 16:24

ეკონომიკა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შიდა ქართლში 66 მილიონიან ენერგეტიკულ პროექტს იწყებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შიდა ქართლში სამი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 65 963 611 ლარს შეადგენს.

10 ივნისი 2026, 16:24

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.

10 ივნისი 2026, 16:17

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

10 ივნისი 2026, 16:17

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

10 ივნისი 2026, 16:09

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში ახალი N21 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

ბათუმში ახალი N21 საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად გაეცნო.

ვახტანგ ბაჩიაშვილი

10 ივნისი 2026, 16:09

პოლიტიკა

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივნისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.

10 ივნისი 2026, 15:57

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის, გამოწვევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 15:42

პოლიტიკა

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია, მნიშვნელოვანია

ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ეხებოდა.

10 ივნისი 2026, 15:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არის ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმების შედეგად, დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია არის 4 800 მგვტ, გაიზრდება 11 500 მგვტ-მდე, 10-წლიან პერსპექტივაში

ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არის ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმების შედეგად, დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია არის 4 800 მგვტ, გაიზრდება 11 500 მგვტ-მდე, არც თუ ისე შორეულ, 10-წლიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

10 ივნისი 2026, 15:39

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში კვების ობიექტი „სამიკიტნო“ (მის: ჭიათურის რაიონი, სოფ. კალაური, ინდმეწარმე ლ. მ.) გეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა: გამწოვი სისტემის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.

10 ივნისი 2026, 15:37

ჯანდაცვა

ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იშვიათი დაავადებების რეესტრის შექმნაზე, რომელშიც პირველი სწორედ ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებული მონაცემები აისახება

ცისტური ფიბროზი პროგრესიული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც ხშირია პაციენტებში მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები.

10 ივნისი 2026, 15:37

საზოგადოება

სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით სემეკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ფაქტს, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

10 ივნისი 2026, 15:36

სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცმა, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, შემდეგ კი დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა მომხდარიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 15:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანზე: მათ ძალიან დიდხანს გააჭიანურეს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც მათთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა. ახლა კი ამის საფასურის გადახდა მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ხელისუფლება დიდხანს აჭიანურებდა სასარგებლო გარიგების დადებას, ხოლო ახლა ამის საფასურის გადახდა მოუწევს.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 15:29

პოლიტიკა

პრემიერი: მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ, 2011-2012 წლები რომ ავიღოთ, რომ არა მისი განსაკუთრებული ინტელექტი და კომპეტენცია, ძალიან რთული კი არ იყო, შეუძლებელი ეგონა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება

მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ, 2011-2012 წლები რომ ავიღოთ, რომ არა მისი განსაკუთრებული ინტელექტი და კომპეტენცია, ძალიან რთული კი არ იყო, შეუძლებელი ეგონა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ჯაბა ხუბუა

10 ივნისი 2026, 15:29

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს - ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?

ესენი, ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო, უთავმოყვარეო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია ან საერთოდ ყრია თუ არა რამე საქართველოს იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 15:23

პოლიტიკა

პრემიერი: ვხედავთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმაზე, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან

ჩვენ ვხედავთ, რომ თავად აშშ, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.