22 ივნისი 2026, 14:08 / სანდო წყარო

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი: პრეზიდენტის სასახლეს ღობე საერთოდ რომც არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს

რომეო ტყეშელაშვილი

რომეო ტყეშელაშვილი

[პრეზიდენტის სასახლეს] ღობე საერთოდ რომ არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს, - განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე, 4 ოქტომბრის საქმის განაჩენის გამოცხადებამდე.

მისივე თქმით, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია.

„ძალადობა განხორციელდა ცეცხლის გაჩენით თუ ღობის ჩამოგდებით, იქ არაერთი პოლიციელი, სახელმწიფოს წარმომადგენელი დაზიანდა. ღობე საერთოდ რომ არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს. არამხოლოდ ღობესთან, არამედ ღობის შიგნითაც იყავით გადასულები. არაერთხელ მოხდა ღობეზე გადასვლა-გადმოსვლა, სტრატეგიული ობიექტის ტერიტორიაზე შესვლა“, - აღნიშნა მოსამართლემ.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2026, 15:22

სამართალი

პროკურატურამ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

22 ივნისი 2026, 14:44

მსოფლიო

უკრაინამ ვორონეჟში მიკროსქემებისა და ნახევარგამტარების ქარხანას დაარტყა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ადგილობრივმა გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა საოლქო ცენტრის თავზე „რამდენიმე მაღალსიჩქარიანი საჰაერო მიზანი“ ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა „ვორონეჟის ერთ-ერთი საწარმოს საწარმოო ობიექტები“, რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი და ავტომობილები, დასძინა ჩინოვნიკმა. დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

22 ივნისი 2026, 14:43

ეკონომიკა

Google-მა საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა

Google-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2026, 14:39

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

22 ივნისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ლანა მორგოშია: საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც საქართველომ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია საჯარო მმართველობის, ზოგადად, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდებისა თუ ამ მიწოდების არხების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

22 ივნისი 2026, 14:23

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს მატუშ ბუშოვსკის შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

22 ივნისი 2026, 14:17

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების „N1 ცვლილება“ განიხილეს, რომელიც ჩარჩო შეთანხმების ვადის 9 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

22 ივნისი 2026, 14:15

საზოგადოება

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა.

22 ივნისი 2026, 14:14

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით, ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას

Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.

22 ივნისი 2026, 14:12

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას

Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადები, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.

22 ივნისი 2026, 14:10

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

22 ივნისი 2026, 14:10

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა. მან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა სახელმწიფო მინისტრის მიმართ. პროცესზე კვირკველია არ გამოცხადდა, თუმცა კომენტარის ავთენტიკურობა დაადასტურა და შეურაცხყოფას გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს.

22 ივნისი 2026, 14:08

საზოგადოება

ComCom-მა სატელეკომუნიკაციო დარგებში ავტორიზებული კომპანიებისთვის კალენდარი შექმნა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომისა და მაუწყებლობის სექტორებში ავტორიზებული პირებისთვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესავსები კალენდარი შეიმუშავა, რომელიც ComCom-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ახალი ინსტრუმენტი ყველა ავტორიზებულ, თუ ლიცენზირებულ პირს მისცემს დამატებით შესაძლებლობას აკონტროლონ ფორმების შესავსები ვადები, იმისთვის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები კომპანიებმა დროულად შეასრულონ.

22 ივნისი 2026, 14:07

მსოფლიო

Politico: კოშტას მოსკოვთან კონტაქტის აღდგენის მცდელობამ ევროკავშირის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია

გამოცემა წერს, რომ საჯაროდ ლიდერები კოშტას დასაცავად რიგში ჩადგნენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონტაქტი „გასაგები“ იყო, ხოლო ბელგიელმა ბარტ დე ვევერმა ეს „სრულიად ნორმალურ“ მოვლენად შეაფასა და კამერების წინ კოშტასთან იხუმრა კიდეც, ევროკავშირმა ის მოსკოვში პირადად უნდა გაგზავნოსო.

22 ივნისი 2026, 13:55

მსოფლიო

ფილიპინებზე სკოლაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც 14 და 15 წლისანი არიან, დაკავებულები არიან. ერთი სროლის შემდეგ მალევე დააკავეს, მეორე კი მოგვიანებით სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

22 ივნისი 2026, 13:54

საზოგადოება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დიმიტრი სამხარაძე

22 ივნისი 2026, 13:53

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის. სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას - ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ის და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგანან

იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი, რაც საჯაროდ არც გაჟღერებულა და შესაძლოა, ვერც კი გავიგოთ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის კვირის“ რეპორტაჟზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ქველმოქმედის და მშვიდობის გარანტის განვლილ გზას აღწერს.

22 ივნისი 2026, 13:51

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში განახლდა პროექტი - „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“.

22 ივნისი 2026, 13:48

რეგიონი

ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა.