10 ივლისი 2026, 15:52 / სანდო წყარო

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება.

სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით, ტერორისტული აქტის ჩადენის სხვა ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს დამატებით აქვს წარდგენილი ბრალდება და აღნიშნული საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

შაკო კუჭაშვილი

16 აგვისტო 2026, 15:31

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებზე, რომლებიც აფხაზეთში საწვავის შეტანის გამო საქართველოს უკრაინული დრონებით დაბომბვას ითხოვენ: ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები - საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც შიდა პოლიტიკური ბრძოლის სახეობად უნდა აღვიქვათ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს

სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ, - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერთა კომენტარებს სოციალურ ქსელში, რომლებიც საქართველოს მიმართ შესაძლო აგრესიის წახალისებას ცდილობენ.

16 აგვისტო 2026, 15:19

სპორტი

„პსჟ“ დღეს საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ შეებრძოლება

„პსჟ-მ“ ტიტულისთვის ბრძოლის უფლება საფრანგეთის ჩემპიონის რანგში მოიპოვა, „ლანსი“ კი ქვეყნის თასის მფლობელია.

16 აგვისტო 2026, 14:34

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი შვებულებაში ჰიდროციკლით სეირნობის გამო გააკრიტიკეს

ემანუელ მაკრონი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფოტოგრაფებმა ის საფრანგეთის რივეირაზე ჰიდროციკლით სეირნობისას დააფიქსირეს. რივიერაზე გატარებული შვებულების გამო ოპოზიციამ მაკრონი მწვავედ გააკრიტიკა.

16 აგვისტო 2026, 14:33

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

16 აგვისტო 2026, 14:28

საზოგადოება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი: ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს

ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს, - წერია გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაში.

16 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

INSA: გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 5 წლიან მინიმუმამდე დაეცა

გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 5 წლიან მინიმუმამდე დაეცა. სოციოლოგიური ინსტიტუტის, INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს მხარს რესპონდენტთა 20% უჭერს.

16 აგვისტო 2026, 14:24

მსოფლიო

ესპანეთში, ლას-პენიას-დე-რიგლოსის პროვინციაში ცეცხლი 16 000 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა, ინგლისში კი ხანძრის შედეგად 20-მდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ლას-პენიას-დე-რიგლოსის პროვინციაში ცეცხლი 16 ათას ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ხელისუფლებამ 19 დასახლებული რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.

16 აგვისტო 2026, 14:20

მსოფლიო

ინდიანაში შტორმს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ყველაზე რთული ვითარება ინდიანაპოლისშია, საიდანაც ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 150 ათასამდე აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

16 აგვისტო 2026, 14:15

კულტურა

„უნისონი 2026" - ონში ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი გაიმართა

„უნისონი 2026" - ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი ონში გაიმართა. გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საპატიო სტუმრები ანსამბლი „ქართული ხმები“ და კვარტეტი „უნისონი“ იყვნენ.

16 აგვისტო 2026, 14:11

მსოფლიო

კენტუკიში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, კენტუკის შტატში სროლა იყო. თავდასხმა ქალაქ ლექსინგტონის ცენტრალურ პარკში მოხდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

16 აგვისტო 2026, 14:07

სამართალი

თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთაგან ერთს, თურქეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთაგან ერთს, თურქეთის მოქალაქეს ბრალი უკვე წარუდგინეს. მას გამოძიება თაღლითობასა და თაღლითობის მცდელობას ედავება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დანარჩენებს ბრალს ამ წუთებში აცნობენ.

16 აგვისტო 2026, 14:04

მსოფლიო

თბილისში წვიმის შედეგად დაზიანებული ქუჩები გაწმენდილია

გაწმენდილია სანიაღვრე ქსელი, სპეციალური ჯგუფები შემოვლას ატარებენ, რათა დაზიანების შემთხვევაში პრობლემა აღმოფხვრან. დაიგო ასფლატიც იქ, სადაც გზა დაზიანდა. რამდენიმე საათიანმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანი დააზარალა, დატბორა სახლების ნაწილი და სარდაფები, ქუჩები და მეტროსადგურები. ჩამოიშალა მიწის მასა და ქვა-ღორღი

ცოტნე ანანიძე

16 აგვისტო 2026, 14:02

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: „ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე.წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია, როგორც ე.წ. ქართული ოპოზიცია

„ქართული" ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე. წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია - როგორც ე.წ.ქართული ოპოზიცია, - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.

16 აგვისტო 2026, 13:59

მსოფლიო

ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთის ჩრდილოეთით, ლეონის პროვინციაში, უეცარი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 2 ქალი დაიღუპა და 2 არასრულწლოვანი დაშავდა.

16 აგვისტო 2026, 13:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა -​ მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს

რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა საქართველოს აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, ეროვნული ღალატია, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

16 აგვისტო 2026, 13:12

მსოფლიო

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, ეს სამი ქვეყანა შიშობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების მიღმა დატოვებს. სწორედ ამიტომ, მათ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის ადგილი უზრუნველყოფილი იყოს.

ზაალ ანჯაფარიძე

16 აგვისტო 2026, 12:52

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთს უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული იერიშების მასშტაბის ზრდას ეხმიანება.

დავით ქართველიშვილი

16 აგვისტო 2026, 12:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა

მთავარია, ვინ არის ამ პარანოიის გამავრცელებელი. კვლავ იგივე ადამიანები, რომლებიც 2006-2008 წლებში კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას ასაწყობებდნენ, იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსებისა და სეპარატისტებისთვის. შემდგომ კი ამ იარაღით რუსებს უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხს და აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები მიმდინარეობს.

ლი ჯე მიონ

16 აგვისტო 2026, 12:42

მსოფლიო

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

პრეზიდენტის მოწოდება დიდწილად მის შარშანდელ დაპირებას ეფუძნება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სისტემის პატივისცემას და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ სწრაფვას ითვალისწინებს.

16 აგვისტო 2026, 12:40

თავდაცვა

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ერთთვიანი სწავლება საველე წვრთნასა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. დასკვნითი ეტაპი ჩატარდა ვაზიანის სასროლეთზე, სადაც ბატალიონის ასეულებმა ტაქტიკური გადაადგილება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელეს. სწავლების მიმდინარეობას მონიტორინგი საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლებმა გაუწიეს.