პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
ამირან გულუაშვილი
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. საქმის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა ისაუბრა.
„2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.
ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.
2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი - ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.
მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.
მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ - გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა - ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად.
პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. ნაკლების ჩვენება" - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 17:16
თემა
მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?
მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.
24 აგვისტო 2026, 12:21
პოლიტიკა
კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომი იყო გარედან წამოსული დაკვეთა და ის უმძიმესი ჭრილობები ქვეყანას დღესაც არ აქვს მოშუშებული.
24 აგვისტო 2026, 12:13
რეგიონი
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ერთი თვის განმავლობაში 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია. მათ შორის იყვნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 15-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები და 10-მდე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები. გარდა ამისა, ტექნოლოგიური ჰაბი 100-ზე მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მზარდია. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 12:04
ტაბლოიდი
ბურთი, რომლითაც მარადონამ „ღმერთის ხელი“ გაიტანა, აუქციონზე გაიყიდა⚽
მარადონამ, როგორც ცნობილია, ბურთი ხელით გადააგზავნა მეკარე პიტერ შილტონის კარში, რითაც არგენტინამ მეოთხედფინალში ინგლისი 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გოლი გაიტანა „ცოტათი მარადონას თავით და ცოტათი ღვთის ხელით“. მოგვიანებით, იმავე მატჩში, მარადონამ გაიტანა გოლი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც „საუკუნის გოლი“.
24 აგვისტო 2026, 12:00
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, საქართველოში არსებობს არა ოპოზიცია, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და დავალებებს უცხოელი პატრონებისგან იღებენ.
24 აგვისტო 2026, 11:54
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე გვაქვს საუბარი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი წერილების მეშვეობით ცდილობდა, თავი გადაერჩინა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.
24 აგვისტო 2026, 11:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
24 აგვისტო 2026, 11:48
საზოგადოება
შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიური შეხვედრა გაიმართა
შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება - ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიური შეხვედრა გაიმართა. ბანაკის მონაწილეებს ამჯერად დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე და მსახიობი გია აბესალაშვილი ეწვივნენ.
24 აგვისტო 2026, 11:43
პოლიტიკა
ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს
ფეისბუკ პოსტებით ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილისგან ამჯერად თაკო ჩარკვიანი იცავს. ის სააკაშვილს სახელმწიფოს მშენებელს უწოდებს, ჩერგოლეიშვილს კი დასცინის.
24 აგვისტო 2026, 11:40
მსოფლიო
ახალმა ზელანდიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს
კანონპროექტის მომზადებისას შესწავლილი იყო ავსტრალიის გამოცდილება, რომელმაც 16 წლამდე ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება მსოფლიოში პირველმა აკრძალა. ანალოგიური შეზღუდვების მიღებას გეგმავენ ვიეტნამში, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებში.
24 აგვისტო 2026, 11:28
რეგიონი
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი: მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თუ რა მოხდებოდა. მთელი საძირკველი წყლით იყო დაფარული, როდის ჩამოიშლებოდა და როდის მოიყოლებდა ქვეშ პერსონალს და პაციენტებს ეს შენობა, ამის განსაზღვრა შეუძლებელი იყო - ახალი ლოკაცია არის სპეციალურად შერჩეული, რადგან აქ ხდება სამი ხეობის ჰაერის შერწყმა
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს აბასთუმნის ფილტვის ცენტრის ხელმძღვანელი, თითქოს ცენტრი შეუფერებელ გარემოში გადაიტანეს. რევაზ ჟღენტის განმარტებით, შენობების რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. ფილტვის ცენტრის ახალი მისამართი კი სპეციალურად შეარჩიეს ჰაერის ცირკულაციის გათვალისწინებით.
24 აგვისტო 2026, 11:21
საზოგადოება
სააპელაციო სასამართლო: 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოქალაქეს, მოსამართლეს და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელს ულოცავს კონსტიტუციის დღეს
სააპელაციო სასამართლო კონსტიტუციის მიღების დღეს ეხმაურება.
24 აგვისტო 2026, 11:21
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 11:20
სამართალი
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
24 აგვისტო 2026, 11:17
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.
24 აგვისტო 2026, 11:15
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 11:14
საზოგადოება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!
ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები! - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 11:12
მსოფლიო
რაფაელ გლუკსმანი: დიახ, მე საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ვარ
„დიახ, მე საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ვარ. ნუთუ ჩვენს ქვეყანას უკიდურეს მემარჯვენეებს ჩავაბარებთ? ასეთი არჩევანის წინაშე მდგარს, გვერდზე დგომა არ შემეძლო“, - განუცხადა მან ფრანგულ ტელეარხ TF1-ს.
24 აგვისტო 2026, 11:06
მსოფლიო
ჩინეთსა და ვიეტნამში ტაიფუნმა წყალდიდობა გამოიწვია
გადაუღებელმა წვიმამ და ტაიფუნმა „ნორამ“ ჩინეთსა და ტაივანში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ჩინეთის ჰუანსის პროვინცია პრაქტიკულად მთლიანად დატბორა. სტიქიის ზონიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. უკვე გახიზნულია 54 ათასამდე ადამიანი. ტაივანში 4 ადამიანი დაკარგულად ითვლება.


