25 სექტემბერი 2026, 17:29 / სანდო წყარო

ალექსანდრე დარახველიძე: მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ

ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

შსს-თვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩატარებულ აქციას, რომელიც ნარკოტიკების თემაზე გაიმართა.

დარახველიძის თქმით, საპოლიციო დანაყოფები 24 საათის განმავლობაში ატარებენ შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, რათა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის თითოეული ფაქტი დროულად იყოს გამოვლენილი და დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ.

„მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი იყო გამოვლენილი, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ. დღეის მდგომარეობით, პირველი 8 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის 6 500-ზე მეტი პირია ბრალდებული, საიდანაც 1251 პირი სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციასა და გავრცელებაში.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოებას ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეული ნარკოდანაშაულის შესახებ და ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური იყოს“, - განაცხადა დარახველიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ რამდენიმე ადამიანთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართა. „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქცია-პერფორმანსის მთავარი თემა ნარკოტიკები იყო.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 18:26

სამართალი

პროკურატურამ არასრულწლოვანების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, არაადამიანური მოპყრობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერს ბრალდება წარუდგინა.

25 სექტემბერი 2026, 18:18

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად

ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.

25 სექტემბერი 2026, 18:15

სამართალი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის და აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახური (FBI) ტერორიზმში ბრალდებული პირის ექსტრადირებას ეხმაურება

FBI ნიუ-იორკის განყოფილება, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათ წლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ფაქტს ეხმაურება.

25 სექტემბერი 2026, 18:12

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

25 სექტემბერი 2026, 18:09

სამართალი

უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, საქართველოდან აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის, უზბეკეთის მოქალაქის დაკავებისა და ექსტრადირებისთვის, - აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: ეკა გიგაურისნაირი ქვეყნის მოღალატეები რომ ჩავლენ და მათ პოზიციას გაიზიარებენ, დამერწმუნეთ, მისი განცხადების საფუძველზე რაღაც რეზოლუციას მიიღებენ და ეცდებიან ქვეყნის დასჯას

ეკა გიგაურისნაირი ქვეყნის მოღალატეები რომ ჩავლენ და მათ პოზიციას გაიზიარებენ [ევრობიუროკრატები], დამერწმუნეთ, მისი განცხადების საფუძველზე რაღაც რეზოლუციას მიიღებენ და ეცდებიან ქვეყნის დასჯას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ირაკლი ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 18:02

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირთან უერთიერთობაზე: სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება, გვქონდა ნორმალური ურთიერთობა. შემდეგ დაიწყო რევოლუციის მცდელობები, ხელისუფლების არაკანონიერი გზით დამხობის მცდელობები. ახლა რას ითხოვენ? რიტორიკის შეცვლაზე ჩვენ გვესაუბრებიან მაშინ, როდესაც არაერთი კანონი გვაქვს მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რომ დავიცვათ და რადიკალების ღონისძიებებს აფინანსებენ

სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება, გვქონდა ნორმალური ურთიერთობა. შემდეგ დაიწყო რევოლუციის მცდელობები, ქვეყნის ხელისუფლებს არაკანონიერი გზით დამხობის მცდელობები. ახლა რას ითხოვენ? რიტორიკის შეცვლაზე ჩვენ გვესაუბრებიან მაშინ, როდესაც არაერთი კანონი გვაქვს მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რომ დავიცვათ და რადიკალების ღონისძიებებს აფინანსებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 სექტემბერი 2026, 18:00

მსოფლიო

Euronews: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს - უკრაინას 20 მილიარდ ევრომდე ფინანსური დახმარების მიღება სჭირდება

ბრიუსელი კიევზე ზეწოლას აძლიერებს, რათა უკრაინამ იმ რეფორმების განხორციელება დააჩქაროს, რომლებიც დაახლოებით 20 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მისაღებად არის აუცილებელი. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

25 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ქუჩის პროტესტზე: საკუთარი არსებობის გასამართლებლადაც კი სჭირდებათ, რომ გამოვიდნენ და რომელიმე, მაგალითად, 667-ე დღე ჩაატარონ. ეს მათი არსებობის გამოვლინებად არის მიჩნეული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით გორდულაძე ქუჩის პროტესტის არსს აფასებს.

თორნიკე ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორ დაგეგმეს გარე აქტორების ჩართულობით მორიგი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც სამიზნეში იღებს გაცხადებულ სამშვიდობო კურსს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.„ქრონიკასთან“ ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა, სადაც გვარამია ამბობს „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინი

25 სექტემბერი 2026, 17:28

მსოფლიო

DW: რუსეთი სომხეთს 1 ნოემბრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდების სრული შეწყვეტით ემუქრება, თუ ერევანი ოთხ პოლიტიკურ მოთხოვნას არ შეასრულებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

25 სექტემბერი 2026, 17:27

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: არ მოსწონთ „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი შერიგების პოლიტიკა, ქართველი ხალხის სურვილი, რომ ნდობა აღდგეს პირველ რიგში ქართველ და აფხაზ, ქართველ და ოს ხალხებს შორის

არ მოსწონთ „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი შერიგების პოლიტიკა, ქართველი ხალხის სურვილი, რომ ნდობა აღდგეს პირველ რიგში ქართველ და აფხაზ, ქართველ და ოს ხალხებს შორის, - საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომლის თქმითაც, „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“.

25 სექტემბერი 2026, 17:15

საზოგადოება

„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის ხიდან) მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვერ შეძლებენ გადაადგილებას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

25 სექტემბერი 2026, 17:10

საზოგადოება

2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო წლების დინამიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული კულტურების წარმოების, ისე პროდუქტიულობის, წარმოების სტრუქტურისა და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილების გათვალისწინება.

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

25 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. უდიდესი ცვლილებებია მოსალოდნელი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრას გამოეხმაურა და მას ძალიან პროდუქტიული უწოდა.

25 სექტემბერი 2026, 17:01

პოლიტიკა

სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა

ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.

25 სექტემბერი 2026, 16:38

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს

ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მისალოცი წერილი.

25 სექტემბერი 2026, 16:32

საზოგადოება

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკაში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდნენ

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2026, 16:17

პოლიტიკა

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე ნუკა არველაძეს: რაც შენ „ოცნებამ“ პატივი გცა, არც მადლიერება გცოდნია და არც ადამიანობის გაგეგება. ახლა ვრწმუნდები, ნაცებს კი არ ებრძოდი, პირიქით, მათ ჰყავდი დასაქმებული

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში ნუკა არველაძის ბოლოდროინდელ კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებისკენ არის მიმართული.