25 სექტემბერი 2026, 18:00 / სანდო წყარო

Euronews: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს - უკრაინას 20 მილიარდ ევრომდე ფინანსური დახმარების მიღება სჭირდება

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

ბრიუსელი კიევზე ზეწოლას აძლიერებს, რათა უკრაინამ იმ რეფორმების განხორციელება დააჩქაროს, რომლებიც დაახლოებით 20 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მისაღებად არის აუცილებელი. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, უკრაინას ეს თანხები განსაკუთრებით სჭირდება, რადგან ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება და რუსეთი საომარ მოქმედებებს აძლიერებს.

„აუცილებელია, რომ უკრაინამ გააგრძელოს ევროკავშირთან ერთობლივად შეთანხმებული რეფორმებისა და პოლიტიკის პირობების შესრულება. მათი დროული განხორციელება გადამწყვეტია იმისთვის, რომ კომისიამ შესაბამისი თანხების დაგეგმილი წესით გაცემა შეძლოს“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

Euronews-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ევროკომისია უკრაინის ხელისუფლებასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ქვეყნის ფინანსური დეფიციტის ზუსტი მასშტაბი დადგინდეს. პროცესში ჩართულია საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, რომელსაც უკრაინის დახმარების საკუთარი პროგრამა აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს 27 მილიარდი დოლარის, ანუ 23,75 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დეფიციტზე ისაუბრა. ამ თანხამ ევროკავშირის წარმომადგენლები მოულოდნელობის წინაშე დააყენა და მისი წარმომავლობის შესახებ კითხვები გააჩინა.

გარდა ამისა, უკრაინას მომავალ წელს 32,6 მილიარდი დოლარის ფინანსური დანაკლისი აქვს.

პრობლემის გადასაჭრელად ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ გათვალისწინებული 90-მილიარდიანი დახმარების სესხის ნაწილის 2027 წლიდან 2026 წლისთვის წინმსწრებად გადმოტანის წინადადება წამოაყენა. სესხი ორ, 45-45 მილიარდი ევროს ოდენობის ნაწილად არის გაყოფილი, რაც ნიშნავს, რომ ვადების ცვლილების შემთხვევაში მომავალ წელს უკრაინისთვის ნაკლები თანხა დარჩება.

ზელენსკიმ ასევე წამოაყენა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა - ინიციატივა, რომელიც ევროკავშირმა გასულ წელს განიხილა, თუმცა მისი განხორციელება ვერ შეძლო.

ბრიუსელი ამ მიდგომას არ ეთანხმება და ხაზს უსვამს, რომ დამატებითი რესურსების მოთხოვნამდე უკრაინამ ყურადღება იმ რეფორმების დასრულებაზე უნდა გაამახვილოს, რომელთა დამტკიცების ვალდებულებაც ქვეყანას აღებული აქვს, თუმცა ისინი უკრაინის უმაღლეს რადაში ამჟამად შეჩერებულია.

რეფორმების განხორციელება ევროკავშირისგან ორი ფინანსური პაკეტის მისაღებად აუცილებელი პირობაა: 13,5 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის სესხისა და 6,45 მილიარდი ევროს ოდენობის Ukraine Facility-ის ფარგლებში, წერს ტელეარხი.

ხუთშაბათს უკრაინისთვის საერთო ჯამში 2,9 მილიარდი ევროს ოდენობის გადაცემის საკითხი დამტკიცდა. თუმცა კანონმდებლობის მიღების ნელმა ტემპმა მეორე, 3,9 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანშის გადაცემა შეაფერხა.

ვითარებამ ევროკომისარ ვალდის დომბროვსკისსა და ევროკომისარ მარტა კოსს უბიძგა უმაღლესი რადის სპიკერისთვის რუსლან სტეფანჩუკისთვის წერილი გაეგზავნათ და არსებული მდგომარეობის მნიშვნელობაზე გაეფრთხილებინათ.

„აუცილებელი კანონმდებლობის დროული მიღება გადამწყვეტია ევროკავშირის ხელმისაწვდომი დაფინანსების უზრუნველსაყოფად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული დინამიკის შესანარჩუნებლად და უკრაინის ეკონომიკისა და საჯარო ფინანსების გასაძლიერებლად“, - წერენ ისინი.

Euronews-ის მიერ ნანახ წერილს თან ერთვის იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომლებიც „მიღებას ელოდება“ და რომელთა დამტკიცება და განხორციელებაც ბრიუსელს მოკლევადიან პერიოდში სურს.

ზოგიერთი კანონპროექტი, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გადახდისუუნარობასთან, საჯარო სამსახურთან და დღგ-ის გამარტივებასთან დაკავშირებული ინიციატივები, უკვე განიხილება რადაში. სხვა კანონპროექტები, მათ შორის სახელმწიფო დახმარების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და პროკურორებისთვის დისციპლინური სისტემის შესახებ კანონები, პარლამენტში ჯერ არ შესულა.

განსაკუთრებით სადავო აღმოჩნდა კანონპროექტი, რომელიც საერთაშორისო ამანათებისთვის საბაჟო შეღავათის გაუქმებას ითვალისწინებს. ინიციატივას უკრაინელი კანონმდებლების ნაწილი ეწინააღმდეგება, რადგან ქვეყანაში ჩინური ონლაინ მარკეტები, მათ შორის Temu და AliExpress-ი, განსაკუთრებით პოპულარულია.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 18:39

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორისი გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

ირაკლი ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 18:33

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგებინეთ ჩვენი ხედვა. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმაზეც, რომ ოკუპაციის პირობებში ყველაზე მეტად საქართველომ იცის მშვიდობის ფასი. შესაბამისად, ამიტომ არის მიუღებელი ჩვენი ე.წ. პარტნიორებისგან მუდმივ რეჟიმში კრიტიკა, ჭკუის სწავლება და მოწოდება, რომ თურმე ჩვენ არასწორ გზაზე ვდგავართ

ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და გამოდის, რომ მარტო ვართ ამ ბრძოლაში, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. ჩვენთვის არის წარმოუდგენლად რთული ჩვენი პარტნიორების გარეშე მსგავსი პრობლემის აღმოფხვრა და მასთან გამკლავება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ირაკლი ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 18:30

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენი ქვეყნის მთლიანობაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს - თითქოს, ერთგვარად პირს გვისინჯავენ, თუ არის შესაძლებელი, აფხაზეთის და ცხინვალის სანაცვლოდ რაიმე დივიდენდები ან ევროკავშირისკენ წინსვლა მიიღოს ქვეყანამ. 32 კი არა, 132 წელი რომ გავიდეს, იქნება ჩვენი ტკივილი, სანამ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები არ იქნებიან ერთ ოჯახში, როგორც აქამდე ვცხოვრობდით გაერთიანებულ საქართველოში

ჩვენი ქვეყნის მთლიანობაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

25 სექტემბერი 2026, 18:26

სამართალი

პროკურატურამ არასრულწლოვანების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, არაადამიანური მოპყრობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერს ბრალდება წარუდგინა.

იან პრაუდი

25 სექტემბერი 2026, 18:24

პოლიტიკა

იან პრაუდი: ჰორმუზის სრუტე ჯერ კიდევ დახურულია. ეს იწვევს ძალიან დიდ პრობლემას და ამიტომ ტრამპმა უნდა მოახერხოს თავისი ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. ვფიქრობ, ამ ბალანსის მიღწევა ძალიან რთულია. სწორედ ამას ემსახურება ჩინეთის პრეზიდენტთან დიალოგი

გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

25 სექტემბერი 2026, 18:18

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად

ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.

25 სექტემბერი 2026, 18:15

სამართალი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის და აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახური (FBI) ტერორიზმში ბრალდებული პირის ექსტრადირებას ეხმაურება

FBI ნიუ-იორკის განყოფილება, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათ წლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ფაქტს ეხმაურება.

25 სექტემბერი 2026, 18:12

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

25 სექტემბერი 2026, 18:09

სამართალი

უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, საქართველოდან აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის, უზბეკეთის მოქალაქის დაკავებისა და ექსტრადირებისთვის, - აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: ეკა გიგაურისნაირი ქვეყნის მოღალატეები რომ ჩავლენ და მათ პოზიციას გაიზიარებენ, დამერწმუნეთ, მისი განცხადების საფუძველზე რაღაც რეზოლუციას მიიღებენ და ეცდებიან ქვეყნის დასჯას

ეკა გიგაურისნაირი ქვეყნის მოღალატეები რომ ჩავლენ და მათ პოზიციას გაიზიარებენ [ევრობიუროკრატები], დამერწმუნეთ, მისი განცხადების საფუძველზე რაღაც რეზოლუციას მიიღებენ და ეცდებიან ქვეყნის დასჯას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ირაკლი ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 18:02

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირთან უერთიერთობაზე: სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება, გვქონდა ნორმალური ურთიერთობა. შემდეგ დაიწყო რევოლუციის მცდელობები, ხელისუფლების არაკანონიერი გზით დამხობის მცდელობები. ახლა რას ითხოვენ? რიტორიკის შეცვლაზე ჩვენ გვესაუბრებიან მაშინ, როდესაც არაერთი კანონი გვაქვს მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რომ დავიცვათ და რადიკალების ღონისძიებებს აფინანსებენ

სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება, გვქონდა ნორმალური ურთიერთობა. შემდეგ დაიწყო რევოლუციის მცდელობები, ქვეყნის ხელისუფლებს არაკანონიერი გზით დამხობის მცდელობები. ახლა რას ითხოვენ? რიტორიკის შეცვლაზე ჩვენ გვესაუბრებიან მაშინ, როდესაც არაერთი კანონი გვაქვს მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რომ დავიცვათ და რადიკალების ღონისძიებებს აფინანსებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

25 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ქუჩის პროტესტზე: საკუთარი არსებობის გასამართლებლადაც კი სჭირდებათ, რომ გამოვიდნენ და რომელიმე, მაგალითად, 667-ე დღე ჩაატარონ. ეს მათი არსებობის გამოვლინებად არის მიჩნეული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით გორდულაძე ქუჩის პროტესტის არსს აფასებს.

თორნიკე ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 17:33

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ იხილა, როგორ დამარცხდა ეს ყალბი რევოლუციური პათოსი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი, პროტესტის მონაწილეების მხირდან თავიანთი აქტივიზმის ფსვდო საკრალურ პრიზმაში გადაყვანის შესახებ საუბრობს.

თორნიკე ჭეიშვილი

25 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორ დაგეგმეს გარე აქტორების ჩართულობით მორიგი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც სამიზნეში იღებს გაცხადებულ სამშვიდობო კურსს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.„ქრონიკასთან“ ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა, სადაც გვარამია ამბობს „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“.

ალექსანდრე დარახველიძე

25 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ

შსს-თვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩატარებულ აქციას, რომელიც ნარკოტიკების თემაზე გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინი

25 სექტემბერი 2026, 17:28

მსოფლიო

DW: რუსეთი სომხეთს 1 ნოემბრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდების სრული შეწყვეტით ემუქრება, თუ ერევანი ოთხ პოლიტიკურ მოთხოვნას არ შეასრულებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

25 სექტემბერი 2026, 17:27

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გვარამიას განცხადებაზე: არ მოსწონთ „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი შერიგების პოლიტიკა, ქართველი ხალხის სურვილი, რომ ნდობა აღდგეს პირველ რიგში ქართველ და აფხაზ, ქართველ და ოს ხალხებს შორის

არ მოსწონთ „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი შერიგების პოლიტიკა, ქართველი ხალხის სურვილი, რომ ნდობა აღდგეს პირველ რიგში ქართველ და აფხაზ, ქართველ და ოს ხალხებს შორის, - საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომლის თქმითაც, „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“.

25 სექტემბერი 2026, 17:15

საზოგადოება

„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის ხიდან) მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვერ შეძლებენ გადაადგილებას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

25 სექტემბერი 2026, 17:10

საზოგადოება

2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო წლების დინამიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული კულტურების წარმოების, ისე პროდუქტიულობის, წარმოების სტრუქტურისა და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილების გათვალისწინება.