სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში კიდევ სამი მოქალაქე დაჯარიმდა
ფოტო: Facebook
თბილისის საქალაქო სასამართლომ თეიმურაზ მამალაძის საქმე განიხილა. მან შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. მოსამართლემ მამალაძე სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა. ხოლო 2500 ლარით დაჯარიმდა გიორგი სტურუა.
რუსთავის სასამართლომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მამუკა ღუბიანური 1500 ლარით დააჯარიმა და ერთი წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით გაიზრდება
შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მლრდ ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი - 1 მლრდ 200 მლნ ლარით, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ. მისივე თქმით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ემატება.
30 სექტემბერი 2026, 16:15
მსოფლიო
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: ევროპას რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის მზადება მოუწევს. წინ „ბნელი ზამთარია“
ბელგიის თავდაცვის მინისტრი ტეო ფრანკენი აცხადებს, რომ ევროპა უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და კონტინენტს „ბნელი ზამთარი“ ელოდება.
30 სექტემბერი 2026, 16:11
საზოგადოება
მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
30 სექტემბერი 2026, 16:11
ეკონომიკა
2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირების - 390 ლარამდე
2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირებისთვის კი 20 ლარით 390 ლარამდე, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ. სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
30 სექტემბერი 2026, 16:01
მსოფლიო
The Times of Israel: ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი Fly Dubai-ს რეისების შეჩერებას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული საავიაციო შეთანხმების შესწავლას ითხოვს
ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი მირი რეგევი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ყველა რეისის შეჩერებას ითხოვს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ თვითმფრინავში მომხდარ დილის ინციდენტს უკავშირდება, იუწყება The Times of Israel-ი.
30 სექტემბერი 2026, 15:37
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი Fly Dubai-ს თვითმფრინავის ინციდენტზე: ტერორიზმი ეშმაკია, რომელთანაც შეთანხმება არ უნდა შედგეს. ერთადერთი გამონაკლისი მისი დამარცხება და დედამიწის პირისაგან აღგვაა
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და ფაქტს ტერორიზმი უწოდა.
30 სექტემბერი 2026, 15:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
30 სექტემბერი 2026, 15:05
მსოფლიო
ისრაელის ფინანსთა მინისტრი: ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა
ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა.
30 სექტემბერი 2026, 14:43
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შუა დერეფანი, მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში გაიმართა.
30 სექტემბერი 2026, 14:35
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად
შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში მიმდინარეობს.
30 სექტემბერი 2026, 14:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: პირველივე წერილის შემდეგ გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილი იყო ავტორი, მეგონებოდა სააკაშვილის, ან ელისო კილაძის წერილები
პირველივე წერილის შემდეგ გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილი იყო ავტორი, მეგონებოდა სააკაშვილის, ან ელისო კილაძის წერილები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილზე საუბრისას.
30 სექტემბერი 2026, 14:30
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
30 სექტემბერი 2026, 14:28
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
30 სექტემბერი 2026, 14:28
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს კარგს არაფერს მისცემს
„მას პასუხი აქვს გასაცემი უმნიშვნელოვანეს კითხვაზე - საიდან მოხდა დიდძალი ქონების დაგროვება, რომელიც საპროცესი მოქმედებების შედეგად მისი კუთვნილი ქონებიდან ამოიღეს, უხერხულია, როდესაც ქვეყნის ყველა მიღწევას, ყველა წარმატებას საკუთარ თავს აბრალებს, არ ახსენებს გუნდს, არ ახსენებს ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლის გარანტორს, რომელმაც ეს წარმატება განაპირობა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
30 სექტემბერი 2026, 14:25
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ძნელად წარმომიდგენია, რომ წევრმა ქვეყნებმა დათმონ თავიანთი ვეტოს უფლება, თუმცა თუ სხვადასხვა მიზეზით აიძულეს სახელმწიფოები ამ მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლაზე, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი
ძნელად წარმომიდგენია, რომ წევრმა ქვეყნებმა დათმონ თავიანთი ვეტოს უფლება თუმცა თუ სხვადასხვა მიზეზით აიძულეს სახელმწიფოები ამ მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლაზე, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
30 სექტემბერი 2026, 14:23
პოლიტიკა
ცვლილება, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილები პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
30 სექტემბერი 2026, 14:17
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: ასე ხდება ყოველთვის, როდესაც არ ხარ ორიენტირებული საკუთარი ხალხის ინტერესებზე და ორიენტირებული ხარ გარე პატრონებზე
ასე ხდება ყოველთვის, როდესაც არ ხარ ორიენტირებული საკუთარი ხალხის ინტერესებზე და ორიენტირებული ხარ გარე პატრონებზე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ IRI კვლევის შედეგების შეფასებისას, რომელიც ოპოზიციამ დამალა.
30 სექტემბერი 2026, 14:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევაზე: პოლიტიკურად ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი თავისივე ხელით გაანულა
პოლიტიკურად ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი თავისივე ხელით გაანულა, - განაცხადა მედიასთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
30 სექტემბერი 2026, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: თავის დროზე, რისთვისაც ევროკავშირი შეიქმნა, ამ ყველაფერს თვითონ უგულებელყოფენ და ამბობენ, რომ უნდა შექმნან ერთი ძლიერი, ევრო საბჭოთა კავშირი
„რამდენიმე კვირის წინ კომისარს გააკეთებინეს განცხადება, რომ ამის შემდეგ ვისაც მივიღებთ ევროკავშირში, ვეტოს უფლების გარეშე იქნება ის სახელმწიფოო, ანუ, კოლონიად მიიღებენ. როგორც ჩანს, ახლა დისკომფორტი შეექმნათ, რომ არსებულ წევრებს ვეტოს უფლება აქვთ, არ მოსწონთ და ახლა აპირებენ, ბევრს სახელმწიფოს ვეტოს უფლება ჩამოართვან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.


