კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი ფ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორმა, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც საქართველოში საექიმო საქმიანობისთვის არ გააჩნდა სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ შესაბამის სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შპს „ლანცეტის“ დირექტორმა მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით, პაციენტების მოზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები და მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები, რაშიც ასევე დაარწმუნეს გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით 2016 წლის 12 თებერვალს შპს „ლანცეტში“ მისული საქართველოს მოქალაქეები - გ.ჩ. და კ.კ.
ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის“ დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს კლინიკა „ლანცეტი“-ს დირექტორმა ფ.ჯ.-მ და ბრალდებულმა მ.კ.-მ მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა და აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, რის სანაცვლოდაც პაციენტებისგან მოითხოვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის დაუყოვნებლივ გადახდა.
2016 წლის 28 თებერვალს პაციენტმა კ.კ.-მ შპს „ლანცეტის“ ანგარიშზე ჩარიცხა 99204 ლარი, საიდანაც თანხის ნაწილი 35000 ლარი ფ.ჯ.-მ გადასცა ბრალდებულ მ.კ-ს, ხოლო მეორე პაციენტთან 2016 წლის 7 მარტს ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, კლინიკა „ლანცეტის“ იურისტმა გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40.000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.
ტრანსპლანტაციის საბჭოს მხრიდან ოპერაციის ჩატარებაზე შპს „ლანცეტისთვის“ უარის თქმის მიუხედავად, ფ.ჯ.-ს დავალებით 2016 წლის 3 მარტს და 8 მარტს ზემოხსენებულ პაციენტებს ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ჯ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე დაიღუპნენ.
სამართალდამცველებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 22 მაისს დააკავეს. მას თაღლითობაში ედება ბრალი, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 01:12
მსოფლიო
მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ილაპარაკა და საზოგადოებას ევროპული პროექტის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა.
18 აგვისტო 2026, 01:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.
17 აგვისტო 2026, 22:39
რეგიონი
დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
17 აგვისტო 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.
17 აგვისტო 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ
60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.
17 აგვისტო 2026, 21:49
კულტურა
19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.
17 აგვისტო 2026, 21:37
მსოფლიო
Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება
როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.
17 აგვისტო 2026, 21:34
სპორტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.
17 აგვისტო 2026, 21:19
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.
17 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
17 აგვისტო 2026, 21:00
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს
ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.
17 აგვისტო 2026, 20:52
ეკონომიკა
უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.
17 აგვისტო 2026, 20:40
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.
17 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.
17 აგვისტო 2026, 20:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.
17 აგვისტო 2026, 20:24
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს
გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.
17 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.
17 აგვისტო 2026, 20:08
პოლიტიკა
გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.
17 აგვისტო 2026, 20:07
მსოფლიო
CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე
ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
17 აგვისტო 2026, 19:45
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სწავლას ზაარლანდის უნივერსიტეტის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში განაგრძობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.


