ლაშა კაციაზე პოლიციელების შესაძლო ზეწოლის საქმეს პროკურატურა და პოლიცია სწავლობენ
ლაშა კაცია
ფოტო: ლიბერალი
მუსიკოსი ლაშა კაცია პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. კაციას თქმით, პოლიციელებმა მას სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და დამცინავად მოექცნენ. კაცია ჰყვება, რომ პოლიციელები ემუქრებოდნენ დაჭერით, ნარკოტიკის ჩადებითაც. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.
მუსიკოსის თქმით, მან პოლიციელებისგან მოითხოვა, რომ ვინაობის დასახელება და პირადობის წარდგენა, თუმცა უარი მიიღო.
"შემდეგ დაიწყეს ჩემს პირადობაზე სურათების გადაღება, რაზეც ვკითხე, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. შემდეგ დაიწყეს ჩემს მიმართ დამცინავი დამოკიდებულება. ცდილობდნენ, მხრით დამჯახებოდნენ. რამდენჯერმე მოვახერხე, რომ ამეცილებინა. შემდგომ პირადობის დაბრუნება, რომ დაიწყეს, იყო დამცინავი დამოკიდებულება - უშუალოდ ხელში არ მაწვდიდნენ, ხან მარჯვნივ გაწევდნენ, ხან მარცხნივ, „აბა გამომართვი, აბა გამომართვი, რატომ არ მართვევ“, - ასე მაწვალეს დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში“, - ამბობს ლაშა კაცია.
მისი თქმით, პოლიციელებს ასევე ჰკითხა, ჩართული ჰქონდათ თუ არა კამერა, რაზეც უპასუხეს, რომ კამერები არ ჰქონდათ და ჩართულიც ვერ ექნებოდათ. ამის გამო, კაციამ თავად გადაწყვიტა მობილურით გადაღება, რაც პოლიციელებმა შეურაცხყოფად აღიქვეს.
მისი თქმით, შემდეგ მანქანის გადაღებაც უნდოდა, რადგან იყო სამოქალაქო მანქანა და არ იყო საპატრულო ეკიპაჟის მანქანა. როდესაც ეს დააპირა, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას მობილური გამოსტაცა, ორმა პოლიციელმა კი მანქანაში მისი ძალით ჩასმა დაიწყეს.
მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა სახლიდან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით გააჩერეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კაცია იხსენებს, რომ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ჰყავდათ. შემდეგ კი მათთან, თეთრი შკოდით კიდევ ერთი მანქანა მივიდა.
კაცია იხსენებს, რომ შემდეგ ბორკილებდადებული გლდანი-ნაძალადევის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. ითხოვდა ადვოკატსა და ზარის უფლებას, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ 5 წუთში დაარეკინებდნენ. მისი თქმით, როდესაც განყოფილება დატოვა და მობილური ტელეფონი დაუბრუნეს, გადაღებული ვიდეოები ტელეფონიდან წაშლილი იყო.
კაცია იხსენებს, რომ პოლიციელები აშინებდნენ დაჭერით, ეუბნებოდნენ, რომ რაღაც მიზეზს მოუდებდნენ და დაიჭერდნენ, ჩაუდებდნენ ნარკოტიკს.
„ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე დიდი აგრესიით გამოირჩეოდა, მეუბნებოდა, შენ ხომ არ გგონია, რომ რამე შეიცვალა, ზემოთ ხალხი შეიცვალა, ქვემოთ კი ისევ ისინი დარჩნენ. შეიძლება უარესი დაგემართოსო, ჩემი დაშინება უნდოდათ, რომ ეს კიდევ ყველაფერი არ იყო, რაც კი მელოდა წინ... მანქანაში მითხრეს - შენნაირი ადამიანები აჩენენ უნდობლობას პოლიციის მიმართ, შენ რომ ასე იქცევი, იმიტომ არ უყვარს ხალხს პოლიციაო. დაისჯები, რადგან არ გიყვარს პოლიციაო“, - ამბობს კაცია.
კაციას საქმეზე მთავარმა პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
კაციას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.
25 სექტემბერი 2026, 23:31
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.
25 სექტემბერი 2026, 22:42
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა
საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
25 სექტემბერი 2026, 22:03
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.
25 სექტემბერი 2026, 21:47
კულტურა
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.
25 სექტემბერი 2026, 21:44
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 21:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.
25 სექტემბერი 2026, 21:30
საზოგადოება
„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
25 სექტემბერი 2026, 21:05
სამართალი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
25 სექტემბერი 2026, 21:05
რეგიონი
სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.
25 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
25 სექტემბერი 2026, 20:52
საზოგადოება
ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.
25 სექტემბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.
25 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
ვის და რას ეხვეწება ეკა გიგაური - ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასებული საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარის მოხსენება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანტიქართული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას.
25 სექტემბერი 2026, 20:37
პოლიტიკა
ოპოზიცია შერიგების პოლიტიკის წინააღმდეგ - ნიკა გვარამიას უცვლელი რიტორიკა, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიად შეფასდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როცა ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებსა და შერიგების პოლიტიკაზე საუბრობს, ნიკა გვარამია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპოზიციონერის განცხადებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.
25 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
დეზინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკა აბათილებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები ისევ მტკიცებულებების გარეშე და მიღებული ახალი დავალება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ნარკორეალიზატორების მფარველობასა და სხვადასხვა დროს მომხდარ მკვლელობებში ადანაშაულებს, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ.
25 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - ასე ფასდება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე.
25 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეაზე და შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიჟეტი
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობის გრძელვადიანი მნიშვნელობა და ამ კონტექსტში მიმართვა აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რეგიონული უსაფრთხოება და შუა დერეფანი, ეკონომიკური ზრდა, მულტილატერალიზმი და საერთაშორისო თანამშრომლობა, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული პარტნიორობა - ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზავნილებზე, თითქმის ათ წუთიან გამოსვლაში ისაუბრა.
25 სექტემბერი 2026, 20:20
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეები“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პერსპექტივების შექმნა.
25 სექტემბერი 2026, 20:10
სპორტი
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 7500 ბავშვი ესწრება
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას მართავს. გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.


