imedi /  14 მარტი 2018, 13:32 / სანდო წყარო

მეტროში კაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

თბილისის მეტროში, ხანშიშესული კაცი მატარებლის ლიანდაგში ჩავარდა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა გაჩერებულია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ კაცი მატარებლის ლიანდაგებში გადახტა. 

imedinews-ის ინფორმაციით, ის გარდაიცვალა.

შემთხვევა მეტროსადგურ დიდუბიდან ღრმაღელისკენ მიმავალ გვირაბამდე ტერიტოიაზე მოხდა.

შსს მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებს.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

08 მარტი 2021, 10:23

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი

„ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში“ - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი.

08 მარტი 2021, 10:11

საზოგადოება

ქალების მხარდასაჭერად, ევროკავშირი საქართველოში ახალ კამპანიას იწყებს

ქალთა საერთშორისო დღეს, 8 მარტს ევროკავშირი საქართველოში ახალ საინფორმაციო კამპანიას - „ძლიერი ქალები-ძლიერი საქართველო“ იწყებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, კამოპანიის მიზანი იმ უმნიშვნელოვანესი როლის წარმოჩენაა, რომელსაც ქალები ასრულებენ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში - უფრო თანასწორი მომავლის შესაქმენლად.

გომი-საჩხერე

08 მარტი 2021, 09:59

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვაზიანი-შუამთა

08 მარტი 2021, 09:55

რეგიონი

ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვასილ მაღლაფერიძე

08 მარტი 2021, 09:52

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, ის პოლიტიკურ თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

08 მარტი 2021, 09:46

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-22) გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მიხეილ ჩხენკელი

08 მარტი 2021, 09:34

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ქალებს 8 მარტი მიულოცა

მიხეილ ჩხენკელმა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც მოინახულა. მინისტრმა ქალთა დღე მიულოცა 62-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს გულიზარ ბიწაძეს, რომელიც 60 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

08 მარტი 2021, 09:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 8 მარტს ქუთაისში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მოთოვს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ასევე თოვაა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

08 მარტი 2021, 08:56

რეგიონი

ბათუმში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ბათუმში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. სახლში ხუთი ოჯახი ცხოვრობდა.

ჟოან ლაპოტა

08 მარტი 2021, 08:41

სპორტი

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა

ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა ჟოან ლაპორტას მისცა. ის კლუბს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. არჩევნებში მე-2 პოზიცია კლუბის ლეგენდარული კაპიტნის კარლეს პუიოლის,ფავორიტმა ვიქტორ ფონტიმ დაიკავა.

08 მარტი 2021, 08:20

რეგიონი

სამთო კურორტებზე საბაგიროები დღეიდან გაიხსნება

სამთო სათხილამურო კურორტებზე მდებარე საბაგიროები დღეიდან ამუშავდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ადგილზე აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.

08 მარტი 2021, 08:09

ეკონომიკა

რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

სარესტორნო ბიზნესს სტანდარტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევს, სიახლეა ის, რომ მათ არ ექნებათ 360-ზე მეტი სტუმრის მიღების უფლება და ცოცხალი მუსიკა პირველ აპრილამდე შეზღუდული იქნება. რესტორნების გარე სიცრცეები 15 თებერვლიდან გაიხსნა. ძალაში რჩება შაბათ-კვირას არსებული შეზღუდვა.

08 მარტი 2021, 07:59

ეკონომიკა

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო. სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა 8 თებერვლიდან, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.

08 მარტი 2021, 01:03

საზოგადოება

„იმედის“ ეთერში საქველმოქმედო მარათონის შედეგად ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა

საქველმოქმედო მარათონის შედეგად, ბავშვების დასახმარებლად 570 641 ლარი შეგროვდა.

08 მარტი 2021, 00:52

კულტურა

Metal Hammer-მა საუკუნის საუკეთესო სიმღერა დაასახელა 🎸🤘

რეიტინგის პირველ ადგილზეა System of a Down-ის ცნობილი ტრეკი Chop Suey!. 2001 წელს გამოსულ ამ სიმღერას რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

წერილი

08 მარტი 2021, 00:26

ტაბლოიდი

მეცნიერებმა 300 წლის წინ დაწერილი წერილების გაუხსნელად წაკითხვა შეძლეს

საუბარი 577 წერილზეა, რომლებიც ჰააგაში 1689-1706 წლებში გაიგზავნა. ისინი სკივრში აღმოაჩინეს. მაგრამ საუკუნეების წინ, კონვერტების გამოგონებამდე წერილებს სპეციალური მეთოდით კეცავდნენ დაწერილი თვითონ ხდებოდა „კონვერტი“, თუმცა სიტყვები დამალული რჩებოდა. ასეთი წერილების წაკითხვა დღემდე მხოლოდ მათი გაჭრის შემთხვევაში შეიძლებოდა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ასოებს აზიანებდა და წერილის შინაარსი იკარგებოდა.

ლუკა კურტანიძე

08 მარტი 2021, 00:13

საზოგადოება

ლუკა კურტანიძე ბერა ივანიშვილს: დიდი ადამიანის შვილი ხარ და ამასთანავე სამაგალითო! რადგან ასეთი ხარ, მეგობარო, ამიტომაც მოგიწევს ასეთი ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში

დიდი ადამიანის შვილი ხარ და ამასთანავე სამაგალითო შვილი, მოქალაქე და პიროვნება! რადგან ასეთი ხარ, მეგობარო, ამიტომაც მოგიწევს ასეთი ტვირთის ზიდვა ცხოვრებაში! დიახ, მეამაყები ბერა, მეგობარო!, - ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონი, ლუკა კურტანიძესოციალურ ქსელში წერს და თავისი პოსტით ბერა ივანიშვილს მხარდაჭრას უცხადებს, „ბერა, მეგობარო! ჩვენ ისტორიულად ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფრის მკადრებელი არსებები... ჯერ სიტყვით კლავენ ადამიანს და შემდეგ, თუ ფიზიკურად შეძლეს, ამას გამარჯვებას უწოდებენ!

07 მარტი 2021, 23:49

ეკონომიკა

Financial Times-მა გაარკვია როგორი ალკოჰოლური სასმელებია პოპულარული პანდემიის დროს

ამაზე საზღვრების ჩაკეტვამაც იმოქმედა - ბევრს საზღვარგარეთ დაგეგმილი მოგზაურობა ჩაეშალა, ამიტომ ადამიანებმა შვებულებისთვის დაზოგილი თანხის ხარჯვა დაიწყეს, მათ შორის ძვირადღირებულ ალკოჰოლზე.

ქეთევან ბაკარაძე

07 მარტი 2021, 23:41

საზოგადოება

ქეთევან ბაკარაძე: მე ვრიცხავ „სოლიდარობის ფონდში" 1 000 ლარს და გთხოვთ ყველას, შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეუერთდეთ ამ კამპანიას

„ვუყურებ გადაცემა „ავტოგრაფის" ტელემარათონს და ძალიან სასიხარულოა, რომ „სოლიდარობის ფონდთან" კოორდინირებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება მძიმე სენით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად. ეს ის ფონდია, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და რომელმაც არაერთ პატარას გაუწია დახმარება, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებიდან. დღეს ჩვენი და ჩვენი შვილების სახელით უნდა გავერთიანდეთ, რომ ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო მეტმა წევრმა შეიტანოს წვლილი ამ ფასდაუდებელ საქმეში. მე დღეს ჩემი ხელფასიდან ფონდში ვრიცხავ 1 000 ლარს და გთხოვთ ყველას, შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეურთდეთ ამ კამპანიას, თუნდაც ერთი სატელეფონო ზარით, ნომერზე - 0901121212", - წერს ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

კორონას ვაქცინა

07 მარტი 2021, 23:20

COVID19

უნდა განიხილოს თუ არა საქართველომ ჩინურ „სინოფარმთან“ მოლაპარაკების დაწყება - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, უნდა განიხილოს თუ არა საქართველომ ჩინურ „სინოფარმთან“ მოლაპარაკების დაწყება, თუ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას მიიღებს, სპეციალისტებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თბილისის ინფექციურის საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როგორ ყველა ისიც ემხრობა ევრო-ატლანტიკური წარმოების ვაქცინის გამოყენებას, რადგან ისინი მოსახლეობაში მეტ ნდობას იწვევენ, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინაც შესაძლოა, არ იყოს ცუდი.