imedi /  04 ივნისი 2018, 15:15 / სანდო წყარო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი იკითხება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ადვოკატან ერთად კიდევ ერთი არასრულწლოვანი მივიდა.

"მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხული იყო რამდენიმე თვის წინ და დღეს მზად არის, როგორც მაშინ იყო მზად, რომ ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი. უშუალო შემსწრე შემთხვევის არ ყოფილა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი არაფერი არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაწილში. იმ დღეს იმყოფებოდა, ოღონდ არა შემთხვევის ადგილზე, მოგვაინებით არის მისული და რაც იცის იმის შესახებ ისაუბრებს", - აცხადებს ადვოკატი კახაბერ წერეთელი.

ამ ეტაპისთვის გამოკითხვაზე 6 მოსწავლე მივიდა, მათგან ორმა უკვე დატოვა სამინისტროს შენობა.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.  სასამართლო გადაწყვეტილებას პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2025, 17:15

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა იმართება

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა იმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ ათასამდე ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორეს ნათლული ჯამში 49 ათასზე მეტი ბავშვია.

13 ივლისი 2025, 16:26

სპორტი

სპორტის მინისტრი ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მუჰამედ ჯალუდთან და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ასტრიტ ჰასანისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა 2026 წელს ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს.

13 ივლისი 2025, 16:10

ტაბლოიდი

დუბაიში გახსნიან რესტორანს, რომლის შეფ მზარეულიც ხელოვნური ინტელექტი იქნება

რესტორნის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ Aiman-მა სწავლა სამეცნიერო კვლევებისა, პროდუქტების მოლეკულური შემადგენლობისა და მთელი მსოფლიოს სამზარეულოს რეცეპტების დახმარებით გაიარა. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ კერძებს ვერ დააგემოვნებს, ის რეცეპტებს პროდუქტების ტექსტურიდან და მჟავიანობიდან გამომდინარე ადგენს.

მეუფე შიო

13 ივლისი 2025, 15:51

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე

დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დღეს ქადაგებისას.

13 ივლისი 2025, 14:46

მსოფლიო

ბერგამოს აეროპორტში თვითმფრინავის ტურბინამ კაცი ჩაითრია

არსებული ინფორმაციით, კაცი არც მგზავრი იყო და არც აეროპორტის თანამშრომელი და აეროპორტში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების მიზნით მივიდა. ის თვითმფრინავს მიუახლოვდა, როდესაც მას მოძრაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და ტურბინაში შეხტომა რამდენჯერმე სცადა.

13 ივლისი 2025, 14:39

სპორტი

ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

13 ივლისი 2025, 14:36

მსოფლიო

კატალონიაში წყალდიდობას უმკლავდებიან

კატალონია ისევ წყალდიდობას უმკლავდება. ადიდებულმა წყალმა საავტომობილო გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დახმარების მოთხოვნით ასობით ზარი შედის. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც.

დონალდ ტრამპი

13 ივლისი 2025, 14:25

მსოფლიო

CBS: ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფაზე ფიქრობს

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ახალი დაფინანსება შესაძლოა პასუხი იყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასშტაბურ თავდასხმებზე. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ახალი დახმარება მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

სერგეი კისლიცა

13 ივლისი 2025, 14:19

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი

„ჰუმანიტარული საკითხხების გარდა, სტამბოლში არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. რუსები იქ ჩავიდნენ ულტიმატუმის კარნახის მანდატით. ულტიმატუმები რუსეთის დელეგაციამ შეხვედრის პირველ და მეორე რაუნდზეც წამოაყენა. მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი“, - აღნიშნა კისლიცამ.

13 ივლისი 2025, 14:08

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე იერიშებს განაგრძობს. ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს 40 დრონით შეუტიეს, მათგან 20 საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.

ლევან კოჭლოშვილი

13 ივლისი 2025, 13:36

პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი 18 ევროპელი მაღალჩინოსნის წერილზე: უნიჭო მცდელობაა, ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში - ამას ვერ ეღირსებით

17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.

13 ივლისი 2025, 12:48

მსოფლიო

ინდოეთში აჰმადაბადში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დაასახელეს

ავიაკატასტროფა 12 ივნისს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 242 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან 40 წამში სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. გადარჩა მხოლოდ ერთი მგზავრი. ასევე დაიღუპნენ ის ადამიანებიც, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში კატასტროფას260-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

13 ივლისი 2025, 12:36

ტაბლოიდი

იტალილაში ფლამინგოები ბრინჯის ნათესებს ანადგურებენ🦩

The Guardian-ის ინფორმაციით, ბრინჯის მოსაყვანად განკუთვნილი დატბორილი მინდვრები ფერარას პროვინციაში, ვენეციასა და რავენას შორის მდებარეობს. ფლამინგოები ამ რეგიონში ცოტა ხნის წინ დასახლდნენ. როცა ფრინველები მოლუსკებსა და მწერებს ეძებენ, ფეხებით ნიადაგს აფხვიერებენ და ნათესებს აზიანებენ. ზოგ ადგილას მოსავალი 90%-ით შემცირდა.

13 ივლისი 2025, 12:31

რეგიონი

ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი დღეს დაიხურება

ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი დღეს დაიხურება. ჯაზის მოყვარულები დისკოსა და სოულის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალთა ჯგუფს Sister Sledge-ს მოუსმენენ. გამორჩეული იყო ფესტივალის მეორე დღეც, მაყურებელმა ორ ჯგუფს მოუსმინა.

13 ივლისი 2025, 12:15

მსოფლიო

ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს ტარიფების გამო აკრიტიკებენ

„30%-იანი ტარიფი ევროკავშირის ექსპორტზე დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტის ოკეანეს ორივე მხარეს. პირველ აგვისტომდე შეთანხმების მიღწევისთვის მუშაობას გავაგრძელებთ. ამავდროულად, მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები პროპორციული კონტრზომების გამოყენებით“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

13 ივლისი 2025, 11:58

საზოგადოება

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. პარკის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ნაყინის დაგემოვნება შეუძლიათ. პარალელურად პატარებისთვის მიმდინარეობს გასართობი აქტივობები.

აბას არღჩი

13 ივლისი 2025, 11:54

მსოფლიო

თეირანი გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის წესებს განმარტავს

„რადიოაქტიური მასალების გავრცელებისა და დარჩენილი საბრძოლო მასალების აფეთქების რისკის მაღალია. ჩვენთვის IAEA-ს ინსპექტორების ბირთვულ ობიექტებთან მიახლოება, მოიცავს როგორ უშიშროების ასპექტს, ასევე თავად ინსპექტორების უსაფრთხოების საკითხს. ამიტომ სააგენტოს მიმართვებს ირანში მონიტორინგის გაგრძელების შესახებ საბჭო უსაფრთხოებისა და უშიშროების ყველა ასპექტის გათვალისწინებით განიხილავს და ნებართვას შესაბამისად გასცემს“, - განაცხადა არაღჩიმ.

პიტერ სიიარტო

13 ივლისი 2025, 11:39

მსოფლიო

პიტერ სიიარტო ევროპას ვაშინგტონთან სატარიფო შეთანხმების მიუღწევლობის გამო აკრიტიკებს

„ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკომისიის არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დადასტურება. მათ ვერ შეძლეს აშშ-თან ხელსაყრელი სატარიფო შეთანხმების მიღწევა და ევროპელები კიდევ ერთხელ იხდიან ამის ფასს. ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებზე დაწესებული ტარიფები ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა შემცირებულიყო. ჩვენ გვჭირდება პატრიოტები და არა ბიუროკრატები“, - წერს სიიარტო.

რობერტ ფიცო

13 ივლისი 2025, 11:30

მსოფლიო

ფიცომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მხარდაჭერის პირობები დაასახელა

„სლოვაკეთის ხელისუფლების ვალდებულებაა ევროკომისიის გადაწყვეტილების დამღუპველი შედეგების თავიდან აცილება. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ვალდებულებები და გარანტიები ევროკომისიისა და პარტნიორების მხრიდან, რომ ეს პრობლემა მხოლოდ სლოვაკეთის სინდისზე არ დარჩება, არამედ საერთო ევროპული პრობლემა გახდება, რომელიც უნდა გადავჭრათ“, - აცხადებს ფიცო.

13 ივლისი 2025, 11:18

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის პარტნიორებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და ევრაზიულ სატრანზიტო მარშრუტებში საკუთარი როლის გასაძლიერებლად

საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში შემდგარ პანელურ დისკუსიაზე „ევროპისა და აზიის დაკავშირება: გზა პარტნიორობისა და კეთილდღეობისკენ”.